საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიცვლება თუ არა სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ ხიდაშელის გადაწყვეტილება - იზორიას კომენტარი
შეიცვლება თუ არა სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ ხიდაშელის გადაწყვეტილება - იზორიას კომენტარი

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ლე­ვან იზო­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეს­წავ­ლა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს იზო­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ამის­თვის გარ­კვე­უ­ლი დროა სა­ჭი­რო და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით უწყე­ბა­ში არ მივ­სულ­ვარ, მათ შო­რის ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა. გარ­კვე­უ­ლი დროა სა­ჭი­რო და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პირ­ველ რიგ­ში გა­ი­გებთ თქვენ", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს იზო­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ზერ­ვის კონ­ცეფ­ცი­ის სა­კითხს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა 4-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გეგ­მა­ში, რო­მე­ლიც ახლო მო­მა­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

"ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხი რე­ზერვთან და­კავ­ში­რე­ბით აი­სა­ხე­ბა ჩვენს სტრა­ტე­გი­ა­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი 4 წლის მუ­შა­ო­ბის გეგ­მას ასა­ხავს. მას ახლო მო­მა­ვალ­ში წარ­ვუდ­გენთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სტრა­ტე­გი­ა­ში ყვე­ლა კი­თხვა­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ უწყე­ბის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­მო­ცე­მულ აქტს არ გა­და­ხე­დავს.

"დიდი იმე­დი მაქვს, რომ არა თუ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ გა­და­ი­ხე­დე­ბა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ სა­ერ­თოდ, ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან, მარ­ტი­ვად მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა პა­ტა­რა გამ­ბე­და­ო­ბა და უარს იტყვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაწ­ვე­ვა­ზე ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა­ში. ჩემი აქტი ეხე­ბა მხო­ლოდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს. ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სწრა­ფად უნდა მი­ი­ღონ სხვა უწყე­ბებ­ში", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

შეიცვლება თუ არა სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ ხიდაშელის გადაწყვეტილება - იზორიას კომენტარი

შეიცვლება თუ არა სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ ხიდაშელის გადაწყვეტილება - იზორიას კომენტარი

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა.

როგორც ჟურნალისტებს იზორიამ განუცხადა, ამისთვის გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებებით უწყებაში არ მივსულვარ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ რიგში გაიგებთ თქვენ", - განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.

რაც შეეხება რეზერვის კონცეფციის საკითხს, თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება 4-წლიანი მუშაობის გეგმაში, რომელიც ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

"ყველა კონკრეტული საკითხი რეზერვთან დაკავშირებით აისახება ჩვენს სტრატეგიაში, რომელიც ჩვენი 4 წლის მუშაობის გეგმას ასახავს. მას ახლო მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას. სტრატეგიაში ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ უწყების ახალი ხელმძღვანელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით მის მიერ გამოცემულ აქტს არ გადახედავს.

"დიდი იმედი მაქვს, რომ არა თუ თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, არამედ საერთოდ, ქვეყანა მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან, მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება პატარა გამბედაობა და უარს იტყვის სავალდებულო გაწვევაზე ყველა სტრუქტურაში. ჩემი აქტი ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღონ სხვა უწყებებში", - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."