მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Gem Fest-ის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა - როგორ ემზადება ანაკლიის სანაპირო ფესტივალისთვის
Gem Fest-ის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა - როგორ ემზადება ანაკლიის სანაპირო ფესტივალისთვის

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი GEM FEST-ი მსოფ­ლიო დო­ნის არ­ტის­ტებს 9-14 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით უმას­პინ­ძლებს. თუმ­ცა, მა­ნამ­დე ზღვის­პი­რეთ­ში ფეს­ტი­ვა­ლის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა.

და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია სცე­ნე­ბი, იშ­ლე­ბა კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქი, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­რე­გის­ტა­ციო ზო­ნის მონ­ტა­ჟი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მარ­თულ მე­დი­ა­ტურ­ზე მი­ე­ცათ.

გა­სუ­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა­ზე იმუ­შა­ვეს და სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ "კარ­ვე­ბის ქა­ლაქ­ში" ჩრდი­ლე­ბის მო­წყო­ბა­ზე იზ­რუ­ნეს. მო­ე­წყო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი საშ­ხა­პე­ე­ბი და ნივ­თე­ბის შე­სა­ნა­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩამ­კე­ტის მქო­ნე ყუ­თე­ბი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი ანაკ­ლი­ის სა­ნა­პი­რო­დან

რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ფეს­ტი­ვალ­ზე და­სას­წრე­ბად ამ დრო­ი­სათ­ვის 10 ათას­ზე მეტი ბი­ლე­თია გა­ყი­დუ­ლი, თუმ­ცა ონ­ლა­ინ ბი­ლე­თე­ბის მყიდ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა წლე­ვან­დელ მუ­სი­კა­ლურ პროგ­რა­მას, ანაკ­ლი­ა­ში 10 აგ­ვის­ტო­დან 14 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის წამ­ყვა­ნი არ­ტის­ტე­ბი ხუთ სცე­ნა­ზე და­უკ­რა­ვენ. ოთხდღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, გარ­და მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბი­სა, სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­ცაა და­გეგ­მი­ლი - იქ­ნე­ბა ეს სპორ­ტუ­ლი თუ სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ანაკ­ლი­ა­ში 25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აპა­რა­ტუ­რა უკვე მონ­ტაჟ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ელექტრნუ­ლი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს კარ­გი ჟღე­რა­დო­ბის გა­რან­ტია ექ­ნე­ბათ. გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, წელს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი.

სა­გუ­ლიხ­მოა, რომ ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ანაკ­ლი­ა­ში უკვე და­ჯავ­შნი­ლია ყვე­ლა დიდი და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო. რო­გორც გი­ორ­გი სი­გუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მომ­დევ­ნო წელს GEM FEST ერთ თვეს გას­ტანს, რაც მისი ვა­რა­უ­დით, დამ­სვე­ნე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის.

ფოტო: თაკო გო­გა­ძე

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი ანაკ­ლი­ის სა­ნა­პი­რო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

Gem Fest-ის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა - როგორ ემზადება ანაკლიის სანაპირო ფესტივალისთვის

Gem Fest-ის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა - როგორ ემზადება ანაკლიის სანაპირო ფესტივალისთვის

საქართველოში პირველი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST-ი მსოფლიო დონის არტისტებს 9-14 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. თუმცა, მანამდე ზღვისპირეთში ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დასასრულს უახლოვდება.

დამონტაჟებულია სცენები, იშლება კარვების ქალაქი, მიმდინარეობს სარეგისტაციო ზონის მონტაჟი. სამუშაოების დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ მედიატურზე მიეცათ.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშავეს და სპეციალურად მოწყობილ "კარვების ქალაქში" ჩრდილების მოწყობაზე იზრუნეს. მოეწყობა კომფორტული საშხაპეები და ნივთების შესანახი სპეციალური ჩამკეტის მქონე ყუთები.

დაათვალიერეთ ფოტოები ანაკლიის სანაპიროდან

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა და დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფესტივალზე დასასწრებად ამ დროისათვის 10 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, თუმცა ონლაინ ბილეთების მყიდველთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

რაც შეეხება წლევანდელ მუსიკალურ პროგრამას, ანაკლიაში 10 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული მუსიკის წამყვანი არტისტები ხუთ სცენაზე დაუკრავენ. ოთხდღიანი ფესტივალის ფარგლებში, გარდა მუსიკალური სანახაობისა, სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი - იქნება ეს სპორტული თუ სხვა ტიპის აქტივობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანაკლიაში 25 მილიონი დოლარის ღირებულების აპარატურა უკვე მონტაჟდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრნული მუსიკის მოყვარულებს კარგი ჟღერადობის გარანტია ექნებათ. გასული წლის მსგავსად, წელს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად იქნება დაცული.

საგულიხმოა, რომ ფესტივალის ფარგლებში ანაკლიაში უკვე დაჯავშნილია ყველა დიდი და საოჯახო სასტუმრო. როგორც გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წელს GEM FEST ერთ თვეს გასტანს, რაც მისი ვარაუდით, დამსვენებელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფოტო: თაკო გოგაძე

დაათვალიერეთ ფოტოები ანაკლიის სანაპიროდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება