ანსამბლ "ხერთვისის" ხელმძღვანელი ვანო წიკლაური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა გუშინ ქერჩის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილს ჭრილობები თავისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.
როგორც ცნობილია, წიკლაური სარეპეტიციო დარბაზში მოკლეს. მოკლული ანსამბლ "გორდელას" წევრის თამარ ალადაშვილის მეგობარი იყო. ეს უკანასკნელი გარდაცვლილს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ემოციური პოსტით დაემშვიდობა.
"ვიხსენებ და სული მიწუხს ....
" ხერთვისის აჩრდილო" ....
რამდენი რამ დაგრჩა გასაკეთებელი .... დრო და დრო მიტრიალებს თავში შენი სცენარი ...მახსენდება ფრაზები ...
სად რა მუსიკა გვინდოდა ... ხერთვისის ციხეზე დაგეგმილი სექტემბერი ........ და წარმოდგენაც არ მინდა რომ ეს ყველაფერი ასე ერთი ხელის მოსმით აღარ არსებობს .... ეს აფიშა რომ მაჩვენე ის დღე არასოდეს დამავიწყდება როგორი ხალისით და ღიმილით შემხვდი, არ დაიღალე ამდენი ვარჯიშით თქო ?! ვისვენებო .... მიპასუხე ..... ცეკვაზე სიგიჟემდე შეყვარებული ...... საოცარი ადამიანი .... სხვაგან ვერ მიდის ფიქრი .... უშენობა ....სანუგეშოდ არაფერიააააა შენ ვეღარ დაგაბრუნებთ. კონცერტზე მოვასწარით ახალი ნომრის გატანა .... ფორმების კერვის პროცესი, სიმღერის გაკეთება ,რეპეტიცია ..... ახალ სიცოცხლეს აძლევდი ცეკვას .... ხერთვისის აჩრდილოოოოო!", - წერს ალადაშვილი.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 37 მამაკაცი უკვე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.