სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს
ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს

გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ზა­არბრი­უ­კე­ნის კა­ფე­ში დღეს შეჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სარ­დაფ­ში მძი­ნა­რე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ "ბილ­დი" იუ­წყე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მოჩ­ნდა, რომ 43 წლის მა­მა­კა­ცი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რის დროს სის­ხლი­ა­ნი იყო. მას ტან­ზე მცი­რე ზო­მის ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და.

შე­ნო­ბა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შტურ­მის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბით მოქ­მე­დებ­და. ეჭ­ვო­ბენ, რომ ის არას­ტა­ბი­ლურ ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

მა­ნამ­დე უცხო­უ­რი მე­დია პო­ლი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით აღნშნავ­და, რომ ფაქტს ტე­რო­რიზ­მთან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. მა­მა­კაცს არ ჰყავ­და მძევ­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ას­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს

ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის კაფეში დღეს შეჭრილი მამაკაცი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა დაწესებულების სარდაფში მძინარე აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ბილდი" იუწყება.

არსებული ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ 43 წლის მამაკაცი სულაც არ ყოფილა შეიარაღებული, თუმცა ის შენობაში შეჭრის დროს სისხლიანი იყო. მას ტანზე მცირე ზომის ჭრილობა ჰქონდა.

შენობაზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, აღნიშნული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, პირადი მოტივებით მოქმედებდა. ეჭვობენ, რომ ის არასტაბილურ ფსიქიკურ მდგომარეობაშია.

მანამდე უცხოური მედია პოლიციაზე დაყრდნობით აღნშნავდა, რომ ფაქტს ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს. მამაკაცს არ ჰყავდა მძევლები და პოლიციასთან კონტაქტზე არ გამოდიოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა