მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის გაუქმებას მოითხოვენ
მაგდა პაპიძის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის გაუქმებას მოითხოვენ

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე შე­საძ­ლოა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვის­თვის დაბ­რუნ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თა­ვად მსჯავ­რდე­ბულ­მა და მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა მი­მარ­თეს. გარ­და სას­ჯე­ლის ვა­დის შეც­ვლის მო­თხოვ­ნი­სა, ად­ვო­კა­ტე­ბი ითხო­ვენ, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ვერ­დიქ­ტი გა­უქ­მდეს და საქ­მე­ზე ხე­ლა­ხა­ლი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი, ახა­ლი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­დეს.

"პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლით ვი­თხოვთ, რომ დაბ­რუნ­დეს საქ­მე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ახა­ლი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი იქ­ნენ მოწ­ვე­უ­ლე­ბი და ხე­ლახ­ლა მოხ­დეს მისი გან­ხილ­ვა", - აღ­ნიშ­ნა მა­რი­კა ფხა­ლა­ძემ.

რო­გორც მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მა­რი­კა ფხა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, 4 ივ­ლისს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ვერ­დიქ­ტი საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­ი­ტა­ნეს და მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბე­ბით არ უხელ­მძღვა­ნე­ლი­ათ.

"ჩვენ ვთვლით, რომ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს ამ გან­მარ­ტე­ბე­ბით არ უხელ­მძღვა­ნე­ლი­ათ, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვთან მი­მარ­თე­ბა­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთვლით, რომ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვერ­დიქ­ტი უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას და არა ეჭ­ვებ­სა და ვა­რა­უ­დებს", - აღ­ნიშ­ნა პა­პი­ძის ად­ვო­კატ­მა.

რას შე­ე­ხე­ბა მო­სა­მარ­თლის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის შეც­ვლის მო­თხოვ­ნას, რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ეს სარ­ჩე­ლის და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტია და თუკი ძი­რი­თად მო­თხოვ­ნას, საქ­მის ხე­ლახ­ლა გან­ხილ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ მაგ­და პა­პი­ძის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა, ვა­დი­ა­ნით შე­იც­ვა­ლოს.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მაგდა პაპიძის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის გაუქმებას მოითხოვენ

მაგდა პაპიძის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის გაუქმებას მოითხოვენ

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საქმე შესაძლოა საქალაქო სასამართლოში ხელახალი განხილვისთვის დაბრუნდეს. აღნიშნული მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს თავად მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა მიმართეს. გარდა სასჯელის ვადის შეცვლის მოთხოვნისა, ადვოკატები ითხოვენ, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი გაუქმდეს და საქმეზე ხელახალი სასამართლო განხილვები, ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარდეს.

"პრაქტიკულად სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ვითხოვთ, რომ დაბრუნდეს საქმე საქალაქო სასამართლოში, ახალი ნაფიცი მსაჯულები იქნენ მოწვეულები და ხელახლა მოხდეს მისი განხილვა", - აღნიშნა მარიკა ფხალაძემ.

როგორც მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის ადვოკატი მარიკა ფხალაძე აღნიშნავს, 4 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ.

"ჩვენ ვთვლით, რომ ნაფიც მსაჯულებს ამ განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ, ვინაიდან ბავშვთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმეში, მტკიცებულებები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაითვალისწინეს მოსამართლის განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას და არა ეჭვებსა და ვარაუდებს", - აღნიშნა პაპიძის ადვოკატმა.

რას შეეხება მოსამართლის მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლის მოთხოვნას, როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს სარჩელის დამატებითი არგუმენტია და თუკი ძირითად მოთხოვნას, საქმის ხელახლა განხილვასთან დაკავშირებით სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში ისინი მოითხოვენ, რომ მაგდა პაპიძისთვის შეფარდებული უვადო პატიმრობა, ვადიანით შეიცვალოს.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ