პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძემ განაჩენი გაასაჩივრა - შეეცვლება თუ არა უვადო პატიმრობა ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს
მაგდა პაპიძემ განაჩენი გაასაჩივრა - შეეცვლება თუ არა უვადო პატიმრობა ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძემ მის მი­მართ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის სა­ჩი­ვა­რი 4 აგ­ვის­ტოს შე­ვი­და.

მაგ­და პა­პი­ძის სარ­ჩე­ლი, რომ­ლი­თაც მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის ვა­დის შემ­ცი­რე­ბას ითხოვს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პა­პი­ძის ად­ვო­კა­ტებ­მა შე­ი­ტა­ნეს. პა­პი­ძის ამ სა­ჩივ­რით, მხო­ლოდ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის მიერ სას­ჯელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდა, რად­გან ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ვერ­დიქ­ტი სა­ბო­ლო­ოა და გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მაგ­და პა­პი­ძე პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ვა­დი­ა­ნით შე­ეც­ვა­ლოს.

პრო­ცე­დუ­რე­ბის თა­ნახ­მად სა­სა­მარ­თლომ თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა იმ­სჯე­ლოს სარ­ჩე­ლის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე და თუ სა­კი­თხი და­დე­ბი­თად გა­და­წყდა, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი, სა­კა­სა­ციო წე­სით წა­რი­მარ­თე­ბა.

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი 4 ივ­ლისს გა­მო­ი­ტა­ნეს. სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა­ზე კი, რო­მელ­მაც ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე გა­ი­მარ­თა მო­სა­მარ­თლემ მას უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "სულ თა­ვი­დან თოკო და­მე­სიზ­მრა, მან­ქან­ის­კენ მი­მათ­რევ­და..." - რას წერს მაგ­და პა­პი­ძე ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში

მაგდა პაპიძემ განაჩენი გაასაჩივრა - შეეცვლება თუ არა უვადო პატიმრობა ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს

მაგდა პაპიძემ განაჩენი გაასაჩივრა - შეეცვლება თუ არა უვადო პატიმრობა ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის საჩივარი 4 აგვისტოს შევიდა.

მაგდა პაპიძის სარჩელი, რომლითაც მსჯავრდებული საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული სასჯელის ვადის შემცირებას ითხოვს, სააპელაციო სასამართლოში პაპიძის ადვოკატებმა შეიტანეს. პაპიძის ამ საჩივრით, მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ სასჯელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რადგან ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძე პატიმრობაში დარჩება, თუმცა შესაძლოა მას უვადო პატიმრობა ვადიანით შეეცვალოს.

პროცედურების თანახმად სასამართლომ თავდაპირველად უნდა იმსჯელოს სარჩელის დასაშვებობაზე და თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, სასამართლო განხილვები, საკასაციო წესით წარიმართება.

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი 4 ივლისს გამოიტანეს. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე კი, რომელმაც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე გაიმართა მოსამართლემ მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა..." - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ