ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ქართველმა ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.