პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სილიკონ ველი" - უცნობი ფაქტები მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების "სახლზე"
"სილიკონ ველი" - უცნობი ფაქტები მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების "სახლზე"

ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ ფრე­დე­რიკ ტერ­მა­ნის დახ­მა­რე­ბით, 1939 წელს, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა რე­დინგტონ ჰი­უ­ლენ­მა და დე­ვიდ პა­კარ­დიმ კომ­პა­ნია Hewlett-Packard და­არ­სეს.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნია HP-ის სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი, სულ რა­ღაც, 538 ამე­რი­კულ დო­ლარს შე­ად­გენ­და, პირ­ვე­ლი ოფი­სის ფუნ­ქცი­ას კი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, პალო-ალ­ტო­ში მდე­ბა­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­რე­ხი ას­რუ­ლებ­და.

დღეს­დღე­ო­ბით კომ­პა­ნი­ის წლი­უ­რი ბრუნ­ვა 11 მი­ლი­არდ ამე­რი­კულ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა, სუფ­თა შე­მო­სა­ვა­ლი კი 5 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს. ეს იმ ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რი­აა, რო­მელ­მაც კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სან-ფრან­ცის­კოს ნა­ხევ­რა­კუნ­ძუ­ლის სამ­ხრე­თით, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სან-ფრან­ცის­კოს ყუ­რემ­დე და­ი­დო ბინა.

დღეს მთელ ამ ტე­რი­ტო­რი­ას "სი­ლი­კონ ველი" იკა­ვებს - სწო­რედ ასე უწო­დე­ბენ ად­გილს, სა­დაც ელექტრო­ნი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის დარ­გში ქვეყ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის ნა­ხევ­რზე მე­ტია თავ­მოყ­რი­ლი.

"სი­ლი­კონ ველ­ში" მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­დუსტ­რიის ობი­ექ­ტე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი. მის ძი­რი­თად ამო­ცა­ნას მეც­ნი­ე­რუ­ლი იდე­ე­ბის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერგვის დრო­ის შემ­ცი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. "სი­ლი­კონ ვე­ლის" მსგავს ზო­ნებს გა­აჩ­ნი­ათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა: შე­ნო­ბა­-ნა­გე­ბო­ბე­ბი, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცია, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­და­სა­ხა­დო და სა­ბა­ჟო შე­ღა­ვა­თე­ბი და ა.შ.

გარ­და ამი­სა, ტექ­ნო­პარ­კებ­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­წყებ კომ­პა­ნი­ებს, მეც­ნი­ე­რებს, დე­ვე­ლო­პე­რებ­სა და ინ­ჟინ­რებს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს­გეგ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. "სი­ლი­კო­ნის ვე­ლის" დე­და­ქა­ლა­ქად არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ქა­ლაქ სან-ხო­სეს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

ამ­ჟა­მად, სან-ფრან­ცის­კოს ყუ­რის ზო­ნა­ში, 386 ათას­ზე მეტი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი მუ­შა­ობს, რაც "სი­ლი­კონ ვე­ლის" უფ­ლე­ბას აძ­ლევს აშშ-ში უმ­სხვი­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ ცენ­ტრად იწო­დე­ბო­დეს. "სი­ლი­კონ ვე­ლის" შე­მო­სა­ვა­ლი აშშ-ის მას­შტა­ბით ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა.

"სი­ლი­კონ ველი" ისეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის "სახ­ლია", რო­გო­რი­ცაა: Facebook, Google, Mozilla, Opera, Yahoo, Adobe, AMD, Apple, eBay და კი­დევ ათე­უ­ლო­ბით სხვა.

რა­ტომ მა­ინც და მა­ინც ეს ად­გი­ლი?

"სი­ლი­კონ ვე­ლის" მდე­ბა­რე­ო­ბა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სიმ­რავ­ლით, მსხვი­ლი ქა­ლა­ქე­ბის­გან და­შო­რე­ბის მცი­რე დის­ტან­ცი­ით, ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­თა და შუ­ა­ზღვის­პი­რუ­ლი კლი­მა­ტი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბი არ­სე­ბობს, "სი­ლი­კონ ველი" მა­ინც წამ­ყვან ტექ­ნო­ლო­გი­ურ ცენ­ტრად ით­ვლე­ბა.

სა­ხე­ლი Silicon Valley კა­ჟის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნა­ერ­თის, სი­ლი­ცი­უ­მის გამო ეწო­და, რო­მე­ლიც მიკ­რო­ს­ქე­მებ­ში ფუ­ძეშ­რედ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პირ­ვე­ლად ეს და­სა­ხე­ლე­ბა 1971 წლის 11 იან­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტმა დონ ჰეფ­ლერ­მა სტა­ტი­ე­ბის სე­რი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნა. სა­ხელ­წო­დე­ბა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ად­რე­ულ 80-ია­ნებ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც IBM-ის პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი და მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მომ­ხმა­რე­ბელ­თა ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა.

"სი­ლი­კონ ვე­ლის" ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი აშშ-ს სა­ზღვაო ძა­ლებს უკავ­შირ­დე­ბა

სან-ფრან­ცის­კოს ყუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კვლე­ვის ძი­რი­თა­დი ტე­რი­ტო­რია იყო.

მას შემ­დეგ რაც აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლებ­მა გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა შე­ა­ჩე­რა და სა­ზღვაო ხო­მალ­დის სად­გუ­რი სან დი­ე­გო­ში გა­და­ვი­და, მისი ად­გი­ლი აე­რო­ნავ­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭომ და­ი­კა­ვა, რო­მე­ლიც ნა­სას წი­ნა­მორ­ბე­დად ით­ვლე­ბა. ისი­ნი ავი­ა­ცი­ის სფე­რო­ში პერ­სპექ­ტი­უ­ლი კვლე­ვე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

"სი­ლი­კონ ვე­ლის" გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ეტა­პი სტენ­ფორ­დის ინ­დუსტრი­უ­ლი პარ­კის გახ­სნა გახ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და და დღის წეს­რიგ­ში და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­წის საკ­მა­ოდ დიდ ნაკ­ვეთს ფლობ­და - 32 კმ/კვ, თუმ­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სებ­ლის ლე­ლანდ სტენ­ფორ­დის ან­დერ­ძის თა­ნახ­მად, მისი გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ინ­ჟი­ნე­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი პრო­ფე­სო­რი ფრე­დე­რიკ ტერმ­ნი მი­წის ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით არენ­დით გა­და­ცე­მის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც სა­ო­ფი­სე პარ­კის ფუნ­ქცი­ას შე­ი­ძენ­და.

ამის შემ­დეგ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი გა­უჩ­ნდა. არენ­დის უფ­ლე­ბა მა­ღალ-ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებს ჰქონ­დათ, რა­მაც მე­ო­რე გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად,

უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბულს სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ალმა-მა­ტე­რის სი­ახ­ლო­ვეს შე­ეძ­ლო, კომ­პა­ნი­ებ­მა კი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პოვ­ნის პრობ­ლე­მა გა­და­წყვი­ტეს.

პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სტენ­ფორ­დის ინ­დუსტრი­ულ პარკში გა­და­ვი­და Varian Associates იყო. კომ­პა­ნი­ამ 1951 წელს არენ­დის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას მო­ა­წე­რა ხელი, სულ მალე აქვე Eastman Kodak, General Electric, Shockley Semiconductor Laboratory, Lockheed, Hewlett-Packard და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის ოფი­სე­ბიც გა­იხ­სნა.

"სი­ლი­კონ ვე­ლიმ" სრუ­ლი დატ­ვირ­თვის მუ­შა­ო­ბა ტრან­ზის­ტო­რუ­ლი ეფექ­ტის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ და­ი­წყო

1956 წელს მკვლე­ვა­რებ­მა ამ აღ­მო­ჩე­ნის­თვის ფი­ზი­კის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­აც მო­ი­პო­ვეს. 1955-56 წლებ­ში არ­ნოლდ ბეკ­მა­ნის ფი­ნან­სუ­რი მარ­და­ჭე­რით Shockley Semiconductor Laboratory კომ­პა­ნია და­არ­სა.

ახა­ლი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში სი­ლი­ცი­უ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა იყო, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­უ­მი უნდა ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა.

იხი­ლეთ ფოტო და ვი­დეო

შოკ­ლიმ ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მკვლე­ვა­რე­ბის შე­მოკ­რე­ბა შეძ­ლო თუმ­ცა, მარ­თვის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სტი­ლის გამო მისი კომ­პა­ნი­ის 8 თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვი­და და Fairchild Semiconductor შექ­მნა. შოკ­ლის კომ­პა­ნია დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ზა­რალ­ზე მუ­შა­ობ­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­ყი­და. თა­ვად შოკ­ლიმ კი სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. Fairchild Semiconductor-მა და­არ­სე­ბი­დან ცოტა ხან­ში სი­ლი­კო­ნის ტრან­ზის­ტო­რე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

კომ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა და ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რი ელე­მენ­ტე­ბი­სა და ხელ­სა­წყო­ე­ბის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში ელექტრო­ნი­კის ერთ-ერთი ლი­დე­რი გახ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სი­ლი­კონ ვე­ლის" მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ხე­ლია, რო­მელ­თა ნა­წილს მიგ­რან­ტე­ბი შე­ად­გე­ნენ.

გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გამო "სი­ლი­კონ ვე­ლი­ში" ემიგ­რან­ტე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი შემ­ცირ­და - თუ 2005 წლამ­დე იმ კომ­პა­ნი­ე­ბის წილი, რომ­ლებ­საც სულ მცი­რე ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მიგ­რან­ტი ჰყავ­და 52%-ს შე­ად­გენ­და, 2012 წელს ის 44%-მდე შემ­ცირ­და.

ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე ჩანს, რომ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ პროგ­რესს უმე­ტეს­წი­ლად ინო­ვა­ცი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ­ლე­ბიც მეც­ნი­ე­რულ­ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გია.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრიო­რი­ტეტს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა წარ­მო­ად­გენს. ამი­სათ­ვის შექ­მნი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა მი­მარ­თუ­ლია ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბი­სა და მათი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ ქმნი­ან სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და აწარ­მო­ე­ბენ კონ­კუ­რენ­ტულ პრო­დუქ­ცი­ას.

ALLNEWS.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სილიკონ ველი" - უცნობი ფაქტები მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების "სახლზე"

"სილიკონ ველი" - უცნობი ფაქტები მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების "სახლზე"

ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ფრედერიკ ტერმანის დახმარებით, 1939 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა რედინგტონ ჰიულენმა და დევიდ პაკარდიმ კომპანია Hewlett-Packard დაარსეს.

ყველასთვის ცნობილი კომპანია HP-ის საწყისი კაპიტალი, სულ რაღაც, 538 ამერიკულ დოლარს შეადგენდა, პირველი ოფისის ფუნქციას კი კალიფორნიაში, პალო-ალტოში მდებარე ჩვეულებრივი ფარეხი ასრულებდა.

დღესდღეობით კომპანიის წლიური ბრუნვა 11 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება, სუფთა შემოსავალი კი 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს იმ ერთ-ერთი კომპანიის ისტორიაა, რომელმაც კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოს ნახევრაკუნძულის სამხრეთით, სტენფორდის უნივერსიტეტიდან სან-ფრანცისკოს ყურემდე დაიდო ბინა.

დღეს მთელ ამ ტერიტორიას "სილიკონ ველი" იკავებს - სწორედ ასე უწოდებენ ადგილს, სადაც ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დარგში ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის ნახევრზე მეტია თავმოყრილი.

"სილიკონ ველში" მაღალტექნოლოგიური ინდუსტ­რიის ობიექტებია განლაგებული. მის ძირითად ამოცანას მეცნიერული იდეების პრაქტიკაში დანერგვის დროის შემცირება წარმოადგენს. "სილიკონ ველის" მსგავს ზონებს გააჩნიათ სპე­ციალური ინფრასტრუქტურა: შენობა­-ნაგებობები, ტელეკომუნიკაცია, სპეციალური საგადასახადო და საბაჟო შეღავათები და ა.შ.

გარდა ამისა, ტექნოპარკებში არსებობს სპეციალური სტრუქტურები, რომლებიც დამწყებ კომპანიებს, მეცნიერებს, დეველოპერებსა და ინჟინრებს საკუთარი ბიზნეს­გეგმების განვითარებაში ეხმარებიან. "სილიკონის ველის" დედაქალაქად არაოფიციალურად ქალაქ სან-ხოსეს მოიხსენიებენ.

ამჟამად, სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში, 386 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, რაც "სილიკონ ველის" უფლებას აძლევს აშშ-ში უმსხვილეს ტექნოლოგიურ ცენტრად იწოდებოდეს. "სილიკონ ველის" შემოსავალი აშშ-ის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.

"სილიკონ ველი" ისეთ წარმატებული კომპანიების "სახლია", როგორიცაა: Facebook, Google, Mozilla, Opera, Yahoo, Adobe, AMD, Apple, eBay და კიდევ ათეულობით სხვა.

რატომ მაინც და მაინც ეს ადგილი?

"სილიკონ ველის" მდებარეობა ტერიტორიაზე არსებული წამყვანი უნივერსიტეტების სიმრავლით, მსხვილი ქალაქებისგან დაშორების მცირე დისტანციით, ახალი კომპანიებისთვის დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობითა და შუაზღვისპირული კლიმატითაა განპირობებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მსგავსი ობიექტები არსებობს, "სილიკონ ველი" მაინც წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრად ითვლება.

სახელი Silicon Valley კაჟისგან მიღებული ნაერთის, სილიციუმის გამო ეწოდა, რომელიც მიკროსქემებში ფუძეშრედ გამოიყენება. პირველად ეს დასახელება 1971 წლის 11 იანვარს ჟურნალისტმა დონ ჰეფლერმა სტატიების სერიის გამოქვეყნებისას გამოიყენა. სახელწოდება ფართო აუდიტორიისთვის ადრეულ 80-იანებში გახდა ცნობილი, როდესაც IBM-ის პერსონალური კომპიუტერი და მსგავსი ტექნოლოგიები მომხმარებელთა ბაზარზე გამოჩნდა.

"სილიკონ ველის" ისტორიული წარსული აშშ-ს საზღვაო ძალებს უკავშირდება

სან-ფრანცისკოს ყურის მიმდებარე ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების სტრუქტურების განვითარებისა და კვლევის ძირითადი ტერიტორია იყო.

მას შემდეგ რაც აშშ-ის საზღვაო ძალებმა განვითარების პროგრამა შეაჩერა და საზღვაო ხომალდის სადგური სან დიეგოში გადავიდა, მისი ადგილი აერონავტიკის ეროვნულმა საკონსულტაციო საბჭომ დაიკავა, რომელიც ნასას წინამორბედად ითვლება. ისინი ავიაციის სფეროში პერსპექტიული კვლევებით იყვნენ დაკავებულები.

"სილიკონ ველის" განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ეტაპი სტენფორდის ინდუსტრიული პარკის გახსნა გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და დღის წესრიგში დამატებითი ფინანსების მოძიების საჭიროება დადგა.

უნივერსიტეტი მიწის საკმაოდ დიდ ნაკვეთს ფლობდა - 32 კმ/კვ, თუმცა უნივერსიტეტის დამაარსებლის ლელანდ სტენფორდის ანდერძის თანახმად, მისი გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ინჟინერული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ფრედერიკ ტერმნი მიწის ხანგრძლივი პერიოდით არენდით გადაცემის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საოფისე პარკის ფუნქციას შეიძენდა.

ამის შემდეგ სასწავლო დაწესებულებას დამატებითი ფინანსური სახსრები გაუჩნდა. არენდის უფლება მაღალ-ტექნოლოგიურ კომპანიებს ჰქონდათ, რამაც მეორე გლობალური პრობლემის გადაწყვეტა გახადა შესაძლებელი, კონკრეტულად,

უნივერსიტეტდამთავრებულს სამსახურის შოვნა ალმა-მატერის სიახლოვეს შეეძლო, კომპანიებმა კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პოვნის პრობლემა გადაწყვიტეს.

პირველი კომპანია, რომელიც სტენფორდის ინდუსტრიულ პარკში გადავიდა Varian Associates იყო. კომპანიამ 1951 წელს არენდის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, სულ მალე აქვე Eastman Kodak, General Electric, Shockley Semiconductor Laboratory, Lockheed, Hewlett-Packard და სხვა კომპანიების ოფისებიც გაიხსნა.

"სილიკონ ველიმ" სრული დატვირთვის მუშაობა ტრანზისტორული ეფექტის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო

1956 წელს მკვლევარებმა ამ აღმოჩენისთვის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიაც მოიპოვეს. 1955-56 წლებში არნოლდ ბეკმანის ფინანსური მარდაჭერით Shockley Semiconductor Laboratory კომპანია დაარსა.

ახალი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა წარმოების პროცესში სილიციუმის გამოყენების ტექნოლოგიის შემუშავება იყო, რომელსაც გერმანიუმი უნდა ჩაენაცვლებინა.

იხილეთ ფოტო და ვიდეო

შოკლიმ ახალგაზრდა ნიჭიერი მკვლევარების შემოკრება შეძლო თუმცა, მართვის ავტორიტარული სტილის გამო მისი კომპანიის 8 თანამშრომელი სამსახურიდან წამოვიდა და Fairchild Semiconductor შექმნა. შოკლის კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ზარალზე მუშაობდა და საბოლოოდ გაიყიდა. თავად შოკლიმ კი სტენფორდის უნივერსიტეტში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. Fairchild Semiconductor-მა დაარსებიდან ცოტა ხანში სილიკონის ტრანზისტორების წარმოება დაიწყო.

კომპანია წარმატებული კომერციული პროექტი აღმოჩნდა და ნახევარგამტარი ელემენტებისა და ხელსაწყოების კვლევისა და განვითარების სფეროში ელექტრონიკის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ "სილიკონ ველის" მთავარი მონაპოვარი კვალიფიციური მუშახელია, რომელთა ნაწილს მიგრანტები შეადგენენ.

გართულებული სავიზო რეჟიმის გამო "სილიკონ ველიში" ემიგრანტების პროცენტული წილი შემცირდა - თუ 2005 წლამდე იმ კომპანიების წილი, რომლებსაც სულ მცირე ერთი დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი მიგრანტი ჰყავდა 52%-ს შეადგენდა, 2012 წელს ის 44%-მდე შემცირდა.

ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მაგალითზე ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს უმეტესწილად ინოვა­ციები უზრუნველყოფს, რომლებიც მეცნიერულ­ტექნიკური პროგ­რესისა და ეკონომიკური მოთხოვნების გაერთიანე­ბის შედეგია.

სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთ­ერთ მნიშვნელოვან პრიო­რიტეტს მაღალტექნოლოგიური მცი­რე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამისათვის შექმნილია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოები, რომელთა საქმიანობა მი­მართულია ახალი კომპანიების დაარსებისა და მათი წარმატებული საქმიანობის ხელსაყრელი პირობების ხელშეწყობისათვის, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან სამუშაო ადგილებს და აწარმოებენ კონკურენტულ პროდუქციას.

ALLNEWS.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს