Savse - ასე ეწოდება ქართველი გუკა თავბერიძის მიერ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც "ბიბისის" ინფორმაციით, ყველაზე სწრაფად მზარდი ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანიაა ქვეყანაში.
"ბიბისის" ცნობით, ბოლო სამ წელიწადში კომპანიის ბრუნვამ 13 მილოონი დოლარი შეადგინა, ბოლო 12 თვის განმავლობაში კი
კომპანიის გაყიდვების ზრდამ 600%-ს მიაღწია. "სავსე ქართული სიტყვაა. კომპანიის დამფუძნებელი კი ქართველი გუკა თავბერიძეა. ბიზნესის წამოწყებისკენ გუკას ფეხმძიმე დედამ უბიძგა, რომელიც ორსულობის დროს სახლში თავად ამზადებდა ნატურალურ, ჯანსაღ წვენებს", - ნათქვამია "ბიბისის" რეპორტაჟში განაგრძეთ კითხვა