Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გავდივართ ყველა ჩვენთან მოდის, ავტოგრაფს გვთხოვენ..." - ქართველი სპორტსმენების შთაბეჭდილებები "რიო 2016"-ზე
"როცა გავდივართ ყველა ჩვენთან მოდის, ავტოგრაფს გვთხოვენ..." - ქართველი სპორტსმენების შთაბეჭდილებები "რიო 2016"-ზე

"რიოს 2016" წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი ორი დღის წინ სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან სპორ­ტსმე­ნე­ბი უკვე გა­ემ­გზავრნენ, ძი­უ­დო­ის­ტმა ამი­რან პა­პი­ნაშ­ვილ­მა კი წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და უკვე ოლიმ­პი­ა­დის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შია. "რიო 2016"-ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, Ambebi.ge-ს მო­ცუ­რა­ვე­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ზურა ხო­მა­სუ­რი­ძე ესა­უბ­რა.

- ძა­ლი­ან მა­გა­რი შე­მარ­თე­ბით არი­ან ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი ოლიმ­პი­ა­და­ზე, ყვე­ლა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში, რაც სპორ­ტსმე­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებთ ჩვენს ბი­ჭებ­ზე და ვიცი რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ წარ­მა­ტე­ბებს.

- რო­გო­რი სა­ნა­ხა­ვი იყო გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ეკ­რანს მიღ­მა?

- შთამ­ბეჭ­და­ვი გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი იყო, ბრა­ზი­ლი­ურ სტილ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ფე­ირ­ვერ­კი, რომ­ლი­თაც დას­რულ­და გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, ძა­ლი­ან დიდი ემო­ცი­ე­ბით ვართ და­ხუნძლუ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას, რო­მელ­საც დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე ვი­ტყვი რომ ბი­ჭებს ძა­ლი­ან კარ­გად ეც­ვათ, მე მომ­წონს. უბ­რა­ლოდ გო­გო­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში შე­ვი­ტან­დი პა­ტარ-პა­ტა­რა ცვლი­ლე­ბებს.

- თუ ახერ­ხებთ ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლის გა­რეთ გას­ვლას?

- რა თქმა უნდა ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ ახლა შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და­ი­წყო და ნაკ­ლე­ბი დრო გვექ­ნე­ბა ამის­თვის. ყვე­ლა კარ­გად გვხვდე­ბა, ერ­თად ვცხოვ­რობთ ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში და მე­გობ­რუ­ლად ვართ ერ­თმა­ნეთ­თან.

- ცნო­ბი­ლია რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა ბრა­ზი­ლია, თუ გიგ­რძვნი­ათ ეს რიოს ქუ­ჩებ­ში?

- ჩვენ მა­ინც ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლი­ლი გვაქვს, მსგავ­სი რა­ღა­ცე­ე­ბი არ გვა­ში­ნებს და არც დის­კომ­ფორ­ტს გვიქ­მნის. პი­რი­ქით, მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხი არი­ან ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი. ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლი­დან როცა გავ­დი­ვართ ყვე­ლა ჩვენ­თან მო­დის, ავ­ტოგ­რაფს გვთხოვს, სუ­რათს იღე­ბენ ჩვენ­თან და ა.შ.

- უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია?

- ჩემ­თვის ეს რი­გით მე­სა­მე ოლიმ­პი­ა­დაა და ასე­თი გამ­კაც­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ­ცერთ ოლიმ­პი­ა­და­ზე ყო­ფი­ლა. პო­ლი­ცია და ჯა­რის­კა­ცე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ზრუ­ნა­ვენ იმა­ზე, რომ ტე­რაქ­ტე­ბის­გან და­ცუ­ლი იყოს "რიო 2016".

- თქვენ­თვის, რით არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი "რიო 2016" წინა ოლიმ­პი­ა­დე­ბის­გან?

- ყვე­ლა ოლიმ­პი­ურ თა­მაშს სა­კუ­თა­რი დატ­ვირ­თვა აქვს და გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. ვფიქ­რობ ბრა­ზი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დაგ­ვა­მახ­სოვ­რდე­ბა, ასე­თი დიდი შე­მად­გენ­ლო­ბით არას­დროს ყო­ფი­ლა ნაკ­რე­ბი ოლიმ­პი­ა­და­ზე და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ ბი­ჭე­ბი რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ხა­რონ.

- ცნო­ბი­ლია, რომ მო­ცუ­რა­ვე ირაკ­ლი ბოლ­ქვა­ძემ დო­პინგ-ტეს­ტი ვერ გა­ი­ა­რა, რა ბედი ეწია მას ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე?

- მე­ო­რედ შე­ა­მოწ­მე­ბენ ირაკ­ლის და იმე­დი გვაქვს დამ­ტკიც­დე­ბა მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა. ვფიქ­რობთ, რომ გა­უ­გებ­რო­ბა იყო. თა­ვად ირაკ­ლიც არ ეთან­ხმე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამი­ტომ მას მე­ო­რედ ჩა­უ­ტარ­დე­ბა ტეს­ტი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

"როცა გავდივართ ყველა ჩვენთან მოდის, ავტოგრაფს გვთხოვენ..." - ქართველი სპორტსმენების შთაბეჭდილებები "რიო 2016"-ზე

"როცა გავდივართ ყველა ჩვენთან მოდის, ავტოგრაფს გვთხოვენ..." - ქართველი სპორტსმენების შთაბეჭდილებები "რიო 2016"-ზე

"რიოს 2016" წლის ოლიმპიური თამაშები ორი დღის წინ საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადაზე საქართველოდან სპორტსმენები უკვე გაემგზავრნენ, ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა კი წარმატებით იასპარეზა და უკვე ოლიმპიადის ნახევარფინალშია. "რიო 2016"-ის შთაბეჭდილებების შესახებ, Ambebi.ge-ს მოცურავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურა ხომასურიძე ესაუბრა.

- ძალიან მაგარი შემართებით არიან ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადაზე, ყველა თავდაჯერებული და დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, რაც სპორტსმენის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენს ბიჭებზე და ვიცი რომ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს.

- როგორი სანახავი იყო გახსნის ცერემონიალი ეკრანს მიღმა?

- შთამბეჭდავი გახსნის ცერემონიალი იყო, ბრაზილიურ სტილში გადაწყვეტილი, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ფეირვერკი, რომლითაც დასრულდა გახსნის ცერემონიალი, ძალიან დიდი ემოციებით ვართ დახუნძლულები. რაც შეეხება ჩვენი სპორტსმენების ჩაცმულობას, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა საქართველოში, მე ვიტყვი რომ ბიჭებს ძალიან კარგად ეცვათ, მე მომწონს. უბრალოდ გოგონების ჩაცმულობაში შევიტანდი პატარ-პატარა ცვლილებებს.

- თუ ახერხებთ ოლიმპიური სოფლის გარეთ გასვლას?

- რა თქმა უნდა ვახერხებთ, მაგრამ ახლა შეჯიბრებები დაიწყო და ნაკლები დრო გვექნება ამისთვის. ყველა კარგად გვხვდება, ერთად ვცხოვრობთ ოლიმპიურ სოფელში და მეგობრულად ვართ ერთმანეთთან.

- ცნობილია რომ კრიმინალური ქვეყანაა ბრაზილია, თუ გიგრძვნიათ ეს რიოს ქუჩებში?

- ჩვენ მაინც ქართველები ვართ, ყველაფერი გავლილი გვაქვს, მსგავსი რაღაცეები არ გვაშინებს და არც დისკომფორტს გვიქმნის. პირიქით, მეგობრული ხალხი არიან ბრაზილიელები. ოლიმპიური სოფლიდან როცა გავდივართ ყველა ჩვენთან მოდის, ავტოგრაფს გვთხოვს, სურათს იღებენ ჩვენთან და ა.შ.

- უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია?

- ჩემთვის ეს რიგით მესამე ოლიმპიადაა და ასეთი გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები არცერთ ოლიმპიადაზე ყოფილა. პოლიცია და ჯარისკაცები აკონტროლებენ ყველაფერს და მაქსიმალურად ზრუნავენ იმაზე, რომ ტერაქტებისგან დაცული იყოს "რიო 2016".

- თქვენთვის, რით არის განსხვავებული "რიო 2016" წინა ოლიმპიადებისგან?

- ყველა ოლიმპიურ თამაშს საკუთარი დატვირთვა აქვს და განსხვავდება ერთმანეთისგან. ვფიქრობ ბრაზილია განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდება, ასეთი დიდი შემადგენლობით არასდროს ყოფილა ნაკრები ოლიმპიადაზე და ყველაფერს გააკეთებენ ბიჭები რომ საქართველო გაახარონ.

- ცნობილია, რომ მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა, რა ბედი ეწია მას ოლიმპიურ თამაშებზე?

- მეორედ შეამოწმებენ ირაკლის და იმედი გვაქვს დამტკიცდება მისი უდანაშაულობა. ვფიქრობთ, რომ გაუგებრობა იყო. თავად ირაკლიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ მას მეორედ ჩაუტარდება ტესტი.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი