სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში, მდინარე გუბისწყალში ორი ძმა დაიხრჩო. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მდინარეში საბანაოდ შესული ერთი ძმა იხრჩობოდა და მეორე ძმა წყალში მის საშველად შევიდა. მდინარიდან გამოსვლა ვერც ერთმა მათგანმა ვეღარ მოახერხა. გარდაცვლილები 18 და 21 წლისები არიან.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.