ქალებზე მოძალადე აფრიკელები და ბებია კხონგხაპი - რიოს ოლიპიადის კრიმინალური ქრონიკა

ქალებზე მოძალადე აფრიკელები და ბებია კხონგხაპი - რიოს ოლიპიადის კრიმინალური ქრონიკა

რამდენიმე დღის წინ შორეულ ბრაზილიაში ზაფხულის მორიგი ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ასპარეზობაში მსოფლიოს 202 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის რასაკვირველია ქართველებიც არიან.

ჩვენებურთა გამოსვლების შესახებ მკითხველი კარგად ინფორმირებულია. ამ მიზეზის გამო წერილში რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე შეჯიბრებების სპორტულ მხარეზე საუბარი არ გვექნება. ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან სამი დღეა გასული და რამდენიმე ათლეტმა ადგილობრივი კრიმინალური ქრონიკის საშუალებებში ღირსეული ადგილის დაკავება უკვე მოასწრო.

ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ ბრაზილიელმა ცენტურიონებმა ვინმე ჰასან საადი დააკავეს. ეს უკანასკნელი წარმოშობით მაროკოელია და მოკრივეთა ასპარეზობაზე უნდა გამოსულიყო. ბრაზილიელი ლამაზმანების მშვენიერება საყოველთაოდაა ცნობილი და ძნელია ნორმალურმა მამაკაცმა მათი შემყურე მოძალებულ ცდუნებას გაუძლოს. მცხუნვარე აფრიკის შვილს სისხლი განსაკუთრებით უდუღდა, რადგან თავი ვერ შეიკავა და ოლიმპიური სოფლის სასადილოს ორ მომსახურე პერსონალს დღისით მზისით თავს დაესხა და მათი გაუპატიურება განიზრახა. საბედნიეროდ ბოროტი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. გოგონებმა კივილი ატეხეს და ქალის ალერსს მონატრებული "უიღბლო" ჰასანიც ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. "ბოქსიორი" საადი ღამის განმავლობაში პოლიციის განყოფილების "ვირის საკანში" გახლდათ გამომწყცდეული, მოგვიანებით კი შტატის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს.

მაროკოელ ჰასანს ნამიბიელი "მიმდევარი" გამოუჩნდა. ამჯერად რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ ვინმე ჯონას ჯუნიუსი დააპატიმრა. 22 წლის ნამიბიელი მოკრივე ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ მომსახურე ქალბატონს სექსუალური მომსახურეობის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდა. გოგონამ აფრიკის შვილს მტკიცე უარი განუცხადა, პოლიციაში უჩივლა და "უიღბლო" ჯუნიუსიც ჰასან საადის გზას დაადგა... განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა