მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი მეგრელებს მიმართავს: "...ივანიშვილს მაინც და მაინც არ უყვარს და ეპიტნავება სამეგრელო"
სააკაშვილი მეგრელებს მიმართავს: "...ივანიშვილს მაინც და მაინც არ უყვარს და ეპიტნავება სამეგრელო"

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბის გან­ტავ­სე­ბა და­ი­წყო, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს. პირ­ვე­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა აჭარ­ლებს გა­მო­უგ­ზავ­ნა, ამ­ჯე­რად კი მეგ­რე­ლებს "უმ­ტკი­ცებს სიყ­ვა­რულს" შო­რე­უ­ლი უკ­რა­ი­ნი­დან. ვი­დე­ოს მუ­სი­კა ადევს და ექს-პრე­ზი­დენ­ტი ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს აუ­დი­ტო­რი­ას:

იხი­ლეთ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა

"ჩემო ძვირ­ფა­სო, მშობ­ლი­უ­რო, მო­ნატ­რე­ბუ­ლო საყ­ვა­რე­ლო მეგ­რე­ლე­ბო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ ვარ სქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და იმ გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ასე უცა­ბე­დად და მუხ­თ­ლად რომ შეგ­ვი­წყდა 2012 წელს. 2012 წელს, როცა ჩვენ ვი­წყებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდ აღმშე­ნებ­ლო­ბით პრო­ექტს - ლა­ზი­კის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც აქ­ცევ­და სა­მეგ­რე­ლოს დე­და­ქა­ლაქს ზუგ­დიდს, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით, ურ­ბა­ნის­ტულ ცენ­ტრად.

ბევ­რი გი­ჟად მთვლი­და და ახლა წლე­ბის შემ­დეგ, ისევ და­უბ­რუნ­დნენ პრო­ექტს, რად­გან მიხ­ვდნენ, რომ ცამ­დე მარ­თლე­ბი ვი­ყა­ვით თქვენ­თან ერ­თად. ახლა მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ხალ­ხს უჭირს, და­პირ­დნენ კრე­დი­ტე­ბის გას­ტუმ­რე­ბას არ გა­უს­ტუმ­რეს ვალი, ლა­რის კურსთან ერ­თად აე­რია ამ კრე­დი­ტე­ბის გას­ტუმ­რე­ბის საქ­მე, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ისევ ძა­ლი­ან მო­ი­კოჭ­ლებს, ჩემი დიდი ოც­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი უკავ­შირ­დე­ბა სა­მეგ­რე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას. სა­მეგ­რე­ლო უნდა გახ­დეს ლო­კო­მო­ტი­ვი და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ამ ლო­კო­მო­ტი­ვის მე­მან­ქა­ნე სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოყ­ვა­ნი­სა ჭა­ო­ბი­დან და მო­მავ­ლი­დან სწრა­ფი სვლის.

ამას შევ­ძლებთ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ რომ მინ­და დავ­ბრუნ­დე ჩემს ანაკ­ლი­ა­ში, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ გან­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი გვაქვს სა­ნა­პი­რო ზოლი - იმ ჭა­ო­ბე­ბის ნაც­ვლად უნდა გავ­შე­ნოთ კუ­რორ­ტე­ბი, ქა­ლა­ქე­ბი... აი რო­გორც მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი გა­ვა­კე­თეთ.... ეგე­თი რამ­დე­ნი ად­გი­ლია სა­მეგ­რე­ლო­ში. უბ­რა­ლოდ უნდა გიყ­ვარ­დეს, გეს­მო­დეს სა­მეგ­რე­ლო. ამ მთავ­რო­ბას არა­თუ უყ­ვარს სა­მეგ­რე­ლო, ივა­ნიშ­ვილს ვი­ცით რომ, მა­ინც და მა­ინც არც უყ­ვარს და ეპიტ­ნა­ვე­ბა სა­მეგ­რე­ლო, მაგ­რამ მე და თქვენ ვი­ცით რამ­ხე­ლა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და და­ნარ­ჩენ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის... აბა თქვენ იცით, ძა­ლი­ან მალე, მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე!" - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

სააკაშვილი მეგრელებს მიმართავს: "...ივანიშვილს მაინც და მაინც არ უყვარს და ეპიტნავება სამეგრელო"

სააკაშვილი მეგრელებს მიმართავს: "...ივანიშვილს მაინც და მაინც არ უყვარს და ეპიტნავება სამეგრელო"

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეომიმართვების განტავსება დაიწყო, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობას მიმართავს. პირველი ვიდეომიმართვა ოდესის გუბერნატორმა აჭარლებს გამოუგზავნა, ამჯერად კი მეგრელებს "უმტკიცებს სიყვარულს" შორეული უკრაინიდან. ვიდეოს მუსიკა ადევს და ექს-პრეზიდენტი ემოციური სიტყვებით მიმართავს აუდიტორიას:

იხილეთ ვიდეომიმართვა

"ჩემო ძვირფასო, მშობლიურო, მონატრებულო საყვარელო მეგრელებო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია არ ვარ სქართველოში, ყველაზე მეტად მინდა იმ გეგმების განხორციელება, ასე უცაბედად და მუხთლად რომ შეგვიწყდა 2012 წელს. 2012 წელს, როცა ჩვენ ვიწყებდით საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ აღმშენებლობით პროექტს - ლაზიკის მშენებლობას, რომელიც აქცევდა სამეგრელოს დედაქალაქს ზუგდიდს, არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით, ურბანისტულ ცენტრად.

ბევრი გიჟად მთვლიდა და ახლა წლების შემდეგ, ისევ დაუბრუნდნენ პროექტს, რადგან მიხვდნენ, რომ ცამდე მართლები ვიყავით თქვენთან ერთად. ახლა მე დარწმუნებული ვარ, იმ პირობებში, როცა ხალხს უჭირს, დაპირდნენ კრედიტების გასტუმრებას არ გაუსტუმრეს ვალი, ლარის კურსთან ერთად აერია ამ კრედიტების გასტუმრების საქმე, ინფრასტრუქტურა ისევ ძალიან მოიკოჭლებს, ჩემი დიდი ოცნება, საქართველოს მომავალი უკავშირდება სამეგრელოს განვითარებას. სამეგრელო უნდა გახდეს ლოკომოტივი და თითოეული თქვენგანი ამ ლოკომოტივის მემანქანე საქართველოს გამოყვანისა ჭაობიდან და მომავლიდან სწრაფი სვლის.

ამას შევძლებთ, თუნდაც იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი ძალიან მენატრება, თუნდაც იმიტომ რომ მინდა დავბრუნდე ჩემს ანაკლიაში, თუნდაც იმიტომ, რომ განსავითარებელი გვაქვს სანაპირო ზოლი - იმ ჭაობების ნაცვლად უნდა გავშენოთ კურორტები, ქალაქები... აი როგორც მარტვილის კანიონი გავაკეთეთ.... ეგეთი რამდენი ადგილია სამეგრელოში. უბრალოდ უნდა გიყვარდეს, გესმოდეს სამეგრელო. ამ მთავრობას არათუ უყვარს სამეგრელო, ივანიშვილს ვიცით რომ, მაინც და მაინც არც უყვარს და ეპიტნავება სამეგრელო, მაგრამ მე და თქვენ ვიცით რამხელა პოტენციალი აქვს და დანარჩენმა საქართველომ იცის... აბა თქვენ იცით, ძალიან მალე, მომავალ შეხვედრამდე!" - ამბობს სააკაშვილი მიმართვაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."