რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შემდეგ, გამოცემა Sports Illustrated-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იმ ქვეყნის დელეგაციებია ნაჩვენები, ვისაც, გამოცემის აზრით, გამორჩეული ჩაცმულობა ჰქონდა. სხვა ქვეყნებთან ერთად, გამოცემამ ქართველთა ჩაცმულობაც გამორჩეულად მიიჩნია.
როგორც გამოცემა ამბობს, ქართველები ძველმოდურად გამოიყურებოდნენ, ჩაცმულობა კი ქვეყნის შუა საუკუნეების ისტორიით იყო შთაგონებული. თუმცა ზოგიერთმა ქართულმა ინტერნეტ-გამოცემამ დაწერა, რომ ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში მოხვდნენ. თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდია ეხმურება:
"ამაზე რომელიღაც მოლევანვასაძეო საიტმა დაწერა, ასე თქვეს, ქართველებს საუკეთესოდ ეცვათო :)))) სინამდვილეში ამბობენ, საქართველო ძველმოდური იყო (შეიძლება ითარგმნოს "ძველებურადაც"), რაც მათი შუასაუკუნეობრივი ისტორიით იყო შთაგონებულიო. სიტყვა არ თქმულა "საუკეთესოობაზე", არც არავითარი აღმატებითი ხარისხის შეფასება არ მიგვიღია.
Old fashioned - in or according to styles or types no longer current or common; not modern.
სანამ სიბნელისადმი თქვენი ღრმად მიჩქმალული ვნებების დემონსტრირებას დაიწყებთ ზოგიერთი, ჯერ კარგად გაერკიეთ, რა თქვეს!".