მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს
გიორგი მარგველაშვილი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამომ­რჩევ­ლის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად ხვა­ლი­დან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას იწყებს. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ეს კამ­პა­ნია არ იქ­ნე­ბა არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­და­სა­ჭე­რი, არა­მედ მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იმის­კენ, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მი­ვი­დეს.

"ჩემ­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არის არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბა. დე­მოკ­რა­ტი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და გან­მსა­ზღვრე­ლი არის ამომ­რჩევ­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა. ხვა­ლი­დან ვი­წყებ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ამომ­რჩევ­ლის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად. ეს არ იქ­ნე­ბა არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­და­სა­ჭე­რი კამ­პა­ნია. ეს იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის კამ­პა­ნია, რომ ჩვენ შევ­ძლოთ და გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი. რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ზე პა­სი­უ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი 18-დან 35-წლამ­დე ამომ­რჩე­ვე­ლია და სწო­რედ ამ სეგ­მენ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მინ­და. ჩვენ გვინ­და გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ამომ­რჩე­ვე­ლი, მან გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, მი­ვი­დეს სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან. რი­გე­ბი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან არის გა­რან­ტია ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, 2016 წლის არ­ჩევ­ნებს ვე­რა­ნა­ი­რად შე­ა­და­რებ 2012 წლის არ­ჩევ­ნებს. "ახლა არის თვი­სობ­რი­ვად უკე­თე­სი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო. კორ­ცხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­ზეც არა­ერ­თხელ გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა, მა­წუ­ხებს არა მხო­ლოდ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, არა­მედ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა. 2012 წელს კორ­ცხე­ლი იყო ყო­ველ­დღე. მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და მე­დი­ის შე­ზღუდ­ვა, მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა, რაც სამ­წუ­ხა­როდ მა­შინ პო­ლი­ტი­კო­სებ­ში იყო. მე­დია დღეს ბევ­რად უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლია", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­იქ­მნა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის შე­საც­ვლე­ლად, 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში კი ამომ­რჩე­ვე­ლი ირ­ჩევს "არა ვი­ღა­ცის შე­საც­ვლე­ლად, არა­მედ ვი­ღა­ცის ასარ­ჩე­ვად".

"ჩვენ ვი­ყა­ვით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ღა­ცის შე­საც­ვლე­ლად. ეს ადეკ­ვა­ტუ­რიც იყო, რად­გან სა­ჭი­რო იყო დიდი ეფექ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თა­ვი­სი ლი­დე­რით. წელს აღარ გვაქვს არ­ჩევ­ნე­ბი ვი­ღა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, რო­მე­ლიც თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო პო­ზი­ცი­ა­ზე დგას და ეს არ არის ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. აქ მარ­ტო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აღარ ებ­რძვი­ან ერ­თმა­ნეთს. აქ არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, აქ არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", აქ არი­ან სხვა პარ­ტი­ე­ბი - "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტია. მო­თა­მა­შე­ე­ბი გვაძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას ავირ­ჩიო რო­მე­ლია ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი, შევ­ხე­დო რო­გორ ისა­უბ­რე­ბენ კონ­კრე­ტულ თე­მა­ტი­კა­ზე, რას გვე­ტყვი­ან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურ­სზე. ჩვენ ვირ­ჩევთ არა ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ, არა­მედ - ვი­ღა­ცას. ამომ­რჩე­ვე­ლი პა­სი­უ­რია, სირ­თუ­ლე­ე­ბია, მაგ­რამ ეს არის ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი მარგველაშვილი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს

გიორგი მარგველაშვილი ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გასააქტიურებლად ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, ეს კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი, არამედ მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდეს.

"ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი არის ამომრჩევლის აქტიურობა. ხვალიდან ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია და სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა. ჩვენ გვინდა გამოვიყვანოთ ამომრჩეველი, მან გააკეთოს არჩევანი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მივიდეს საარჩევნო ყუთთან. რიგები საარჩევნო ყუთებთან არის გარანტია ქართული დემოკრატიის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მარგველაშვილის შეფასებით, 2016 წლის არჩევნებს ვერანაირად შეადარებ 2012 წლის არჩევნებს. "ახლა არის თვისობრივად უკეთესი საარჩევნო გარემო. კორცხელთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაწუხებს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირება. 2012 წელს კორცხელი იყო ყოველდღე. მუდმივად ხდებოდა მედიის შეზღუდვა, მუდმივად ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, რაც სამწუხაროდ მაშინ პოლიტიკოსებში იყო. მედია დღეს ბევრად უფრო თავისუფალია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მოწოდებული იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად, 2016 წლის არჩევნებში კი ამომრჩეველი ირჩევს "არა ვიღაცის შესაცვლელად, არამედ ვიღაცის ასარჩევად".

"ჩვენ ვიყავით გაერთიანებულები ვიღაცის შესაცვლელად. ეს ადეკვატურიც იყო, რადგან საჭირო იყო დიდი ეფექტური გაერთიანება თავისი ლიდერით. წელს აღარ გვაქვს არჩევნები ვიღაცის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც თავის საარჩევნო პოზიციაზე დგას და ეს არ არის ორპოლუსიანი არჩევნები. აქ მარტო "ქართული ოცნება" და "ნაციონალები" აღარ ებრძვიან ერთმანეთს. აქ არის "ქართული ოცნება", რომელსაც სერიოზული შესაძლებლობები აქვს, აქ არის "ნაციონალური მოძრაობა", აქ არიან სხვა პარტიები - "თავისუფალი დემოკრატები", ბურჭულაძის პარტია. მოთამაშეები გვაძლევენ საშუალებას ავირჩიო რომელია ჩემთვის მისაღები, შევხედო როგორ ისაუბრებენ კონკრეტულ თემატიკაზე, რას გვეტყვიან საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ჩვენ ვირჩევთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ - ვიღაცას. ამომრჩეველი პასიურია, სირთულეებია, მაგრამ ეს არის ევროპული პოლიტიკური გარემო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."