პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუდიტის სამსახური პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტს სწავლობს
აუდიტის სამსახური პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტს სწავლობს

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მიერ ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მა შე­საძ­ლოა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­დეს, სწავ­ლობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა უკვე და­ი­წყეს. "გა­მო­თხო­ვი­ლი იქ­ნე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან და სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი დად­გე­ნა, ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვას", - გა­ნა­ცხა­და პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ზუ­რაბ აზ­ნა­უ­რაშ­ვილ­მა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" აზ­რით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მიერ 6 აგ­ვის­ტოს, ამომ­რჩევ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მა შე­საძ­ლოა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის, ან სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავ­დეს.

"6 აგ­ვის­ტოს ბე­შუმ­ში გა­მარ­თულ შუ­ამ­თო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძემ ახ­ლად და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვილს - იგორ აბუ­ლა­ძე­სა და ნა­თია დე­კა­ნა­ძეს სა­ჩუქ­რად ოქ­როს ბეჭ­დე­ბი გა­დას­ცეს.

ხუ­ლოს გამ­გე­ო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ წყვი­ლის­თვის აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მიერ გა­და­ცე­მუ­ლი ბე­ჭე­დი ხუ­ლოს გამ­გე­ო­ბამ შე­ი­ძი­ნა და ის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­თათ­ვის ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელს უნდა გა­და­ე­ცა. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, წყვილს ბე­ჭე­დი აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძემ გა­დას­ცა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მიერ წყვი­ლი­სათ­ვის ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დის გა­და­ცე­მას, ამ ფაქტს ხუ­ლოს გამ­გე­ო­ბა არ ადას­ტუ­რებს.

"სა­მარ­თლი­ან­მა არ­ჩევ­ნებ­მა" მო­ი­პო­ვა ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც ნათ­ლად ჩანს, რომ პა­ტარ­ძალს, ნა­თია დე­კა­ნა­ძეს სა­ჩუქ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ცალ-ცალ­კე გა­დას­ცე­მენ. ორი ბეჭ­დის სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბას ოჯა­ხიც ადას­ტუ­რებს.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა" მი­იჩ­ნევს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მიერ ამომ­რჩევ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი შე­ი­ცავს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის, ან სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ჩუქ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აუდიტის სამსახური პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტს სწავლობს

აუდიტის სამსახური პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტს სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრების გადაცემა შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, სწავლობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის გადამოწმება უკვე დაიწყეს. "გამოთხოვილი იქნება დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან და სწორედ აღნიშნულის შემდეგ იქნება შესაძლებელი დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონდარღვევას", - განაცხადა პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აზრით, პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ 6 აგვისტოს, ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემა შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

"6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს - იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.

ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ შეიძინა და ის პროგრამის მიხედვით, ახალდაქორწინებულთათვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეცა. თუმცა, საბოლოოდ, წყვილს ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემას, ამ ფაქტს ხულოს გამგეობა არ ადასტურებს.

"სამართლიანმა არჩევნებმა" მოიპოვა ფოტომასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პატარძალს, ნათია დეკანაძეს საჩუქრებს საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ. ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემის ფაქტი შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრების ღირებულებაზე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"