9 აგვისტოს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 51-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე გარდაიცვალა. პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი, გულის უკმარისობა გახდა. სამხედრო დღის მეორე ნახევარში შეუძლოდ გახდა, რის გამო, ხელმძღვნელობას, ის V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა ის, გზაში გარდაიცვალა...
როგორც ჩვენთან საუბრისას მისი მეგობარი იხსენებს, დათოს, იმ დღეს ცუდად ყოფნის კვალი არ ეტყობოდა.
გიორგი, დავით ლომიძის მეგობარი:
- ვარჯიშამდე ჩვეულებრივად იყო, საღ-სალამათი, მხიარული. ხუმრობდა კიდეც. მართალი გითხრათ, წლებია ვიცნობ, ავღანეთშიც ერთად ვიყავით და არასდროს გამიგია, გული თუ აწუხებდა.
- სამედიცინო შემოწმება არ გიტარდებათ?
- კი, როგორ არა, ყველა ბრიგადას თავისი სამედიცინო სამსახური ჰყავს... როგორც ბიჭებმა თქვეს, ვარჯიშის დროს, სირბილისას, უეცრად ცუდად გამხდარა. ძლიერი სიცხეების გამო, შეღავათს გვიკეთებენ და დილის საათებში გვაქვს ხოლმე ვარჯიში. ერთი სიტყვით, მაშინვე წაუყვანიათ, მაგრამ ექიმს უთქვამს, ისეთი დაფლეთილი ჰქონდა გული, სამედიცინო სტაციონარშიც რომ დამართვოდა შეტევა, მაინც ვერაფერს ვუშველიდითო.... ეს ყველაფერი ისეთი დაუჯერებელია, ასე მგონია, დათოზე კი არა, სხვაზე ვყვები, სეიროზული და წყნარი ბიჭი იყო, ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა.
- რამდენი წლის იყო?
- 7 აგვისტოს 39 წლის გახდა. საერთო არ სვამდა, დალევას რომ დავაბრალოთ. დაბადების დღე არ გადაუხდია, რადგან ერთი კვირის წინ სიმამრი გარდაეცვალა და ქეიფის განწყობა არ ჰქონდა... განაგრძეთ კითხვა