საქართველო-რუსეთის ხუთდღიანმა ომმა 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. ათასობით ჩვენი მოქალაქე სამშობლოში აქცია დევნილად, საქართველომ დამატებით დაკარგა ახალგორის რაიონი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები, კოდორის ხეობა. რუსეთმა აღიარა ჩვენი რეგიონების დამოუკიდებლობა, დააბრუნა თავისი სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე და დღემდე განაგრძობს პროვოკაციებს.
აგვისტოს ხუთი უმძიმესი დღე უამრავ ადამიანურ ტრაგედიას ინახავს; ბრძოლის, ტკივილის, თავგანაწირვისა და გადარჩენის სიხარულის ისტორიებს; იმ გმირების სახელებს, რომელთაც მანამდე არ ვიცნობდით; ადამიანებს, რომლებიც ომმა ამ უდიდესი სახელმწიფოებრივი და ადამიანური ტრაგედიის სიმბოლოდ აქცია.
არაერთგზის თქმულა უკვე, რომ შესაძლოა ერთმა ფოტომ მთელი ეპოქის სული, სიხარული და ტრაგედია იმაზე გაცილებით უკეთესად აჩვენოს, ვიდრე ეს მთელმა საისტორიო წყაროებმა. მათმა ფოტოებმა მთელი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშულებები მოიარა, სამყაროს ქართული ტკივილი აჩვენა და იმ დღეების მთელი ტრაგიზმი გაუზიარა...
ძმები ზვიად და ზაზა რაზმაძეები
ძმები რაზმაძეების სულისშემძვრელმა ფოტოსურათმა იმჟამად მთელი მსოფლიო მოიარა და საბოლოოდ, როგორც ყველაზე ტრაგიკულმა ფოტომ, საერთაშორისო პრიზიც აიღო. რაზმაძეები ერედვიდან დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოში, გორის დაბომბვისას, ზვიად რაზმაძესთან ერთად მისი მეუღლე, 28 წლის მაკა მესროპაშვილიც დაიღუპა, რომელიც 9 თვის ორსული იყო. სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა მათი მცირეწლოვანი ვაჟი - დიტო... განაგრძეთ კითხვა