მსახიობმა ჰიუ გრანტმა "სი ბი ეს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საზოგადოების წარმოდგენები რადიკალურად შეცვალა. ბრიტანელი მსახიობი, რომელიც მრავალი წელი უჩიოდა ჟურნალისტებს, რომლებიც მასზე "ცუდ" სტატიებს წერდნენ, ეჩხუბებოდა გამოცემების რედაქტორებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდა პაპარაცებს, პირად ცხოვრებაზე გულახდილად ალაპარაკდა.
მსახიობმა აღიარა, რომ 2007 წელს ნერვული აშლილობა გადაიტანა.
"მალდივებიდან ვბრუნებოდი და უცებ თავი უცნაურად ვიგრძენი. გადავწყვიტე თავი გამერთო და გაზეთი გადავშალე. უცებ თვალები ცრემლებით ამევსო. შემდეგი სამი კვირა გაუჩერებლად ვტიროდი. სახლიდან ვერ გავდიოდი იმიტომ, რომ თვითკონტროლი სრულად დავკარგე. შეიძლებოდა კაფეში შევსულიყავი და ოფიციანტის კითხვაზე რას მიირთმევთო, ტირილი დამეწყო. რა არ ვცადე, ჰიპნოზი, ფსიქოთერაპევტი, მაგრამ არაფერმა მიშველა" - ყვება მსახიობი, რომლის მდგომარეობაც ნელ-ნელა დარეგულირდა.
იმაზე თუ რა გახდა მისი ნერვული აშლილობის მიზეზი მსახიობმა აღარ ისაუბრა. თუმცა ვინც მის ბიოგრაფიას იცნობს, ისედაც მიხვდნენ. სწორედ ამ წელს დასრულდა ჰიუს რომანი პაკისტანური წარმოშობის ჟურნალისტთან ჯემაიმა ხანთან.
მას შემდეგ გრანტის პირადი ცხოვრება დალაგდა და მსახიობს შვილებიც ყავს. ჰიუ, რომელიც ოველთვის ირწმუნებოდა ბავშვები არ მინდაო, ოთხი შვილის მამა გახდა ორი სხვადასხვა დედისგან. ამჟამად ორი შვილი ჩინელი მსახიობისგან ტინგლან ჰონგისგან ყავს, ორი კი შვედი ანა ებერშტეინისგან.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით