პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვევრში ნაპოვნი ცხედარი და შემზარავი მკვლელობის დეტალები - შსს-მ ბრალდებული დააკავა
ქვევრში ნაპოვნი ცხედარი და შემზარავი მკვლელობის დეტალები - შსს-მ ბრალდებული დააკავა

შსს-ს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ. ხ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 აგ­ვის­ტოს, ღა­მით, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შაქ­რი­ან­ში, თა­ნა­სოფ­ლე­ლის, 1939 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ. ხ.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ქურ­დო­ბის მიზ­ნით, ფა­რუ­ლად შე­აღ­წია. სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ გ. ხ. შე­ამ­ჩნია, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონს თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მისი სხე­უ­ლი მა­რან­ში, ქვევრში, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით გა­და­მა­ლა, ხოლო სახ­ლში ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა და მი­ი­მა­ლა. პო­ლი­ცი­ამ გ. ხ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თე­ლავ­ში და­ა­კა­ვა.

და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქვევრში ნაპოვნი ცხედარი და შემზარავი მკვლელობის დეტალები - შსს-მ ბრალდებული დააკავა

ქვევრში ნაპოვნი ცხედარი და შემზარავი მკვლელობის დეტალები - შსს-მ ბრალდებული დააკავა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, თანასოფლელის, 1939 წელს დაბადებული თ. ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, ფარულად შეაღწია. სახლის მეპატრონემ გ. ხ. შეამჩნია, რის შემდეგაც ბრალდებულმა ქალბატონს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, მისი სხეული მარანში, ქვევრში, კვალის დაფარვის მიზნით გადამალა, ხოლო სახლში ხანძარი გააჩინა და მიიმალა. პოლიციამ გ. ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავში დააკავა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ