პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15-წლიანი რომანის შემდეგ, ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ქორწინდებიან
15-წლიანი რომანის შემდეგ, ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ქორწინდებიან

ანა კურ­ნი­კო­ვა­სა და ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ა­სის მრა­ვალ­წლი­ა­ნი რო­მა­ნი, რო­გორც ჩანს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვა ახალ სა­ფე­ხურ­ზე.

რუსი ჩოგ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც 2001 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თხელ უარ­ყო ეს­პა­ნელ გულ­თამ­პყრო­ბელ­თან ნიშ­ნო­ბის ამ­ბა­ვი, კვლავ დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს, მაგ­რამ პა­პა­რა­ცებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ანას მზის შუქ­ზე გა­მოყ­ვა­ნა. მთე­ლი მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა ფო­ტო­ებ­მა, რო­მელ­ზეც ანას და ენ­რი­კეს სე­ირ­ნო­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი, ანას კი არა­თით­ზე ოქ­როს ბე­ჭე­დი უკე­თია დიდი ბრი­ლი­ან­ტის თვლით.

ამის შემ­დეგ, ერთ-ერთი ეს­პა­ნუ­რი ტე­ლე­გა­და­ცე­მის ეთერ­ში იგ­ლე­სი­ას­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ რო­გორც იქნა მზა­დაა საყ­ვა­რელ ქალ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წინ­დეს. რო­გორც პოპ-ვარ­სკვლა­ვი ამ­ბობს, დიდი ხა­ნია ანას თა­ვის მე­უღ­ლედ თვლის.

"არ მჯე­რა, რომ სა­ჭი­როა ქა­ღალ­დი, იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ ვი­ღაც გიყ­ვარს. ანა ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია. ახლა ამის თქმა ას პრო­ცენ­ტი­ა­ნი დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა რო­დე­საც 90 წლის ვიქ­ნე­ბი, სხვა­ნა­ი­რად ვი­ფიქ­რო, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ ასე არ იქ­ნე­ბა" - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით

15-წლიანი რომანის შემდეგ, ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ქორწინდებიან

15-წლიანი რომანის შემდეგ, ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ქორწინდებიან

ანა კურნიკოვასა და ენრიკე იგლესიასის მრავალწლიანი რომანი, როგორც ჩანს საბოლოოდ გადავა ახალ საფეხურზე.

რუსი ჩოგბურთელი, რომელმაც 2001 წლიდან მოყოლებული არაერთხელ უარყო ესპანელ გულთამპყრობელთან ნიშნობის ამბავი, კვლავ დუმილს ამჯობინებს, მაგრამ პაპარაცებმა მოახერხეს ანას მზის შუქზე გამოყვანა. მთელი მსოფლიო მოიარა ფოტოებმა, რომელზეც ანას და ენრიკეს სეირნობაა აღბეჭდილი, ანას კი არათითზე ოქროს ბეჭედი უკეთია დიდი ბრილიანტის თვლით.

ამის შემდეგ, ერთ-ერთი ესპანური ტელეგადაცემის ეთერში იგლესიასმა დაადასტურა, რომ როგორც იქნა მზადაა საყვარელ ქალზე ოფიციალურად დაქორწინდეს. როგორც პოპ-ვარსკვლავი ამბობს, დიდი ხანია ანას თავის მეუღლედ თვლის.

"არ მჯერა, რომ საჭიროა ქაღალდი, იმის საჩვენებლად, რომ ვიღაც გიყვარს. ანა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. ახლა ამის თქმა ას პროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია. შეიძლება როდესაც 90 წლის ვიქნები, სხვანაირად ვიფიქრო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება" - განაცხადა მომღერალმა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება