პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუმისელი მოჩვენების მეშინია" - რა მოსწონს მელანოს ხასიათში რუსკა ქარქაშაძეს?
"კუმისელი მოჩვენების მეშინია" - რა მოსწონს მელანოს ხასიათში რუსკა ქარქაშაძეს?

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვია. მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ა­ლი­დან - "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა", მე­ლა­ნოს რო­ლით გა­იც­ნო.

რუს­კა ჟურ­ნალ "გზის" რუბ­რი­კა "და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბა" მას­პინ­ძლობს:

- მინ­და, მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვი­დე...

- ...მსა­ხი­ო­ბი. სულ პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ეს სურ­ვი­ლი იმ ასა­კი­დან მაქვს და ზუს­ტად ვიცი, აზრს მო­მა­ვალ­შიც არ შე­ვიც­ვლი. ვიქ­ნე­ბი მსა­ხი­ო­ბი და შე­ვას­რუ­ლებ ბევ­რი სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის როლს - ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ბო­ლოს ვი­ტი­რე...

- ...როცა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. ოღონდ, ეს გა­და­ღე­ბის დროს არ მომ­ხდა­რა. რთულ­მა რე­ჟიმ­მა დამ­ღა­ლა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ "ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ში" მოვ­ხვდი. ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი, გა­და­ღე­ბა ღა­მის სა­ა­თებ­შიც გვი­წევ­და, ზოგ­ჯერ ღა­მეც გაგ­ვი­თე­ნე­ბია. მარ­თა­ლია, სკო­ლა­ში არ­და­დე­გე­ბი და­მემ­თხვა, მაგ­რამ ჩოგ­ბურთზეც დავ­დი­ვარ და ვარ­ჯიშ­საც დიდი დრო მი­აქვს. ამ სე­რი­ალს პი­როვ­ნუ­ლად არაფ­რით შე­ვუც­ვლი­ვარ. ისევ ისე­თი ვარ, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, პო­პუ­ლა­რო­ბა მო­მი­ტა­ნა და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მცნობს.

- როცა ეკ­რან­ზე სა­კუ­თარ თავს ვუ­ყუ­რებ...

- ...გულ­წრფე­ლად გი­თხრა, ვა­მა­ყობ, რომ ის კონ­კრე­ტუ­ლი სცე­ნა კარ­გად გა­მო­მი­ვი­და. სა­კუ­თა­რი თავი მომ­წონს. გან­ცდა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და უკე­თე­სად მე­თა­მა­შა, ჯერ არ მქო­ნია. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ხარ­ჯე­ბი და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა.

- ჩემი გმი­რი - მე­ლა­ნო...

- ...ჩემ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გო­გოა. მის საქ­ცი­ელ­ში ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ბოლო ქმე­დე­ბე­ბი, როცა მა­მას თა­მუ­ნას­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში შე­უ­წყო ხელი. ვთვლი, რომ სწო­რად მო­იქ­ცა. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა შემ­დეგ სე­ზონ­ზე. გა­და­ღე­ბე­ბი სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში და­ი­წყე­ბა.

- მე­ში­ნია...

- ...დიდi ხა­ნია, მის­ტი­კუ­რი ში­შე­ბი მაქვს, ამი­ტომ სახ­ლში მარ­ტო არას­დროს ვრჩე­ბი. წიგ­ნებ­ში წა­კი­თხუ­ლი ან ფილ­მებ­ში ნა­ნა­ხი აზ­რე­ბი ამეკ­ვი­ა­ტე­ბა ხოლ­მე. კუ­მი­სე­ლი მოჩ­ვე­ნე­ბის მე­ში­ნია. მგო­ნია, სახ­ლში შე­მო­მი­ვარ­დე­ბა.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ერთხელ რე­ჟი­სორ­მა ნიკა სა­ბაშ­ვილ­მა მი­თხრა: სცე­ნა­ზე არ უნდა გე­ტყო­ბო­დეს, რომ თა­მა­შობ. მარ­თლა შენს გმი­რად უნდა გა­და­იქ­ცე და მა­ყუ­რე­ბელ­მა სი­ყალ­ბე არ უნდა შე­გამ­ჩნი­ო­სო. ეს და­რი­გე­ბა ძა­ლი­ან მად­გე­ბა ხოლ­მე.

...

კა­მე­რე­ბი რომ ჩა­ირ­თვე­ბა, მე ვხდე­ბი მე­ლა­ნო, შევ­დი­ვარ როლ­ში და მერე აღა­რა­ფერ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. ამ სე­რი­ალ­მა პო­პუ­ლა­რო­ბას­თან ერ­თად, ახა­ლი მე­გობ­რე­ბი შემ­ძი­ნა. თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი ხში­რად მეხ­მა­რე­ბა. ის მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რჩე­ვებს ეკა დე­მეტ­რა­ძის­გა­ნაც ვი­ღებ. მე და ეკა ერ­თად ხში­რად ვართ, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არ იგ­რძნო­ბა.

სტა­ტია სრუ­ლად იხი­ლეთ ჟურ­ნალ "გზის" 11 აგ­ვი­ტოს ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"კუმისელი მოჩვენების მეშინია" - რა მოსწონს მელანოს ხასიათში რუსკა ქარქაშაძეს?

"კუმისელი მოჩვენების მეშინია" - რა მოსწონს მელანოს ხასიათში რუსკა ქარქაშაძეს?

შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსკა ქარქაშაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვია. მაყურებელმა სერიალიდან - "ხელოვნური სუნთქვა", მელანოს როლით გაიცნო.

რუსკა ჟურნალ "გზის" რუბრიკა "დაუსრულებელი წინადადება" მასპინძლობს:

- მინდა, მომავალში გამოვიდე...

- ...მსახიობი. სულ პატარა რომ ვიყავი, ეს სურვილი იმ ასაკიდან მაქვს და ზუსტად ვიცი, აზრს მომავალშიც არ შევიცვლი. ვიქნები მსახიობი და შევასრულებ ბევრი სხვა პროფესიის ადამიანის როლს - ეს ძალიან საინტერესოა.

- ბოლოს ვიტირე...

- ...როცა ძალიან დაღლილი ვიყავი. ოღონდ, ეს გადაღების დროს არ მომხდარა. რთულმა რეჟიმმა დამღალა. ძალიან მიხარია, რომ "ხელოვნურ სუნთქვაში" მოვხვდი. ბოლო პერიოდში გადასაღებ მოედანზე ძალიან დიდ დროს ვატარებდი, გადაღება ღამის საათებშიც გვიწევდა, ზოგჯერ ღამეც გაგვითენებია. მართალია, სკოლაში არდადეგები დამემთხვა, მაგრამ ჩოგბურთზეც დავდივარ და ვარჯიშსაც დიდი დრო მიაქვს. ამ სერიალს პიროვნულად არაფრით შევუცვლივარ. ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი. უბრალოდ, პოპულარობა მომიტანა და ძალიან ბევრი ადამიანი მცნობს.

- როცა ეკრანზე საკუთარ თავს ვუყურებ...

- ...გულწრფელად გითხრა, ვამაყობ, რომ ის კონკრეტული სცენა კარგად გამომივიდა. საკუთარი თავი მომწონს. განცდა, რომ შეიძლებოდა უკეთესად მეთამაშა, ჯერ არ მქონია. გადასაღებ მოედანზე მაქსიმალურად ვიხარჯები და შედეგიც სახეზეა.

- ჩემი გმირი - მელანო...

- ...ჩემგან სრულიად განსხვავებული გოგოა. მის საქციელში ძალიან მომეწონა ბოლო ქმედებები, როცა მამას თამუნასთან დაახლოებაში შეუწყო ხელი. ვთვლი, რომ სწორად მოიქცა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ სეზონზე. გადაღებები სექტემბრის დასაწყისში დაიწყება.

- მეშინია...

- ...დიდi ხანია, მისტიკური შიშები მაქვს, ამიტომ სახლში მარტო არასდროს ვრჩები. წიგნებში წაკითხული ან ფილმებში ნანახი აზრები ამეკვიატება ხოლმე. კუმისელი მოჩვენების მეშინია. მგონია, სახლში შემომივარდება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ერთხელ რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა მითხრა: სცენაზე არ უნდა გეტყობოდეს, რომ თამაშობ. მართლა შენს გმირად უნდა გადაიქცე და მაყურებელმა სიყალბე არ უნდა შეგამჩნიოსო. ეს დარიგება ძალიან მადგება ხოლმე.

...

კამერები რომ ჩაირთვება, მე ვხდები მელანო, შევდივარ როლში და მერე აღარაფერზე ვნერვიულობ. ამ სერიალმა პოპულარობასთან ერთად, ახალი მეგობრები შემძინა. თორნიკე გოგრიჭიანი ხშირად მეხმარება. ის მართლა ძალიან მიყვარს. რჩევებს ეკა დემეტრაძისგანაც ვიღებ. მე და ეკა ერთად ხშირად ვართ, ჩვენს ურთიერთობაში ასაკობრივი ბარიერი არ იგრძნობა.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 11 აგვიტოს ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი