სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს
შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს

ში­რა­ქის ველ­ზე, დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნილ­მა ნა­ქა­ლა­ქარ­მა შე­საძ­ლოა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ის­ტო­რია, მე­ტიც, კონ­ტი­ნენ­ტუ­რი რე­გი­ო­ნის მა­ტი­ა­ნე­შიც მრა­ვალ დღემ­დე უც­ნობ დე­ტალს მოჰ­ფი­ნოს ნა­თე­ლი ან კი­დევ უფრო იდუ­მა­ლი გა­ხა­დოს ამ დრომ­დე ამო­უხ­სნე­ლი ფაქ­ტე­ბი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი­სა და სხვა მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას იბე­რი­ის სა­მე­ფოს შექ­მნი­დან ით­ვლი­ან, რო­მე­ლიც ბევ­რად ახალ­გაზ­რდაა, ვიდ­რე დიდ­ნა­უ­რის ნა­ქა­ლა­ქა­რი. იბე­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო ქრის­ტემ­დე მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში და­არ­სდა, ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნილ ნა­ქა­ლა­ქარს კი ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის ჯერ კი­დევ მე­ცა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში უნდა ეარ­სე­ბა. მეც­ნი­ერ­თა წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დით, ოდეს­ღაც აქ ძვე­ლისძვე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს დე­და­ქა­ლა­ქი არ­სე­ბობ­და, რო­მე­ლიც მტრის შე­მო­სე­ვამ ან მი­წისძვრამ და­ან­გრია.

ამ დღე­ებ­ში დიდ­ნა­უ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად იქცა დიდ­გვა­რო­ვა­ნი მხე­დარ­თმთავ­რის სა­მარ­ხის გახ­სნა, სა­დაც ჩონ­ჩხთან ერ­თად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ორი ია­რა­ღი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ვი­ფიქ­როთ, რომ საფ­ლა­ვის პატ­რო­ნი მოკ­ლეს, რად­გან მის მუ­ცელ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლია ია­რა­ღი. მეც­ნი­ე­რე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ინ­გლი­სის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დას­კვნას ჩონ­ჩხის დნმ-ის შე­სა­ხებ. ამით პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა კი­თხვას, რა წარ­მო­შო­ბის იყო სამ­ხედ­რო პირი, რო­მე­ლიც­ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მტერ­თან თუ არა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან ბრძო­ლა­ში ის­რით მოკ­ლეს.­

"კვი­რის პა­ლიტ­რა" კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს კოტე ფი­ცხე­ლა­ურს ესა­უბ­რა:

- რო­გორც ვიცი, გა­თხრამ­დე იცო­დით, რომ საქ­მე უძ­ვე­ლეს ქა­ლაქთან გქონ­დათ.

- 2011 წელს გუ­გლის რუ­კით რე­გი­ო­ნებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით და ჯერ იქ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ში­რა­ქის ველ­ზე უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქე­ბი იყო.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება - რა მოლოდინები აქვთ ევროპელ ლიდერებს

შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს

შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს

შირაქის ველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ნაქალაქარმა შესაძლოა თავდაყირა დააყენოს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია, მეტიც, კონტინენტური რეგიონის მატიანეშიც მრავალ დღემდე უცნობ დეტალს მოჰფინოს ნათელი ან კიდევ უფრო იდუმალი გახადოს ამ დრომდე ამოუხსნელი ფაქტები.

გავრცელებული წყაროებისა და სხვა მასალების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრიობის ისტორიას იბერიის სამეფოს შექმნიდან ითვლიან, რომელიც ბევრად ახალგაზრდაა, ვიდრე დიდნაურის ნაქალაქარი. იბერიის სახელმწიფო ქრისტემდე მეოთხე საუკუნეში დაარსდა, ახლახან აღმოჩენილ ნაქალაქარს კი ძველი წელთაღრიცხვის ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში უნდა ეარსება. მეცნიერთა წინასწარი ვარაუდით, ოდესღაც აქ ძველისძველი სახელმწიფოს დედაქალაქი არსებობდა, რომელიც მტრის შემოსევამ ან მიწისძვრამ დაანგრია.

ამ დღეებში დიდნაურის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა დიდგვაროვანი მხედართმთავრის სამარხის გახსნა, სადაც ჩონჩხთან ერთად აღმოჩენილი ორი იარაღი საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ საფლავის პატრონი მოკლეს, რადგან მის მუცელში ჩარჩენილია იარაღი. მეცნიერები მოუთმენლად ელიან ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი ლაბორატორიის დასკვნას ჩონჩხის დნმ-ის შესახებ. ამით პასუხი გაეცემა კითხვას, რა წარმოშობის იყო სამხედრო პირი, რომელიც­ მრავალრიცხოვან მტერთან თუ არა, მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ისრით მოკლეს.­

"კვირის პალიტრა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სამსახურის უფროს კოტე ფიცხელაურს ესაუბრა:

- როგორც ვიცი, გათხრამდე იცოდით, რომ საქმე უძველეს ქალაქთან გქონდათ.

- 2011 წელს გუგლის რუკით რეგიონებს ვათვალიერებდით და ჯერ იქ აღმოვაჩინეთ, რომ შირაქის ველზე უძველესი ქალაქები იყო.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი