საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს" - "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"
განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს" - "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"

იმი­სათ­ვის, რომ მკი­თხველს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა გა­ვაც­ნოთ, მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ: და­ი­ბა­და 1973 წელს, წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა კო­მა­რო­ვის სკო­ლა. იმა­ვე წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბან­კში, შემ­დეგ -"ინ­ტე­ლექტ ბან­კში", შემ­დგომ წლებ­ში კი რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა. 2008 წელს "თი­ბი­სი" ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. ექ­ვსი წლის წინ, პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და­ა­ფუძნა "მარ­თვის აკა­დე­მია", სა­დაც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, გა­მორ­ჩე­ულ ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და. დღეს კი, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრია. რას ფიქ­რობს მი­ნის­ტრი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებ­სა და მის მო­მა­ვალ­ზე, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

-ბა­ტო­ნო ალექ­სან­დრე, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი დას­რულ­და. რო­გორ ჩა­ა­ბა­რეს გა­მოც­დე­ბი ახალ­გაზ­რდებ­მა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს მათი ცოდ­ნის დონე?

- ვი­ტყო­დი, რომ კარ­გად ჩა­ა­ბა­რეს. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­ვე­დი სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ. რაც შევ­ნიშ­ნე და ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­მე­წო­ნა, ის არის, რომ გა­რეთ მომ­ლო­დი­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და. ხალ­ხი შე­ეჩ­ვია, რომ აღარ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, აბი­ტუ­რი­ენტს გა­რეთ მა­მაც ელო­დე­ბო­დეს და დე­დაც. ეს ნიშ­ნავს, რომ უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­ო­ბა მო­დის. სა­გა­მოც­დო პრო­ცესს რაც შე­ე­ხე­ბა, ტექ­ნი­კუ­რად ისიც საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი იყო. წელს გა­მოც­დებ­ზე კომ­პი­უ­ტე­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. თუ ადრე მთლი­ა­ნი ტეს­ტი ქა­ღალ­დზე იყო მო­ცე­მუ­ლი, წელს კომ­პი­უ­ტე­რით ჩა­ა­ბა­რეს. ამან ვი­ღა­ცას დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა დენი გა­მო­ირ­თო. ბუ­ნებ­რი­ვია, და­კარ­გუ­ლი დრო და­უ­მა­ტეს, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდე­ბი მა­ინც ღე­ლავ­დნენ. მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ 38-მა ათას­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა საკ­მა­ოდ კარ­გად გა­არ­თვა თავი ამო­ცა­ნას. გა­მოც­დებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად, მშვი­დად და წყნა­რად ჩა­ი­ა­რა. იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ კარ­გი შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა. უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი ნამ­დვი­ლად არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა წინა წლე­ბის შე­დე­გებს.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ წელს არ წყდე­ბა კრი­ტი­კა, რომ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, რომ უცო­დი­ნა­რი თა­ო­ბა მო­დის. ეთან­ხმე­ბით ამ მო­საზ­რე­ბას?

- ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ სხვი­სი კრი­ტი­კა მო­და­შია. ეს არის ერთ-ერთი მე­თო­დი, რომ ვი­ღაც "ცუ­დის" ფონ­ზე შენ უკე­თე­სი და უფრო ჭკვი­ა­ნი გა­მოჩ­ნდე. არ მრჩე­ბა მე ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ უცო­დი­ნა­რი თა­ო­ბა მო­დის. უნდა ვთქვათ, რომ სას­ვენ ნიშ­ნებ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში უარს ამ­ბო­ბენ -ეს "ფე­ის­ბუკ­მა", "ჩათ­მა" და მე­სი­ჯებ­მა მო­ი­ტა­ნა. ცხა­დია, წინა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი ამას გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბას უწო­დებს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის ნი­შა­ნი სუ­ლაც არ იყოს. უბ­რა­ლოდ, ახ­ლან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ძი­რე­უ­ლად გან­სხვავ­დე­ბა ად­რინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა­გან. დღე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი უფრო გო­ნი­ე­რე­ბი არი­ან და დას­კვნის გა­კე­თე­ბაც უკე­თე­სად შე­უძ­ლი­ათ, როცა წინა თა­ო­ბებ­ში მეხ­სი­ე­რე­ბა და რა­ღაც წე­სის და­მახ­სოვ­რე­ბა ით­ვლე­ბო­და გო­ნი­ე­რე­ბის ნიშ­ნად. ყვე­ლა წინა თა­ო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ უა­რე­სი თა­ო­ბე­ბი მო­დის, რა­საც არ ვი­ზი­ა­რებ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს" - "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"

განათლების მინისტრი "ჯარში გაიწვიეს" - "იძულებული ვარ, ახლაც პაემნებზე ვიარო"

იმისათვის, რომ მკითხველს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გავაცნოთ, მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდს მოვიშველიებთ: დაიბადა 1973 წელს, წარჩინებით დაამთავრა კომაროვის სკოლა. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე. მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, შემდეგ -"ინტელექტ ბანკში", შემდგომ წლებში კი რამდენჯერმე შეიცვალა საქმიანობა. 2008 წელს "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს. ექვსი წლის წინ, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა "მართვის აკადემია", სადაც ძალზე საინტერესო, გამორჩეულ ლექციებს კითხულობდა. დღეს კი, ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრია. რას ფიქრობს მინისტრი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და მის მომავალზე, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

-ბატონო ალექსანდრე, ეროვნული გამოცდები დასრულდა. როგორ ჩააბარეს გამოცდები ახალგაზრდებმა, როგორ შეიძლება შეფასდეს მათი ცოდნის დონე?

- ვიტყოდი, რომ კარგად ჩააბარეს. რამდენიმე ადგილას სპეციალურად მივედი საგულშემატკივროდ. რაც შევნიშნე და ყველაზე მეტად მომეწონა, ის არის, რომ გარეთ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა შემცირდა. ხალხი შეეჩვია, რომ აღარ არის აუცილებელი, აბიტურიენტს გარეთ მამაც ელოდებოდეს და დედაც. ეს ნიშნავს, რომ უფრო დამოუკიდებელი თაობა მოდის. საგამოცდო პროცესს რაც შეეხება, ტექნიკურად ისიც საკმაოდ გამართული იყო. წელს გამოცდებზე კომპიუტერები გამოვიყენეთ. თუ ადრე მთლიანი ტესტი ქაღალდზე იყო მოცემული, წელს კომპიუტერით ჩააბარეს. ამან ვიღაცას დისკომფორტი შეუქმნა, იყო შემთხვევები, როცა დენი გამოირთო. ბუნებრივია, დაკარგული დრო დაუმატეს, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ღელავდნენ. მთლიანობაში შეიძლება ვთქვათ, რომ 38-მა ათასმა აბიტურიენტმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამოცანას. გამოცდებმა ძალიან კარგად, მშვიდად და წყნარად ჩაიარა. იმედს გამოვთქვამ, რომ კარგი შედეგები იქნება. უნარ-ჩვევების შედეგები ნამდვილად არ ჩამოუვარდება წინა წლების შედეგებს.

- მიუხედავად ამისა, ყოველ წელს არ წყდება კრიტიკა, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები არადამაკმაყოფილებელია, რომ უცოდინარი თაობა მოდის. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ეს იმიტომ ხდება, რომ სხვისი კრიტიკა მოდაშია. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომ ვიღაც "ცუდის" ფონზე შენ უკეთესი და უფრო ჭკვიანი გამოჩნდე. არ მრჩება მე ისეთი შთაბეჭდილება, რომ უცოდინარი თაობა მოდის. უნდა ვთქვათ, რომ სასვენ ნიშნებზე ახალგაზრდები მთელ მსოფლიოში უარს ამბობენ -ეს "ფეისბუკმა", "ჩათმა" და მესიჯებმა მოიტანა. ცხადია, წინა თაობის ადამიანი ამას გაუნათლებლობას უწოდებს, მაგრამ შეიძლება ეს გაუნათლებლობის ნიშანი სულაც არ იყოს. უბრალოდ, ახლანდელი განათლება ძირეულად განსხვავდება ადრინდელი განათლებისაგან. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო გონიერები არიან და დასკვნის გაკეთებაც უკეთესად შეუძლიათ, როცა წინა თაობებში მეხსიერება და რაღაც წესის დამახსოვრება ითვლებოდა გონიერების ნიშნად. ყველა წინა თაობა ამტკიცებს, რომ უარესი თაობები მოდის, რასაც არ ვიზიარებ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი