პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო ექვს თვეში, თბილისში მშენებლობებზე 2500 ნებართვა გაიცა - რა მდგომარეობაა საქართველოს სხვა ქალაქებში
ბოლო ექვს თვეში, თბილისში მშენებლობებზე 2500 ნებართვა გაიცა - რა მდგომარეობაა საქართველოს სხვა ქალაქებში

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­შე­ნებ­ლო ბუ­მია. სტა­ტის­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის რი­ცხვი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით მკვეთ­რად გაზ­რდი­ლია. ბოლო ექვს თვე­ში, მარ­ტო თბი­ლის­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 2500-მდე ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, პირ­ველ კვარ­ტალ­ში გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბი, შარ­შან­დე­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 19%-ით არის გაზ­რდი­ლი.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 5200-ზე მეტი ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი წილი თბი­ლის­ზე მო­დის. მხო­ლოდ თბი­ლის­ში, მიმ­დი­ნა­რე წელს მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე 2500-მდე ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სია.

რო­გორც "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" სა­უ­ბარ­ში ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ანა­ლი­ტი­კო­სი პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 2016 წლის­თვის უცხო­ურ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა იკლო, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი პროგ­რე­სი­რებს და ეს ძი­რი­თა­დად ხდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ხარ­ჯზე.

სამ­შე­ნებ­ლო სფე­როს გაძ­ლი­ე­რე­ბის ფონ­ზე, არ­ქი­ტექ­ტო­რებს დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­სა­მარ­თით არა­ერ­თი შე­ნიშ­ვნა და­უგ­როვ­დათ. ძი­რი­თა­დი პრე­ტენ­ზი­ე­ბი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის თქმით, სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ქა­ო­სუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა ქა­ლაქს იერ­სა­ხეს უკარ­გავს.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა გა­ნა­ცხადს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გას­ცემს ნე­ბარ­თვას.

მაჩ­ვე­ნე­ბე­ლე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია სხვა ქა­ლა­ქებ­სა და რე­გი­ო­ნებ­შიც. თბი­ლი­სის შემ­დეგ, სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბით ბა­თუ­მი ლი­დე­რობს - წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში მშე­ნებ­ლო­ბის 509 ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი, მე­სა­მე ად­გილს 196 ნე­ბარ­თვით - რუს­თა­ვი იკა­ვებს.

წყა­რო: "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბე­ლი"

ბოლო ექვს თვეში, თბილისში მშენებლობებზე 2500 ნებართვა გაიცა - რა მდგომარეობაა საქართველოს სხვა ქალაქებში

ბოლო ექვს თვეში, თბილისში მშენებლობებზე 2500 ნებართვა გაიცა - რა მდგომარეობაა საქართველოს სხვა ქალაქებში

საქართველოში სამშენებლო ბუმია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამშენებლო სამუშაოების რიცხვი წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია. ბოლო ექვს თვეში, მარტო თბილისში მშენებლობაზე 2500-მდე ნებართვა გაიცა.

ქვეყნის მასშტაბით, პირველ კვარტალში გაცემული ნებართვები, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 6 თვეში საქართველოს მასშტაბით 5200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის. მხოლოდ თბილისში, მიმდინარე წელს მშენებლობებზე 2500-მდე ნებართვაა გაცემული. მათი უმრავლესობა საცხოვრებელი კორპუსია.

როგორც "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით 2016 წლისთვის უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო, სამშენებლო სექტორი პროგრესირებს და ეს ძირითადად ხდება ადგილობრივი ინვესტიციების ხარჯზე.

სამშენებლო სფეროს გაძლიერების ფონზე, არქიტექტორებს დეველოპერული კომპანიების მისამართით არაერთი შენიშვნა დაუგროვდათ. ძირითადი პრეტენზიები სამშენებლო პროექტების გაუმართაობას უკავშირდება. არქიტექტორების თქმით, სამშენებლო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქაოსური მშენებლობა ქალაქს იერსახეს უკარგავს.

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ არქიტექტურის სამსახური დეტალურად განიხილავს ყველა განაცხადს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ნებართვას.

მაჩვენებელები მომატებულია სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. თბილისის შემდეგ, სამშენებლო სექტორში გაცემული ნებართვებით ბათუმი ლიდერობს - წლის პირველ ნახევარში ზღვისპირა ქალაქში მშენებლობის 509 ნებართვაა გაცემული, მესამე ადგილს 196 ნებართვით - რუსთავი იკავებს.

წყარო: "საზოგადოებრივ მაუწყებელი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი