სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში სამუდამო პატიმრობამისჯილი ქართველი არქიტექტორი საქართველოში დაბრუნდა
 აშშ-ში სამუდამო პატიმრობამისჯილი ქართველი არქიტექტორი საქართველოში დაბრუნდა

ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი კოკა (ნი­კო­ლოზ) გე­გეჭ­კო­რი, რო­მე­ლიც უკვე 21 წელი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, აპ­რილ­ში ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი, ხე­ლო­ვა­ნი ლია ბაგ­რა­ტი­ო­ნი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს, გე­გეჭ­კო­რი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში დღეს დი­ლით, გამ­თე­ნი­სი­სას ჩა­მოფ­რინ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, კოკა გე­გეჭ­კო­რი ნიუ-იორ­კის ცნო­ბილ ცი­ხე­ში, სინგ-სინ­გში 1994 წლი­დან პა­ტიმ­რო­ბა­ში იყო იმ და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რო­მე­ლიც რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას არ ჩა­უ­დე­ნია. ამ­ბო­ბენ, რომ სას­ჯელს სხვის გამო იხ­დი­და. რო­დე­საც ახ­ლობ­ლებს უკი­თხავთ, რა­ტომ? უპა­სუ­ხა, რომ

სიყ­ვა­რუ­ლის გამო. ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თველ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ფრანგ ქალ­ზე იქორ­წი­ნა. ფრან­გმა მე­უღ­ლემ გე­გეჭ­კორს არა მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი, არა­მედ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გე­გეჭ­კო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თხოვ­ნით უამ­რა­ვი ხელ­მო­წე­რა შეგ­როვ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. 21-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, 60 წლის არ­ქი­ტექ­ტო­რი ახლა უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლია.

არ­ქი­ტექ­ტორ გე­გეჭ­კო­რის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ჟი­სორ­მა და­ვით კან­დე­ლაკ­მა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ამე­რი­კა ერთ ოთახ­ში" გა­და­ი­ღო. ფილ­მის პრე­მი­ე­რა 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში თბი­ლი­სის მერ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რა ამ კაც­მა..." - ქარ­თვე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც აშშ-ში პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აშშ-ში სამუდამო პატიმრობამისჯილი ქართველი არქიტექტორი საქართველოში დაბრუნდა

 აშშ-ში სამუდამო პატიმრობამისჯილი ქართველი არქიტექტორი საქართველოში დაბრუნდა

ქართველი არქიტექტორი კოკა (ნიკოლოზ) გეგეჭკორი, რომელიც უკვე 21 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, აპრილში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მისი მეგობარი, ხელოვანი ლია ბაგრატიონი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, გეგეჭკორი თბილისის აეროპორტში დღეს დილით, გამთენისისას ჩამოფრინდა.

შეგახსენებთ, კოკა გეგეჭკორი ნიუ-იორკის ცნობილ ციხეში, სინგ-სინგში 1994 წლიდან პატიმრობაში იყო იმ დანაშაულისთვის, რომელიც როგორც ამბობენ, მას არ ჩაუდენია. ამბობენ, რომ სასჯელს სხვის გამო იხდიდა. როდესაც ახლობლებს უკითხავთ, რატომ? უპასუხა, რომ

სიყვარულის გამო. ცნობილია, რომ ქართველმა არქიტექტორმა პატიმრობის პერიოდში ფრანგ ქალზე იქორწინა. ფრანგმა მეუღლემ გეგეჭკორს არა მხოლოდ მორალური, არამედ, მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება გაუწია.

წლების განმავლობაში გეგეჭკორის გათავისუფლებისა და საქართველოში დაბრუნების თხოვნით უამრავი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა უშედეგოდ. 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 60 წლის არქიტექტორი ახლა უკვე თავისუფალია.

არქიტექტორ გეგეჭკორის ისტორიასთან დაკავშირებით რეჟისორმა დავით კანდელაკმა დოკუმენტური ფილმი "ამერიკა ერთ ოთახში" გადაიღო. ფილმის პრემიერა 2007 წლის დეკემბერში თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ასევე წაიკითხეთ: "თავგადასავლებით სავსე ცხოვრება გაიარა ამ კაცმა..." - ქართველი არქიტექტორის ისტორია, რომელიც აშშ-ში პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს