კონფლიქტები
სამხედრო
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" პენსიონერების დასაქმების პროგრამაზე მუშაობს
"ქართული ოცნება" პენსიონერების დასაქმების პროგრამაზე მუშაობს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მუ­შა­ობს ახალ პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად პენ­სი­ო­ნე­რებ­ზეა გათ­ვლი­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს რა­ჭა­ში გა­ნუ­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის პენ­სი­ო­ნე­რე­ბის და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს მათ­თვის გან­კუთ­ვნილ სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თებს იმ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც და­ა­საქ­მებს პენ­სი­ო­ნე­რებს.

"ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გუ­ლის­ხმობს არც პენ­სი­ის და არც სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბის მოხ­სნას.

ეს არის და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვა­ლი იმის­თვის, რომ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც აქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და პო­ტენ­ცი­ა­ლი, თუნ­დაც მცი­რე მას­შტა­ბით გა­მო­ი­ყე­ნოს ეს და შეს­ძი­ნოს თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას.

ამ პროგ­რა­მას ერ­ქმე­ვა "ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა" და ალ­ბათ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა მისი პრე­ზენ­ტა­ცია. ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრო და ასე­ვე ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ პროგ­რა­მით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­კეთ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ბევრ ადა­მი­ანს მი­ე­ცე­მა ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი და ვფიქ­რობთ, ის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­მე­ლიც უფ­როს თა­ო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლია უფრო კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნოთ",- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ქართული ოცნება" პენსიონერების დასაქმების პროგრამაზე მუშაობს

"ქართული ოცნება" პენსიონერების დასაქმების პროგრამაზე მუშაობს

"ქართული ოცნება" მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს მათთვის განკუთვნილ საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელიც დაასაქმებს პენსიონერებს.

"ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას.

ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას.

ამ პროგრამას ერქმევა "ცხოვრება გრძელდება" და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო.

დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა პრემიერმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."