პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სილიკონ ველი თბილისი" - როდის გაიხსნება მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის სპეციალისტებს მოამზადებს
 "სილიკონ ველი თბილისი" - როდის გაიხსნება მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის სპეციალისტებს მოამზადებს

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მი­ჯვნა ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

რთუ­ლია წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს სტარ­ტაპ­მა, რო­მელ­საც აქვს ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნეს იდეა, მაგ­რამ არ ფლობს მისი გან­ხო­ცი­რე­ლე­ბის სა­ბა­ზო ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნა­რებს. მა­სა­ჩუ­სე­ტის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2020 წლის­თვის ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის 90%-მეტი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცოდ­ნას მო­ი­თხოვს. სტარ­ტა­პებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ვენ­ჩუ­რუ­ლი კა­პი­ტა­ლე­ბი კი სულ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს იდე­ე­ბის მე­ტად და სრულ­ყო­ფი­ლად გან­ვი­თა­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა მო­მა­ვალ ქარ­თველ დე­ვე­ლო­პე­რებს, პროგ­რა­მულ ინ­ჟინ­რებს, მე­წარ­მე­ებს მალე "სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში" შე­ეძ­ლე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტი IT აკა­დე­მი­ას, ბიზ­ნეს და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს, სკო­ლას, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და კვლე­ვით ცენ­ტრებს, ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­კუ­ბა­ტო­რებს ერთ სივ­რცე­ში - თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე "სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში" გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში "სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში" ასე­ვე გან­თავ­სდე­ბა წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ბრენ­დე­ბის ოფი­სე­ბი, სტუ­დენ­ტუ­რი კამ­პუ­სე­ბი, სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა ბავ­შვე­ბის­თვის თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი­თა და სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბით.

პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს ყვე­ლა იმ ეტაპს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა იმის­თვის, რათა სა­ქარ­თვე­ლომ თან­და­თა­ნო­ბით და­იმ­კვიდ­როს ად­გი­ლი, რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­სპორ­ტი­ორ­მა ქვე­ყა­ნამ.

"ეს არ არის შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. ეს მოგ­ვცემს ძა­ლი­ან სწრა­ფად იმ შე­დე­გებს, რომ ჩვენ­თან მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად გახ­დე­ბი­ან მო­თხოვ­ნა­დი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი არა მხო­ლოდ ქარ­თულ ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებ­ში, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე. ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებს აღარ მო­უ­წევთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და გა­დამ­ზა­დე­ბა უცხო­ეთ­ში, რათა წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქმდნენ. "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სი" მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ად­გილ­ზე შე­ი­ძი­ნონ სა­ჭი­რო უნა­რე­ბი და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყონ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ცნო­ბილ, ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებ­ში", - აღ­ნიშ­ნავს პრო­ექ­ტის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში" გან­თავ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სამ სა­ფე­ხურს მო­ი­ცავს - ბა­კა­ლავ­რი­ატს, მა­გის­ტრა­ტუ­რა­სა და დოქ­ტუ­რან­ტუ­რას. პროგ­რა­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მე­წარ­მე­ო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზე, ინო­ვა­ცი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე, მე­წარ­მე­ო­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ბაზ­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც სა­ბო­ლო­ოდ კურ­სამ­თავ­რე­ბულს რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და პროგ­რა­მულ ინ­ჟინ­რებს მო­ამ­ზა­დებს "სი­ლი­კონ ველი თბი­ლის­ში" მდე­ბა­რე აითი აკა­დე­მია, სა­დაც ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს გა­მოც­დი­ლე­ბას ის­რა­ე­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­უ­ზი­ა­რე­ბენ. მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სექ­ტორ­ში და სტარ­ტა­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ის­რა­ე­ლი ერთ-ერთ წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მხრივ უდი­დეს პროგ­რესს მი­აღ­წია.

Israel Venture Capital

Research-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წელს ის­რა­ელ­ში სტარ­ტა­პე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 1 400-ს მი­აღ­წია. აქე­დან 373 კომ­პა­ნი­ამ ჯამ­ში 3,58 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია მი­ი­ღო, 69 სტარ­ტაპ კომ­პა­ნია კი ჯამ­ში 5,41 მი­ლი­არდ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, რომ­ლე­ბიც ბა­ზარ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­დუქტს ქმნი­ან, ის­რა­ე­ლი აშშ-ის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზეა. მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ქვეყ­ნის ექ­სპორ­ტის 70%-ს აღ­წევს. ყო­ვე­ლი­ვე ამის ფონ­ზე ის­რა­ელ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ისე­თი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა - Intel, Microsoft, IBM, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში კვლე­ვებ­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ეწე­ვი­ან, სა­კუ­თა­რი ოფი­სე­ბი აქვთ "გუ­გლს", "ფე­ის­ბუქს", Apple-ს, Yahoo-ს.

"ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია ვი­ყოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ სა­ო­ცარ ქვე­ყა­ნა­ში. ჩვე­ნი ცენ­ტრი ის­რა­ელ­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ტრე­ნინგ ცენ­ტრია, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად15 ათას­ზე მეტი სტუ­დენ­ტი იღებს გა­ნათ­ლე­ბას და მო­თხოვ­ნად სპე­ცი­ა­ლო­ბებს ეუფ­ლე­ბი­ან. გვინ­და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­ვუ­ზი­ა­როთ, მო­ვამ­ზა­დოთ მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პროგ­რა­მუ­ლი ინ­ჟინ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბაა", - აღ­ნიშ­ნავს დროდ შრე­მი, ის­რა­ე­ლის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

აკა­დე­მი­ა­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრი, სა­დაც ბაზ­რის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მოხ­დე­ბა კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. სწავ­ლის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად, 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გან­თლე­ბის მი­ღე­ბა და მათი დატ­რე­ნინ­გე­ბა მოხ­დე­ბა.მე­ო­რე ეტაპ­ზე ისი­ნი გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე კი სა­კუ­თარ ბიზ­ნეს იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ.

ტერ­მი­ნი სი­ლი­კო­ნის ველი კა­ლი­ფორ­ნი­ელ მე­წარ­მე რალფ ვა­ერ­სტს ეკუთ­ვნის. მის­მა მე­გო­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა დონ ჰოფ­ლერ­მა 1971 წლის 11 იან­ვარს Silicon Valey USA უწო­და სტა­ტი­ე­ბის სე­რი­ას ყო­ველკ­ვი­რე­ულ Electronic News-ში. სტა­ტი­ებ­ში ჰოფ­ლე­რი მკი­თხველს უყ­ვე­ბო­და სან ფრან­ცის­კოს სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე სან­ტა კლა­რას შე­სა­ხებ, სა­დაც მსხვი­ლი ამე­რი­კუ­ლი IT კომ­პა­ნი­ე­ბის შატბ-ბი­ნე­ბი იყო თავ­მოყ­რი­ლი.

დღეს სან-ფრან­ცის­კოს ყუ­რის ზო­ნა­ში, 386 ათას­ზე მეტი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი მუ­შა­ობს, რაც "სი­ლი­კონ ვე­ლის" უფ­ლე­ბას აძ­ლევს აშშ-ში უმ­სხვი­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ ცენ­ტრად იწო­დე­ბო­დეს. "სი­ლი­კონ ვე­ლის" შე­მო­სა­ვა­ლი აშშ-ის მას­შტა­ბით ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა.

"სილიკონ ველი თბილისი" - როდის გაიხსნება მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის სპეციალისტებს მოამზადებს

 "სილიკონ ველი თბილისი" - როდის გაიხსნება მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის სპეციალისტებს მოამზადებს

თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთმანეთისგან გამიჯვნა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

რთულია წარმატებას მიაღწიოს სტარტაპმა, რომელსაც აქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა, მაგრამ არ ფლობს მისი განხოცირელების საბაზო ტექნოლოგიურ უნარებს. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 2020 წლისთვის ახალი სამუშაო ადგილების 90%-მეტი ციფრული ტექნოლოგიების ცოდნას მოითხოვს. სტარტაპებში ინვესტიციები და ვენჩურული კაპიტალები კი სულ უფრო გაიზრდება.

საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს, მეწარმეებს მალე "სილიკონ ველი თბილისში" შეეძლებათ.

საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "სილიკონ ველი თბილისში" გააერთიანებს.

პროექტის ფარგლებში "სილიკონ ველი თბილისში" ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით.

პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

"ეს არ არის შორეული პერსპექტივა. ეს მოგვცემს ძალიან სწრაფად იმ შედეგებს, რომ ჩვენთან მომზადებული და განათლებამიღებული კადრები ძალიან სწრაფად გახდებიან მოთხოვნადი და წარმატებული არა მხოლოდ ქართულ ბიზნესკომპანიებში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ქართველ სპეციალისტებს აღარ მოუწევთ განათლების მიღება და გადამზადება უცხოეთში, რათა წამყვან კომპანიებში დასაქმდნენ. "სილიკონ ველი თბილისი" მათ შესაძლებლობას მისცემს ადგილზე შეიძინონ საჭირო უნარები და მუშაობა დაიწყონ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ, ტექნოლოგიურ კომპანიებში", - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ ბატიაშვილი.

"სილიკონ ველი თბილისში" განთავსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების სამ საფეხურს მოიცავს - ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურას. პროგრამა ორიენტირებული იქნება მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, ინოვაციური პოტენციალის წახალისებაზე, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზრო უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც საბოლოოდ კურსამთავრებულს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების საშუალებას მისცემს.

მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს "სილიკონ ველი თბილისში" მდებარე აითი აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ. მაღალი ტექნოლოგიების სექტორში და სტარტაპების განვითარებაში ისრაელი ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანაა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია.

Israel Venture Capital

Research-ის ინფორმაციით, 2015 წელს ისრაელში სტარტაპების საერთო რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია. აქედან 373 კომპანიამ ჯამში 3,58 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო, 69 სტარტაპ კომპანია კი ჯამში 5,41 მილიარდ დოლარად გაიყიდა.

ერთ სულ მოსახლეზე მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიების რაოდენობით, რომლებიც ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქტს ქმნიან, ისრაელი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის ექსპორტის 70%-ს აღწევს. ყოველივე ამის ფონზე ისრაელში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა - Intel, Microsoft, IBM, რომლებიც ქვეყანაში კვლევებსა და განვითარებას ეწევიან, საკუთარი ოფისები აქვთ "გუგლს", "ფეისბუქს", Apple-ს, Yahoo-ს.

"ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოში, ამ საოცარ ქვეყანაში. ჩვენი ცენტრი ისრაელში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრია, სადაც ყოველწლიურად15 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას და მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან. გვინდა ეს გამოცდილება საქართველოსაც გავუზიაროთ, მოვამზადოთ მაღალ ტექნოლოგიური სპეციალისტები, პროგრამული ინჟინრები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა", - აღნიშნავს დროდ შრემი, ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენელი.

აკადემიაში ასევე იქნება გადამზადების ცენტრი, სადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, მოხდება კადრების მომზადება კომპანიებისთვის. სწავლის პირველ საფეხურზე ყოველდღიურად, 10 საათის განმავლობაში აკადემიის სტუდენტებისთვის განთლების მიღება და მათი დატრენინგება მოხდება.მეორე ეტაპზე ისინი განავითარებენ თავიანთ შესაძლებლობას, მესამე საფეხურზე კი საკუთარ ბიზნეს იდეების განხორციელებაზე იმუშავებენ.

ტერმინი სილიკონის ველი კალიფორნიელ მეწარმე რალფ ვაერსტს ეკუთვნის. მისმა მეგობარმა ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა 1971 წლის 11 იანვარს Silicon Valey USA უწოდა სტატიების სერიას ყოველკვირეულ Electronic News-ში. სტატიებში ჰოფლერი მკითხველს უყვებოდა სან ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე სანტა კლარას შესახებ, სადაც მსხვილი ამერიკული IT კომპანიების შატბ-ბინები იყო თავმოყრილი.

დღეს სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში, 386 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, რაც "სილიკონ ველის" უფლებას აძლევს აშშ-ში უმსხვილეს ტექნოლოგიურ ცენტრად იწოდებოდეს. "სილიკონ ველის" შემოსავალი აშშ-ის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი