საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად რაში გადაახდევინეს 500 ლარი არაბ მამაკაცს ბათუმის ღამის კლუბში: "ვსვამდით, მე ვცეკვავდი და ჩემი საქმე არ არის გადაიხდის თუ არა..."
რეალურად რაში გადაახდევინეს 500 ლარი არაბ მამაკაცს ბათუმის ღამის კლუბში: "ვსვამდით, მე ვცეკვავდი და ჩემი საქმე არ არის გადაიხდის თუ არა..."

სამი დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც ბა­თუ­მის ღა­მის კლუბ­ში გა­ცე­მუ­ლი 500-ლა­რი­ა­ნია ჩე­კია ასა­ხუ­ლი, მით­ქმა-მოთ­ქმა კვლავ არ წყდე­ბა. არა­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი აბ­დულ აზი­ზი Palitratv.ge-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რომ მან კლუბ­ში მხო­ლოდ ერთი ჩაი შე­უკ­ვე­თა, რა­შიც ჯერ 700 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს, შემ­დეგ კი 500 ლარი ძალ­და­ტა­ნე­ბით გა­და­ახ­დე­ვი­ნეს.

AMBEBI.GE ბა­თუმ­ში, აე­რო­პორ­ტის გზატ­კე­ცილ­ზე არ­სე­ბულ დის­კო კლუბ "დუ­ბა­ის" ეს­ტუმ­რა, სა­დაც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და. კლუ­ბის თურ­ქი მე­ნე­ჯე­რი და სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე ყვე­ბი­ან, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა მათ­თან სრუ­ლი სერ­ვი­სით ისარ­გებ­ლა და მხო­ლოდ ერთი ჩა­ის­თვის 500 ლა­რის გა­დახ­და არა­ვის მო­უ­თხო­ვია. დის­კო კლუბ "დუ­ბა­ის" მე­ნე­ჯე­რი ჯენ­გიზ აკ­გუ­ნი აცხა­დებს, რომ არა­ბი მა­მა­კა­ცი სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვეს­თან ერ­თად ატა­რებ­და სა­ღა­მოს:

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვეს­თან და ღა­მის კლუ­ბის მე­ნე­ჯერ­თან

და ასე­ვე ფო­ტო­მა­სა­ლა კლუ­ბი­დან

"დღეს ვნა­ხე ეს კაცი ინ­ტერ­ნეტ­ში. ფე­ის­ბუქ­ზე, ვი­ღა­ცე­ე­ბი აზი­ა­რებ­დნენ ჩე­კის ფო­ტოს. ეს მარ­თა­ლია, მან გა­და­ი­ხა­და 500 ლარი, მაგ­რამ რო­გორ ფიქ­რობთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია 500 ლარი გა­და­ე­ხა­და ერთ ჩა­ი­ში? არა­ვინ გა­და­იხ­დის ერთ ჩა­ი­ში 500 ლარს. მე ხში­რად გავ­დი­ვარ და შევ­დი­ვარ კლუბ­ში, დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, რო­მე­ლი სტუ­მა­რი რას უკ­ვე­თავს, მაგ­რამ ვიცი, რომ ის იჯდა სტრიპ­ტი­ზი­ორ ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად. ისი­ნი ერ­თად ის­ხდნენ და სვამ­დნენ. სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვემ აიღო ტე­კი­ლა და კოქ­ტე­ი­ლი. ბა­თუმ­ში ყვე­ლა ღა­მის კლუბ­ში ერ­თნა­ი­რი სის­ტე­მაა, როცა ზი­ხარ და უკ­ვე­თავ მა­გა­ლი­თად ლუდს, ვის­კის, არაყს, მიმ­ტა­ნი ჩიფსს, თხილს, ყველს, ხილს და მსგავს რა­ღა­ცე­ებს ჩა­მო­ა­ტა­რებს მა­გი­დას­თან, მაგ­რამ თუ ეტყვი, რომ არ გინ­და მიმ­ტა­ნი წა­ი­ღებს, თუ და­ი­ტო­ვებ მა­გი­დას­თან და შე­ჭამ, მო­გი­წევს გა­დახ­და. მას მხო­ლოდ ერთი ჩაი არ და­უ­ლე­ვია, ეს არ არის მარ­თა­ლი", - აღ­ნიშ­ნა ჯენ­გიზ აკ­გუ­ნიმ.

მე­ნე­ჯე­რი ადას­ტუ­რებს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სტუ­მარს 700 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს, მაგ­რამ შემ­დეგ ფასი და­აკ­ლეს:

"იმი­ტომ და­ვა­კე­ლით, რომ ჩვენ არ გვინ­და ცუდი რეკ­ლა­მა და რა­ი­მე პრობ­ლე­მე­ბი. თუ მომ­ხმა­რე­ბელს არ აქვს საკ­მა­რი­სი ფული, ჩვენ ვუკ­ლებთ, იმი­ტომ, რომ არ გვინ­და ხალ­ხმა ჩვენს კლუბ­ზე ცუ­დად ილა­პა­რა­კოს", - აღ­ნიშ­ნა ჯენ­გიზ აკ­გუ­ნიმ.

არაბ ბიზ­ნეს­მენ­თან აბ­დულ აზიზ­თან სა­ღა­მო დის­კო კლუ­ბის სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე მო­რე­ნამ გა­ა­ტა­რა. მო­რე­ნა იხ­სე­ნებს, რომ სა­ღა­მო არა­ბი მა­მა­კა­ცის მა­გი­დას­თან გა­ა­ტა­რა:

"ეს კაცი მო­ვი­და რო­გორც მომ­ხმა­რე­ბე­ლი. დავ­სხე­დით ერ­თად, კოქ­ტე­ი­ლი, ხილი, ვის­კი, ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი შე­ვუკ­ვე­თეთ. ვფიქ­რობ ნორ­მა­ლუ­რი კაცი იყო, ვის­ხე­დით, ვსა­უბ­რობ­დით, ვცეკ­ვავ­დი. ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბა. ვსხდე­ბით, ვსვამთ, ვცეკ­ვავ, შემ­დეგ იხუ­რე­ბა ან­გა­რი­ში და მი­დი­ან. მე არ ვიცი, მან გა­და­ი­ხა­და თუ არ გა­და­ი­ხა­და, მე ვცეკ­ვავ­დი და ჩემი საქ­მე არ არის გა­და­იხ­დის თუ არ გა­და­იხ­დის, და­ხუ­რავს თუ არა ან­გა­რიშს. ვის­კის, ხილს, არაყს, ყო­ველ­თვის უკ­ვე­თა­ვენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, მაგ­რამ მე არ მე­ხე­ბა ამის გა­დახ­და", - აღ­ნიშ­ნა მო­რე­ნამ, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში 5 წე­ლია მუ­შა­ობს.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე AMBEBI.GE-სთვის ბა­თუ­მი­დან

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ან ფულს გა­და­იხ­დი ან მოგ­კლავ­თო..." - რას ყვე­ბა არა­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­საც ბა­თუ­მის კლუბ­ში ჩა­ი­ში 500 ლარი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რეალურად რაში გადაახდევინეს 500 ლარი არაბ მამაკაცს ბათუმის ღამის კლუბში: "ვსვამდით, მე ვცეკვავდი და ჩემი საქმე არ არის გადაიხდის თუ არა..."

რეალურად რაში გადაახდევინეს 500 ლარი არაბ მამაკაცს ბათუმის ღამის კლუბში: "ვსვამდით, მე ვცეკვავდი და ჩემი საქმე არ არის გადაიხდის თუ არა..."

სამი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც ბათუმის ღამის კლუბში გაცემული 500-ლარიანია ჩეკია ასახული, მითქმა-მოთქმა კვლავ არ წყდება. არაბი ბიზნესმენი აბდულ აზიზი Palitratv.ge-სთვის მიცემული ინტერვიუში აცხადებს, რომ მან კლუბში მხოლოდ ერთი ჩაი შეუკვეთა, რაშიც ჯერ 700 ლარის გადახდა მოსთხოვეს, შემდეგ კი 500 ლარი ძალდატანებით გადაახდევინეს.

AMBEBI.GE ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე არსებულ დისკო კლუბ "დუბაის" ესტუმრა, სადაც ეს ამბავი მოხდა. კლუბის თურქი მენეჯერი და სტრიპტიზის მოცეკვავე ყვებიან, რომ მომხმარებელმა მათთან სრული სერვისით ისარგებლა და მხოლოდ ერთი ჩაისთვის 500 ლარის გადახდა არავის მოუთხოვია. დისკო კლუბ "დუბაის" მენეჯერი ჯენგიზ აკგუნი აცხადებს, რომ არაბი მამაკაცი სტრიპტიზის მოცეკვავესთან ერთად ატარებდა საღამოს:

იხილეთ ინტერვიუები სტრიპტიზის მოცეკვავესთან და ღამის კლუბის მენეჯერთან

და ასევე ფოტომასალა კლუბიდან

"დღეს ვნახე ეს კაცი ინტერნეტში. ფეისბუქზე, ვიღაცეები აზიარებდნენ ჩეკის ფოტოს. ეს მართალია, მან გადაიხადა 500 ლარი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია 500 ლარი გადაეხადა ერთ ჩაიში? არავინ გადაიხდის ერთ ჩაიში 500 ლარს. მე ხშირად გავდივარ და შევდივარ კლუბში, დეტალები არ ვიცი, რომელი სტუმარი რას უკვეთავს, მაგრამ ვიცი, რომ ის იჯდა სტრიპტიზიორ ქალბატონთან ერთად. ისინი ერთად ისხდნენ და სვამდნენ. სტრიპტიზის მოცეკვავემ აიღო ტეკილა და კოქტეილი. ბათუმში ყველა ღამის კლუბში ერთნაირი სისტემაა, როცა ზიხარ და უკვეთავ მაგალითად ლუდს, ვისკის, არაყს, მიმტანი ჩიფსს, თხილს, ყველს, ხილს და მსგავს რაღაცეებს ჩამოატარებს მაგიდასთან, მაგრამ თუ ეტყვი, რომ არ გინდა მიმტანი წაიღებს, თუ დაიტოვებ მაგიდასთან და შეჭამ, მოგიწევს გადახდა. მას მხოლოდ ერთი ჩაი არ დაულევია, ეს არ არის მართალი", - აღნიშნა ჯენგიზ აკგუნიმ.

მენეჯერი ადასტურებს, რომ თავდაპირველად სტუმარს 700 ლარის გადახდა მოსთხოვეს, მაგრამ შემდეგ ფასი დააკლეს:

"იმიტომ დავაკელით, რომ ჩვენ არ გვინდა ცუდი რეკლამა და რაიმე პრობლემები. თუ მომხმარებელს არ აქვს საკმარისი ფული, ჩვენ ვუკლებთ, იმიტომ, რომ არ გვინდა ხალხმა ჩვენს კლუბზე ცუდად ილაპარაკოს", - აღნიშნა ჯენგიზ აკგუნიმ.

არაბ ბიზნესმენთან აბდულ აზიზთან საღამო დისკო კლუბის სტრიპტიზის მოცეკვავე მორენამ გაატარა. მორენა იხსენებს, რომ საღამო არაბი მამაკაცის მაგიდასთან გაატარა:

"ეს კაცი მოვიდა როგორც მომხმარებელი. დავსხედით ერთად, კოქტეილი, ხილი, ვისკი, ენერგეტიკული სასმელი შევუკვეთეთ. ვფიქრობ ნორმალური კაცი იყო, ვისხედით, ვსაუბრობდით, ვცეკვავდი. ყოველთვის ასე ხდება. ვსხდებით, ვსვამთ, ვცეკვავ, შემდეგ იხურება ანგარიში და მიდიან. მე არ ვიცი, მან გადაიხადა თუ არ გადაიხადა, მე ვცეკვავდი და ჩემი საქმე არ არის გადაიხდის თუ არ გადაიხდის, დახურავს თუ არა ანგარიშს. ვისკის, ხილს, არაყს, ყოველთვის უკვეთავენ მომხმარებლები, მაგრამ მე არ მეხება ამის გადახდა", - აღნიშნა მორენამ, რომელიც ბათუმში 5 წელია მუშაობს.

ნინო ხოზრევანიძე AMBEBI.GE-სთვის ბათუმიდან

ასევე წაიკითხეთ: "მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო..." - რას ყვება არაბი ბიზნესმენი, რომელსაც ბათუმის კლუბში ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს

ქუთაისის მერის კაბინეტში მყოფი ჟურნალისტი მერთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ თუ მერი არ შეხვდება, შიმშილობას დაიწყებს

"როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, ვფიქრობ, მეც ისევე მივაგენი ჩემს სიყვარულს" - მაკო კვიტაიშვილი გათხოვდა და ბავშვს ელოდება

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს