ამ იტალიელ წყვილს მსოფლიოში ყველა იცნობდა. მათი ცნობილი სიმღერა "Felicita" ყველასთვის საყვარელ სიმღერად და იტალიური ესტრადის კლასიკად იქცა.
ალ ბანო კარიზი და რომინა პაუზერი 30 წლის მანძილზე იდეალური წყვილი იყო, მაგრამ ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ეს ბედნიერება დასრულდა.
რომინა ფრანჩესკა პაუერი იტალიელი ემიგრანტის მდიდარ ოჯახში დაიბადა. მშობლები რაირონ პაუზერი და მსახიობი, ლინდი კრისტიანი ჰოლივუდში მოღვაწეობდნენ.
რომინა იტალიაში პიველად 17 წლის ასაკში ჩავიდა, რათა მუსიკალური გაანთლება მიეღო - ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში პირველი სოლო ვინილი გამოუშვა. იმ დროისთვის, 25 წლის ალ ბანო კარიზი იტალიაში უკვე ცნობილი მომღერალი იყო. მათი რომანი გაცნობისთანავე დაიწყო და მომდევნო წელს იქორწინეს კიდეც.
გოგონას დედა, ქალიშვილის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ყოფილა, რადგან კარიზი ღარიბ ოჯახში დაიბადა და გზა დამოუკიდებლად გაიკვალა. მუშაობდა მიმტანად, მზარეულად, ვიდრე მისი ნიჭი სიმღერის კონკურსზე არ აღმოაჩინეს.
მიუხედავად ყველაფრისა, რომინა დედის წინააღმდეგ წავიდა და კარიზის ცოლად გაჰყვა.
წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. მიუხედავად ამერიკულად აღზრდისა, რომინამ შვილები კლასიკური იტალიური ოჯახის ტრადიციებით აღზარდა. ქალი ქმარს ოჯახის წინამძღოლის როლს უთმობდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო ოჯახი საოცრად მყარი და ხანგრძლივი. გარდა ამისა წყვილს საერთო ინტერესები და ხელოვნება აერთიანებდა. რომინა ლექსებს წერდა, ალ ბანო კი მუსიკას. სიმღერებს დუეტში ასრულებდნენ.
ოჯახური წყვილი "ევროვიზიაზეც" გამოვიდა, სადაც მე-7-ე ადგილი დაიკავეს. გასტროლებით უამრავ ქვეყანას ეწვივნენ, იყვნენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, სადაც საუკეთესო ჰიტების ვინილიც ჩაწერეს. იხილეთ ფოტოგალერეა