მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასლან აბაშიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ასლან აბაშიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ას­ლან აბა­ში­ძის და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი 5 პი­რის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი, ას­ლან აბა­ში­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის შექ­მნა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და გა­ნა­ჩე­ნის გან­ზრახ შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა­ში და მკვლე­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლე­ბის გა­და­ცი­ლე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 107-ე მუხ­ლით (1960 წლის რე­დაქ­ცია), 332-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია), 223-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია), 187-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (1960 წლის რე­დაქ­ცია), 2033-ე მუხ­ლით (1960 წლის რე­დაქ­ცია), 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია), 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია), 381-ე მუხ­ლით (2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია) და 25. 323-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცია).

სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ სცნო აჭა­რის ა.რ. უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, იო­სებ გო­გი­ტი­ძე, აჭა­რის ა.რ. ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ჯე­მალ გო­გი­ტი­ძე, აჭა­რის ა.რ. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ელ­გუ­ჯა ჯინ­ჭა­რა­ძე, აჭა­რის ა.რ. მე­თა­უ­რის დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, და­ვით ხალ­ვა­ში და აჭა­რის ა.რ. უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ამი­რან კურ­ცხა­ლი­ძე.

სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 1991 წლის 30 აპ­რილს, ას­ლან აბა­ში­ძემ აჭა­რის ა.რ. უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლე­ბის გა­და­ცი­ლე­ბით მოკ­ლა მისი მო­ად­გი­ლე, ნო­დარ იმ­ნა­ძე. მან­ვე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პირ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით, 1993-2004 წლებ­ში შექ­მნა უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბა, რო­მელ­საც თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2004 წლის 2 მა­ისს, ას­ლან აბა­ში­ძემ სხვა პი­რებ­თან ერ­თად ჩა­ი­დი­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, კერ­ძოდ ჩო­ლო­ქი­სა და ქა­ქუ­თის ხი­დე­ბის აფეთ­ქე­ბა, ხოლო 2004 წლის აპ­რილ­ში ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის დაბა ჩაქვში ზღვის სა­ნა­პი­როს და­ნაღმვა, რა­საც 2004 წლის 21 აგ­ვის­ტოს აფეთ­ქე­ბა მოჰ­ყვა. მან­ვე ჩა­ი­დი­ნა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა თენ­გიზ ასა­ნი­ძის და სხვა­თა მი­მართ.

სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ აჭა­რის ა.რ. უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, იო­სებ გო­გი­ტი­ძემ 1993-2004 წლებ­ში ას­ლან აბა­ში­ძეს­თან ერ­თად შექ­მნა და მო­ნა­წი­ლე­ობ­და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბა­ში, ას­ლან აბა­ში­ძეს­თან წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თენ­გიზ ასა­ნი­ძეს, ასე­ვე პირ­თა ჯგუფ­თან ერ­თად მი­ით­ვი­სა აჭა­რის ა.რ. უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი 2 201 667 ლარი. მან­ვე, 2004 წლის 2 მა­ისს, ას­ლან აბა­ში­ძეს­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად ჩა­ი­დი­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

აჭა­რის ა.რ. ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა ჯე­მალ გო­გი­ტი­ძემ ას­ლან აბა­ში­ძეს­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად ჩა­ი­დი­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, 2004 წლის 25 აპ­რილს ქ. ბა­თუმ­ში, რეს­ტო­რან "მარ­სელ­ში" თა­მაზ მა­მი­სე­იშ­ვილს მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის შემ­დე­გაც უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა მას და ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს. ჯე­მალ გო­გი­ტი­ძემ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გაფ­ლან­გა აჭა­რის ა.რ. შს სა­მი­ნის­ტროს აღ­ჭურ­ვი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი 1 093 317 აშშ დო­ლა­რი.

აჭა­რის ა.რ. შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ელ­გუ­ჯა ჯინ­ჭა­რა­ძემ, ას­ლან აბა­ში­ძეს­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად ჩა­ი­დი­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რა­საც მოჰ­ყვა ჩო­ლო­ქი­სა და ქა­ქუ­თის ხი­დე­ბის აფეთ­ქე­ბა.

აჭა­რის ა.რ. მე­თა­უ­რის დაც­ვის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, და­ვით ხალ­ვაშ­მა 1996 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბა, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის, შემ­დგომ­ში აჭა­რის სამ­თავ­რო­ბო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის შექ­მნა­ში, 2003 წელს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და კომ­პა­ნია "procter & gamble"-ის ქო­ნე­ბის ქურ­დო­ბას, გა­მო­ძალ­ვა­სა და ძარ­ცვას, 2004 წლის 20 თე­ბერ­ვალს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქ. ბა­თუმ­ში, დ. თავ­და­დე­ბუ­ლი­სა და ერას ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მიმ­დი­ნა­რე მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის უკა­ნო­ნო დარ­ბე­ვა­ში.

აჭა­რის ა.რ. უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ამი­რან კურ­ცხა­ლი­ძის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის შე­დე­გად აჭა­რის ა.რ. უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს 2000-2001 წლებ­ში მი­ად­გა 709 955 ლა­რის ზი­ა­ნი.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ექ­ვსი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა და ას­ლან აბა­ში­ძეს 15 წლით, იო­სებ გო­გი­ტი­ძეს 12 წლით, და­ვით ხალ­ვაშს 4 წლი­თა და 6 თვით და ამი­რან კურ­ცხა­ლი­ძეს 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. ასე­ვე წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში დამ­ნა­შა­ვედ იქ­ნენ ცნო­ბი­ლი ჯე­მალ გო­გი­ტი­ძე და ელ­გუ­ჯა ჯინ­ჭა­რა­ძე, სა­სა­მარ­თლომ მათ გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო სას­ჯე­ლი არ და­უ­ნიშ­ნა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ასლან აბაშიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ასლან აბაშიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ასლან აბაშიძის და მასთან ერთად ბრალდებული 5 პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური, ასლან აბაშიძე დამნაშავედ სცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და მკვლელობაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 25. 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია).

სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილი მინისტრი, იოსებ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ჯემალ გოგიტიძე, აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ელგუჯა ჯინჭარაძე, აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილი უფროსი, დავით ხალვაში და აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამირან კურცხალიძე.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1991 წლის 30 აპრილს, ასლან აბაშიძემ აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მოკლა მისი მოადგილე, ნოდარ იმნაძე. მანვე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 1993-2004 წლებში შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძემ სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, კერძოდ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება, ხოლო 2004 წლის აპრილში ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში ზღვის სანაპიროს დანაღმვა, რასაც 2004 წლის 21 აგვისტოს აფეთქება მოჰყვა. მანვე ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა თენგიზ ასანიძის და სხვათა მიმართ.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იოსებ გოგიტიძემ 1993-2004 წლებში ასლან აბაშიძესთან ერთად შექმნა და მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, ასლან აბაშიძესთან წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა თენგიზ ასანიძეს, ასევე პირთა ჯგუფთან ერთად მიითვისა აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს კუთვნილი 2 201 667 ლარი. მანვე, 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება.

აჭარის ა.რ. ყოფილმა შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, 2004 წლის 25 აპრილს ქ. ბათუმში, რესტორან „მარსელში" თამაზ მამისეიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მას და ავთანდილ ბერიძეს. ჯემალ გოგიტიძემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა აჭარის ა.რ. შს სამინისტროს აღჭურვისათვის გამოყოფილი 1 093 317 აშშ დოლარი.

აჭარის ა.რ. შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ელგუჯა ჯინჭარაძემ, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, რასაც მოჰყვა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება.

აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილმა უფროსმა, დავით ხალვაშმა 1996 წელს მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირება, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის, შემდგომში აჭარის სამთავრობო დაცვის სამსახურის შექმნაში, 2003 წელს ორგანიზებას უწევდა კომპანია „procter & gamble"-ის ქონების ქურდობას, გამოძალვასა და ძარცვას, 2004 წლის 20 თებერვალს, მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში, დ. თავდადებულისა და ერას ქუჩების კვეთაზე მიმდინარე მანიფესტაციის უკანონო დარბევაში.

აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილი უფროსის ამირან კურცხალიძის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს 2000-2001 წლებში მიადგა 709 955 ლარის ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ასლან აბაშიძეს 15 წლით, იოსებ გოგიტიძეს 12 წლით, დავით ხალვაშს 4 წლითა და 6 თვით და ამირან კურცხალიძეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე, სასამართლომ მათ გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.