ქართველის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გახდა.
შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში ებრაელ საგი მუკის შეხვდა და იპონით დაამარცხა.
ამ გამარჯვების წყალობით შავდათუაშვილი გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოუტანა.
შეგახსნბეთ, რომ შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპირველად მან ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია, შემდეგ შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს მოუგო. მეოთხედფინალში კი იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.
ამის შემდეგ ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც რუსი დენის იარცევი დაამარცხა.
9 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) ჩაებმება.