პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!" - რას იხსენებს გურამ შეროზია ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმებზე
"რომ არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!" - რას იხსენებს გურამ შეროზია ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმებზე

სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯი­ხა­იშ­ში გუ­შინ მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ძმე­ბი, 19 წლის ვანო და 18 წლის თე­მურ ვა­შა­კი­ძე­ე­ბი მდი­ნა­რე გუ­ბის­წყალ­ში და­იხვრჩნენ. ერთი ძმა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო, მე­ო­რე - აბი­ტუ­რი­ენ­ტი.

გარ­დაც­ვლილ ძმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი გუ­რამ შე­რო­ზია ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მათ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მი­მო­წე­რას იხ­სე­ნებს:

"აუ, ახლა რომ არ დავ­წე­რო და არ ამო­ვან­თხიო, შე­იძ­ლე­ბა მოვ­კვდე!

ეს ორი ბიჭი...! ცოტა ხნის წინ დე­და­ჩემ­მა რომ მი­თხრა ისე გავ­ცე­ცხლდი ლა­მის ვუყ­ვი­რე რას ბო­დავ­მეთ­ქი!! მერე ამათ ფე­ის­ბუქ­ზე შე­ვე­დი და... იმის მერე ასე პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ვაგ­დი­ვარ სა­წოლ­ზე და ვკვდე­ბი ტი­რი­ლით

ნაგ­ლე­ჯე­ბად მაქვს ინ­ფორ­მა­ცია.

რომ ერთი ძმა იხ­რჩო­ბო­და

მე­ო­რე დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და

და ბო­ლოს ორი­ვე...!!

ასე­თი ჭკვი­ა­ნე­ბი, სიმ­პა­ტი­უ­რე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი, სი­ცო­ცხლით სავ­სე­ე­ბი, ასე­თი მო­მავ­ლით. ყო­ველ­თვის მშურ­და ამ ბავ­შვე­ბის დე­დის და მინ­დო­და მეც ასე­თი შვი­ლე­ბი მყო­ლო­და, ასე გა­მე­ზარ­და და მეც მე­ა­მა­ყა! ოღონდ არა ასე­თი და­სას­რუ­ლით!

ჯერ უმ­ცროს­მა ძმამ მი­პო­ვა ფე­ის­ბუქ­ზე, ორი წლის წინ რა­ღაც გა­და­ცე­მა­ში მნა­ხა. მერე მე­ო­რემ და­მა­მა­ტა. მიყ­ვე­ე­ბოდ­ნენ რო­გორ მი­ყუ­რებ­დნენ იმე­დის დი­ლა­ში, რო­გორ უხა­რო­დათ რომ ნა­თე­სა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასე შემ­თხვე­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო: ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ვანო ვა­შა­კი­ძე გა­და­ცე­მა "ეტა­ლონ­ში" - კად­რე­ბი არ­ქი­ვი­დან

ორ­ჯერ, ნახ­ვაც შე­მეძ­ლო, როცა ეტა­ლონ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ. სა­მოგ­ზა­უ­როდ ვემ­ზა­დე­ბო­დი და სხვა დროს ვნა­ხავ, სად წავ­ლენ­მეთ­ქი და...

ჩვე­ნი ბოლო მი­მო­წე­რაც თე­მოს­თან ასე დას­რულ­და:

- და­ბა­დე­ბის დღე მო­ვუ­ლო­ცე და სი­ნა­ნუ­ლი გა­მოვ­თქვი, რომ ამ­დე­ნი წე­ლია ვმე­გობ­რობთ და ვე­რაფ­რით ვერ შედ­გა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა

- და პა­სუ­ხი: შევ­ხვდე­ბით, სად წა­ვალთ.

და ჩემი კა­მა­თი იმა­ზე, რომ ჩემს ასაკ­ში იმ­დე­ნად მა­გა­რი ტი­პე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, ამ ტემ­პე­ბით, რომ მე ვერც კი შევ­და­ა­რებ­დი თავს.

აი ახ­ლაც ვფიქ­რობ, იდი­ო­ტი­ვით ათას სი­სუ­ლე­ლე­ზე და არ მჯე­რა, მგო­ნია რომ მძი­ნავს. და ყელ­ში რა­ღაც მი­ჭერს და მახ­რჩობს!

ვერ ჩა­ვალ მათ­თან ფი­ზი­კუ­რად, არ შე­მიძ­ლია რომ ჩვე­ნი ამ­დე­ნი ხნის და­გეგ­მი­ლი და მუდ­მი­ვად გა­და­დე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა აი ასე­თი ფორ­მით შედ­გეს!

უსა­მარ­თლო­ბა რომ არ შე­მიძ­ლია ჩემი სი­ცო­ცხლის წლე­ბი მო­ვიკ­ლო და ამათ მივ­ცე!

და რას შეც­ვლის ჩემი ბღა­ვი­ლი!

წარ­მოდ­გე­ნა და ფიქ­რიც არ მინ­და მათ მშობ­ლებ­ზე!

ასე­თი უგუ­ლო­ბა, უსა­მარ­თლო­ბა,ბო­რო­ტე­ბა, სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია!!! რო­გორ ვა­პა­ტიო ღმერ­თს?!!

ვბო­დავ, ბუნ­დოვ­ნად ვაზ­როვ­ნებ! და არ მჯე­რა! არ მჯე­რა! არ მჯე­რა­აა!!!!!", - წერს შე­რო­ზია.

ასე­ვე ნა­ხეთ: "პა­ტა­რამ უცებ და­ი­წყო და­ძირ­ვა და ყვი­რი­ლი, - მიშ­ვე­ლე­თო! უფ­როს­მა ძმამ და­სახ­მა­რებ­ლად მი­ცუ­რა, მაგ­რამ..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"რომ არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!" - რას იხსენებს გურამ შეროზია ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმებზე

"რომ არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!" - რას იხსენებს გურამ შეროზია ტრაგიკულად გარდაცვლილ ძმებზე

სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში გუშინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ძმები, 19 წლის ვანო და 18 წლის თემურ ვაშაკიძეები მდინარე გუბისწყალში დაიხვრჩნენ. ერთი ძმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მეორე - აბიტურიენტი.

გარდაცვლილ ძმებთან დაკავშირებით ცნობილი ბლოგერი გურამ შეროზია ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მათთან სოციალური ქსელით მიმოწერას იხსენებს:

"აუ, ახლა რომ არ დავწერო და არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!

ეს ორი ბიჭი...! ცოტა ხნის წინ დედაჩემმა რომ მითხრა ისე გავცეცხლდი ლამის ვუყვირე რას ბოდავმეთქი!! მერე ამათ ფეისბუქზე შევედი და... იმის მერე ასე პარალიზებული ვაგდივარ საწოლზე და ვკვდები ტირილით

ნაგლეჯებად მაქვს ინფორმაცია.

რომ ერთი ძმა იხრჩობოდა

მეორე დახმარებას ცდილობდა

და ბოლოს ორივე...!!

ასეთი ჭკვიანები, სიმპატიურები, ახალგაზრდები, სიცოცხლით სავსეები, ასეთი მომავლით. ყოველთვის მშურდა ამ ბავშვების დედის და მინდოდა მეც ასეთი შვილები მყოლოდა, ასე გამეზარდა და მეც მეამაყა! ოღონდ არა ასეთი დასასრულით!

ჯერ უმცროსმა ძმამ მიპოვა ფეისბუქზე, ორი წლის წინ რაღაც გადაცემაში მნახა. მერე მეორემ დამამატა. მიყვეებოდნენ როგორ მიყურებდნენ იმედის დილაში, როგორ უხაროდათ რომ ნათესავი აღმოაჩინეს ასე შემთხვევით.

იხილეთ ვიდეო: ტრაგიკულად დაღუპული ვანო ვაშაკიძე გადაცემა "ეტალონში" - კადრები არქივიდან

ორჯერ, ნახვაც შემეძლო, როცა ეტალონში იღებდნენ მონაწილეობას და ჩამოსულები იყვნენ. სამოგზაუროდ ვემზადებოდი და სხვა დროს ვნახავ, სად წავლენმეთქი და...

ჩვენი ბოლო მიმოწერაც თემოსთან ასე დასრულდა:

- დაბადების დღე მოვულოცე და სინანული გამოვთქვი, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ და ვერაფრით ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა

- და პასუხი: შევხვდებით, სად წავალთ.

და ჩემი კამათი იმაზე, რომ ჩემს ასაკში იმდენად მაგარი ტიპები იქნებოდნენ, ამ ტემპებით, რომ მე ვერც კი შევდაარებდი თავს.

აი ახლაც ვფიქრობ, იდიოტივით ათას სისულელეზე და არ მჯერა, მგონია რომ მძინავს. და ყელში რაღაც მიჭერს და მახრჩობს!

ვერ ჩავალ მათთან ფიზიკურად, არ შემიძლია რომ ჩვენი ამდენი ხნის დაგეგმილი და მუდმივად გადადებული შეხვედრა აი ასეთი ფორმით შედგეს!

უსამართლობა რომ არ შემიძლია ჩემი სიცოცხლის წლები მოვიკლო და ამათ მივცე!

და რას შეცვლის ჩემი ბღავილი!

წარმოდგენა და ფიქრიც არ მინდა მათ მშობლებზე!

ასეთი უგულობა, უსამართლობა,ბოროტება, საშინელი ტრაგედია!!! როგორ ვაპატიო ღმერთს?!!

ვბოდავ, ბუნდოვნად ვაზროვნებ! და არ მჯერა! არ მჯერა! არ მჯერააა!!!!!", - წერს შეროზია.

ასევე ნახეთ: "პატარამ უცებ დაიწყო დაძირვა და ყვირილი, - მიშველეთო! უფროსმა ძმამ დასახმარებლად მიცურა, მაგრამ..."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს