მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესმის, ჩვენნაირ ქვეყნებს სჭირდება გამრავლება, მაგრამ სასურველია, გვყავდეს იმდენი, რამდენის მოვლის საშუალებაც გვაქვს"
"მესმის, ჩვენნაირ ქვეყნებს სჭირდება გამრავლება, მაგრამ სასურველია, გვყავდეს იმდენი, რამდენის მოვლის საშუალებაც გვაქვს"

ჟურ­ნა­ლისტ გო­დერ­ძი შა­რა­ში­ას ერთი შვი­ლი - 13 წლის ან­დრია ჰყავს. ვინც გა­მარ­ჯო­ბა უთხრა, ყვე­ლა იმას ეკი­თხე­ბა, მე­ო­რეს არ აპი­რებ­თო? გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე აღ­მოვ­ჩნდი.. მარ­თა­ლია, ბო­ლოს­თვის მო­ვი­ტო­ვე ეს ფრი­ად "სა­ჭირ­ბო­რო­ტო" სა­კი­თხი, მაგ­რამ მეც მათ რი­გებ­ში ჩა­ვე­წე­რე, ვინც თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, ერ­თშ­ვი­ლი­ან ოჯახს მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი გა­უმ­ხი­ლონ. ესეც ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლო­ბის "ბრა­ლია" ალ­ბათ. გო­დერ­ძის შვილ­ზე და აღ­ზრდის მი­სე­ულ მიდ­გო­მებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- 30 წლის გახ­ლდით, ან­დრია რომ და­ი­ბა­და. მარ­თა­ლია, გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ როცა შენს მუც­ლად­მყოფ შვილს ელა­პა­რა­კე­ბი, გრძნობ, უვლი მე­უღ­ლეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მეტ­ნაკ­ლე­ბად გამ­ზა­დებს შემ­დე­გი ეტა­პის­თვის. თუმ­ცა, როცა უკვე პა­ტა­რა იბა­დე­ბა და ხე­დავ შენს ნა­ყოფს, წა­მი­ე­რად ხდე­ბა შეყ­ვა­რე­ბა. და­ბა­დე­ბი­დან დღემ­დე, ყვე­ლა­ფერ­ში რაც მას ეხე­ბა, აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, დედა უფრო მეტ დროს ატა­რებს შვილ­თან და მისი როლი უფრო დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მეც თა­ვი­სუფ­ლად შე­მეძ­ლო გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის, რა­საც უკე­თებ­და ჩემი მე­უღ­ლე, მა­გა­ლი­თად არ გამ­ჭირ­ვე­ბია არც პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა, არც საჭ­მლის, ფა­ფის მომ­ზა­დე­ბა და ა.შ.

- ახლა 13 წლი­საა და გარ­და­ტე­ხის ასა­კი ეწყე­ბა...

- კი. ეწყე­ბა და ვუ­მარ­ტავთ ყვე­ლა­ფერს. ვამ­ზა­დებთ ნელ-ნელა ყვე­ლა შემ­დგო­მი პრო­ცე­სის­თვის. ვთქვათ, თუ ახლა ფეხ­ზე ან თუნ­დაც მკლავ­ზე თმამ იმა­ტა, ვუხ­სნით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რია, გარ­და­ტე­ხის, მო­წი­ფუ­ლო­ბის ასაკს ახ­ლავს თან, რომ შემ­დგომ­ში ხმის ტემ­ბრიც შე­ეც­ვლე­ბა და ა.შ. თვი­თონ თუ რამე კი­თხვა უჩ­ნდე­ბა ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე, ჯერ იმას მე­კი­თხე­ბა, შენ მამა ამ სა­კი­თხზე რო­დის გე­ლა­პა­რა­კაო. თავ­და­პირ­ვე­ლად იმით ინ­ტე­რეს­დე­ბა არის თუ არა იმ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე სა­უბ­რის დრო და შემ­დეგ ვწყვეტთ, ვი­სუბ­როთ ვრცლად, თუ ჯერ ად­რეა.

- ხა­სი­ათ­ში თუ შე­ე­ტყო სირ­თუ­ლე?

- არა, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იგ­რძნო­ბა, რო­გო­რიც იყო, ისე­თი­ვე ბავ­შვუ­რი დარ­ჩა. უბ­რა­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ცვლი­ლე­ბებს ხე­დავს სა­კუ­თარ თავ­ში და ეს მოს­წონს.

- რა ეტაპ­ზე იგ­რძე­ნით მშობ­ლო­ბის სირ­თუ­ლე და რა სა­კი­თხში?

- ვერ ვი­ტყვი, რომ სირ­თუ­ლე ვიგ­რძე­ნით, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა სა­კი­თხში ფეხ­და­ფეხ მოვ­ყვე­ბით მის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას. არი­ან ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც იზ­რდე­ბი­ან ბე­ბი­ას­თან, მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას ხვდე­ბი­ან მშობ­ლებს, ჩვენ ასე­თი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, სულ ფეხ­და­ფეხ მივ­ყვე­ბით ან­დრი­ას, ყუ­რა­დღე­ბას არ ვა­დუ­ნებთ არა­ნა­ირ სა­კი­თხში. ეს იქ­ნე­ბა ექი­მებ­თან გეგ­მი­უ­რი ვი­ზი­ტი, სწავ­ლა, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი თუ სხვა. შე­დე­გად მას არც ერთ ეტაპ­ზე არა­თუ ჩა­მორ­ჩე­ნა, ყო­ველ­თვის გან­ვი­თა­რე­ბის წინ­სწრე­ბა აქვს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"მესმის, ჩვენნაირ ქვეყნებს სჭირდება გამრავლება, მაგრამ სასურველია, გვყავდეს იმდენი, რამდენის მოვლის საშუალებაც გვაქვს"

"მესმის, ჩვენნაირ ქვეყნებს სჭირდება გამრავლება, მაგრამ სასურველია, გვყავდეს იმდენი, რამდენის მოვლის საშუალებაც გვაქვს"

ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას ერთი შვილი - 13 წლის ანდრია ჰყავს. ვინც გამარჯობა უთხრა, ყველა იმას ეკითხება, მეორეს არ აპირებთო? გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი.. მართალია, ბოლოსთვის მოვიტოვე ეს ფრიად "საჭირბოროტო" საკითხი, მაგრამ მეც მათ რიგებში ჩავეწერე, ვინც თავს უფლებას აძლევს, ერთშვილიან ოჯახს მომავლის გეგმები გაუმხილონ. ესეც ქართული მენტალობის "ბრალია" ალბათ. გოდერძის შვილზე და აღზრდის მისეულ მიდგომებზე ვესაუბრეთ.

- 30 წლის გახლდით, ანდრია რომ დაიბადა. მართალია, გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ როცა შენს მუცლადმყოფ შვილს ელაპარაკები, გრძნობ, უვლი მეუღლეს, ეს ყველაფერი მეტნაკლებად გამზადებს შემდეგი ეტაპისთვის. თუმცა, როცა უკვე პატარა იბადება და ხედავ შენს ნაყოფს, წამიერად ხდება შეყვარება. დაბადებიდან დღემდე, ყველაფერში რაც მას ეხება, აქტიურად ვარ ჩართული. ბუნებრივია, დედა უფრო მეტ დროს ატარებს შვილთან და მისი როლი უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მეც თავისუფლად შემეძლო გამეკეთებინა ის, რასაც უკეთებდა ჩემი მეუღლე, მაგალითად არ გამჭირვებია არც პამპერსის გამოცვლა, არც საჭმლის, ფაფის მომზადება და ა.შ.

- ახლა 13 წლისაა და გარდატეხის ასაკი ეწყება...

- კი. ეწყება და ვუმარტავთ ყველაფერს. ვამზადებთ ნელ-ნელა ყველა შემდგომი პროცესისთვის. ვთქვათ, თუ ახლა ფეხზე ან თუნდაც მკლავზე თმამ იმატა, ვუხსნით, ეს ყველაფერი ნორმალურია, გარდატეხის, მოწიფულობის ასაკს ახლავს თან, რომ შემდგომში ხმის ტემბრიც შეეცვლება და ა.შ. თვითონ თუ რამე კითხვა უჩნდება ნებისმიერ თემაზე, ჯერ იმას მეკითხება, შენ მამა ამ საკითხზე როდის გელაპარაკაო. თავდაპირველად იმით ინტერესდება არის თუ არა იმ კონკრეტულ თემაზე საუბრის დრო და შემდეგ ვწყვეტთ, ვისუბროთ ვრცლად, თუ ჯერ ადრეა.

- ხასიათში თუ შეეტყო სირთულე?

- არა, ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ იგრძნობა, როგორიც იყო, ისეთივე ბავშვური დარჩა. უბრალოდ ვიზუალურად ცვლილებებს ხედავს საკუთარ თავში და ეს მოსწონს.

- რა ეტაპზე იგრძენით მშობლობის სირთულე და რა საკითხში?

- ვერ ვიტყვი, რომ სირთულე ვიგრძენით, იმიტომ, რომ ყველა საკითხში ფეხდაფეხ მოვყვებით მის ზრდა-განვითარებას. არიან ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ბებიასთან, მხოლოდ შაბათ-კვირას ხვდებიან მშობლებს, ჩვენ ასეთი მომენტი არ გვქონია, სულ ფეხდაფეხ მივყვებით ანდრიას, ყურადღებას არ ვადუნებთ არანაირ საკითხში. ეს იქნება ექიმებთან გეგმიური ვიზიტი, სწავლა, გამაჯანსაღებელი პროცედურები თუ სხვა. შედეგად მას არც ერთ ეტაპზე არათუ ჩამორჩენა, ყოველთვის განვითარების წინსწრება აქვს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი