საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრადიციული ქართული ქორწილის 21 უნიკალური ნიშან-თვისება
ტრადიციული ქართული ქორწილის 21 უნიკალური ნიშან-თვისება

გუ­რამ შე­რო­ზი­ას ბლო­გი:

ქორ­წი­ლი ქარ­თუ­ლად, მთე­ლი თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბით, ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბით, გან­ხილ­ვე­ბით, სრუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო ხით და თა­ვი­სი რამ­დე­ნი­მე, უნი­კა­ლუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბით, მათ შო­რის:

1. და­წყე­ბუ­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი შემ­ზა­დე­ბე­ბით, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ნა­თე­სა­ვე­ბის მო­პა­ტი­ჟე­ბით, მერე გა­მორ­კვე­ვე­ბით – ეს სი­ძის ნა­თე­სა­ვია, პა­ტარ­ძლის, თუ ჩან­გალ­ზეა შე­მო­სუ­ლი?

2. მერე, სიძე-პა­ტარ­ძლის, ოჯახ­ში ტეფ­შის გა­ტეხ­ვით შე­მობ­რძა­ნე­ბა და ამ თეფ­შის ნა­ტე­ხე­ბის და­ტა­ცე­ბა "გა­სა­თხო­ვა­რი" გო­გო­ნე­ბის მიერ, იქ­ნე­ბა და ღა­მით "სა­ბე­დო" და­ე­სიზ­მროთ

3. სი­ძის ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ნა­თე­სა­ვე­ბის შე­კი­თხვე­ბი ყვე­ლა სტუ­მარ­თან: აბა, შე­ა­ფა­სეთ, რამ­ფე­რი/რა­ვა­რი პა­ტარ­ძა­ლი გვყავს? თით­ქოს ახა­ლი ჯინ­სი იყი­დეს, ან ლარ­ნა­კი დად­გეს შე­მო­სას­ვლელ­ში და ჩვე­ნი აზრი აინ­ტე­რე­სებთ. პა­ტარ­ძა­ლიც, პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში, ნერ­ვი­უ­ლად აფა­ხუ­ლებს დაგ­რძე­ლე­ბულ წამ­წა­მებს. გინ­და უთხრა: უიჰ, რას ჰგავს! და სა­ხე­ზე ღი­მი­ლი შე­ა­ყი­ნო ამ უტაქ­ტო ნა­თე­სა­ვებს, დე­დამ­თილს, მუ­ლებს, თუ ვინც იქ­ნე­ბა და ბო­ლოს ისევ გა­ნივ­თე­ბუ­ლი პა­ტარ­ძა­ლი გე­ცო­დე­ბა და მხრებს იჩე­ჩავ, ან მის "კრა­სა­ვი­ცო­ბას" თა­ვის დაქ­ნე­ვით ადას­ტუ­რებ …

4. გა­დაპ­რამ­ჭულ-გა­დაყ­ვა­ვი­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით მთე­ლი ქა­ლა­ქის სიგ­ნა­ლი­ე­ბით და კი­ვილ-წი­ვი­ლით შე­მორ­ბე­ნა, "გონ­კა­ო­ბა"

5. თეთრ კა­ბი­ა­ნი, კა­ბის ბო­ლოს მი­წა­ზე მთრე­ვე­ლი პა­ტარ­ძა­ლი და ორი, ერ­თნა­ირ ფე­რებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მეჯ­ვა­რე (ნუ ძი­რი­თა­დად კრე­მის­ფე­რებ­ში) და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გან­ხილ­ვა ჭო­რი­კა­ნა სტუმ­რე­ბის მიერ:

. პა­ტარ­ძა­ლი სჯობს, მარ­ჯვე­ნა მეჯ­ვა­რე თუ შუა?

. გოგო უკე­თე­სია, თუ ბიჭი?

. პა­ტა­რა­ძა­ლი ლა­ივ­ში უკე­თე­სია, თუ ფო­ტო­ებ­ზე უფრო კარ­გი ჩან­და?

. კოჭი რა­ღაც მსხვი­ლი აქვს? კბი­ლე­ბი ოდ­ნავ წინ წა­მო­წე­უ­ლი? იდაყ­ვე­ბი არ აქვს დახ­ვე­წი­ლი? რა­ტომ­ღაც სიძე არ ხვდე­ბა მსგავ­სი კრი­ტი­კის თუ გან­ხილ­ვის ქარ­ცე­ცხლში, ანუ სექ­სიზ­მი ამ ნა­წილ­შიც მძვინ­ვა­რებს

6. თა­მა­და, თა­ვი­სი ბრტყელ-ბრტყე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით და მა­მა­კა­ცე­ბის ყო­ველ მე­ო­რე სა­დღეგ­რძე­ლო­ზე, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა. ასე­ვე, რე­ლი­გი­უ­რი, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის მთე­ლი სე­რია, როცა არა­ვინ კი­თხუ­ლობს შენს სარ­წმუ­ნო­ე­ბას, იქ­ნე­ბა და რა სარ­წმუ­ნო­ე­ბის ვარ… არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ნეფე-დე­დოფ­ლის მშობ­ლე­ბის სცე­ნა­ზე გა­მოყ­ვა­ნა და ისე და­ლოც­ვა, მერე დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის ჯე­რიც დად­გე­ბა. ვაი და რო­მე­ლი­მეს და არ ჰყავ­დეს და "უდოს" იარ­ყი­ლი აეკ­რას (პა­ტარ­ძალს ამას არ აკად­რე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად ხუმ­რო­ბის ად­რე­სა­ტი სი­ძეა ხოლ­მე)… ამ გაც­ვე­თილ ხუმ­რო­ბა­ზეც, ჩაბ­ჟი­რე­ბით სი­ცილ-კის­კი­სი და "უი შენ რა ენა გაქვს", ან "ენა რომ არ გქონ­დეს ყვა­ვი წა­გი­ღებ­და" კო­მენ­ტა­რე­ბი;

7. თეთ­რი სკა­მე­ბი, თეთ­რი მა­გი­და, ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რი, აბ­რე­შუ­მის თუ ატ­ლა­სის, ყვე­ლა­ფე­რი სა­ზე­ი­მო, ყვე­ლა­ფე­რი გა­დაპ­რან­ჭუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ბრჭყვი­ა­ლა და ბრდღვი­ა­ლა…

8. ხან­და­ხან სიძე ბა­ტო­ნი ჩო­ხით, მაგ­რამ პა­ტარ­ძა­ლი მა­ინც იმ თეთ­რი, უზარ­მა­ზარ ბო­ლო­ი­ა­ნი კა­ბით, რო­გორ უხ­დე­ბა ეს ორი ჩაც­მუ­ლო­ბა ერ­თმა­ნეთს!

9. პა­ტარ­ძალ-მეჯ­ვა­რე­ე­ბის სახე-გულ-მკერ­დში და­უ­ნა­ნებ­ლად ჩაც­ლი­ლი მბრწყი­ნა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ გა­და­კოც­ნი და მერე სა­ხი­დან ვე­რას­დროს რომ ვერ იშო­რებ.

10. პა­ტარ­ძლის გა­მო­ცუნ­ცუ­ლე­ბა და თა­ი­გუ­ლის სრო­ლის რი­ტუ­ა­ლი. აქაც დოგ­მა, ორ­ჯერ "ვი­თომ სრო­ლა" და ღა­და­ო­ბა, გა­თხო­ვე­ბას (და­ო­ჯა­ხე­ბას არა, იმენ­ნა "გა­თხო­ვე­ბას") მო­წყუ­რე­ბულ გო­გო­ნებ­თან და რამ­დე­ნი­მე ბი­ჭთან (ვე­რას­დროს ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ დგე­ბოდ­ნენ ყვა­ვილ­თა დამ­ჭე­რის რი­გებ­ში) და მე­სა­მე და სა­მარ­თა­ლი. ჰა, ვი­ღა­ცამ და­ი­ჭი­რა, უკვე მე­ხუ­თე ქორ­წი­ლია ზე­დი­ზედ ეგ იჭერს, მაგ­რამ ვაი რომ არც პრინ­ცი ჩანს და არც თეთ­რი რაში, არც ერ­თად და არც ცალ­ცალ­კე?

11. მერე (ან მა­ნამ­დე) "გორ­კა, გორ­კა­აა" ძა­ხი­ლი და წყვი­ლის სა­ჯა­რო მტლა­შა-მტლუ­ში, ენე­ბის ტრი­ა­ლით, ან გა­რე­შე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ტრადიციული ქართული ქორწილის 21 უნიკალური ნიშან-თვისება

ტრადიციული ქართული ქორწილის 21 უნიკალური ნიშან-თვისება

გურამ შეროზიას ბლოგი:

ქორწილი ქართულად, მთელი თავისი ღირსებებით, ბედნიერი მომენტებით, განხილვებით, სრული საგვარეულო ხით და თავისი რამდენიმე, უნიკალური ნიშან-თვისებით, მათ შორის:

1. დაწყებული გრანდიოზული შემზადებებით, მსოფლიოს მასშტაბით ნაცნობი თუ უცნობი ნათესავების მოპატიჟებით, მერე გამორკვევებით – ეს სიძის ნათესავია, პატარძლის, თუ ჩანგალზეა შემოსული?

2. მერე, სიძე-პატარძლის, ოჯახში ტეფშის გატეხვით შემობრძანება და ამ თეფშის ნატეხების დატაცება "გასათხოვარი" გოგონების მიერ, იქნება და ღამით "საბედო" დაესიზმროთ

3. სიძის ბედნიერი და ამაყი ნათესავების შეკითხვები ყველა სტუმართან: აბა, შეაფასეთ, რამფერი/რავარი პატარძალი გვყავს? თითქოს ახალი ჯინსი იყიდეს, ან ლარნაკი დადგეს შემოსასვლელში და ჩვენი აზრი აინტერესებთ. პატარძალიც, პასუხის მოლოდინში, ნერვიულად აფახულებს დაგრძელებულ წამწამებს. გინდა უთხრა: უიჰ, რას ჰგავს! და სახეზე ღიმილი შეაყინო ამ უტაქტო ნათესავებს, დედამთილს, მულებს, თუ ვინც იქნება და ბოლოს ისევ განივთებული პატარძალი გეცოდება და მხრებს იჩეჩავ, ან მის "კრასავიცობას" თავის დაქნევით ადასტურებ …

4. გადაპრამჭულ-გადაყვავილებული მანქანებით მთელი ქალაქის სიგნალიებით და კივილ-წივილით შემორბენა, "გონკაობა"

5. თეთრ კაბიანი, კაბის ბოლოს მიწაზე მთრეველი პატარძალი და ორი, ერთნაირ ფერებში გამოწყობილი მეჯვარე (ნუ ძირითადად კრემისფერებში) და დაუსრულებელი განხილვა ჭორიკანა სტუმრების მიერ:

. პატარძალი სჯობს, მარჯვენა მეჯვარე თუ შუა?

. გოგო უკეთესია, თუ ბიჭი?

. პატარაძალი ლაივში უკეთესია, თუ ფოტოებზე უფრო კარგი ჩანდა?

. კოჭი რაღაც მსხვილი აქვს? კბილები ოდნავ წინ წამოწეული? იდაყვები არ აქვს დახვეწილი? რატომღაც სიძე არ ხვდება მსგავსი კრიტიკის თუ განხილვის ქარცეცხლში, ანუ სექსიზმი ამ ნაწილშიც მძვინვარებს

6. თამადა, თავისი ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებით და მამაკაცების ყოველ მეორე სადღეგრძელოზე, ფეხზე წამოდგომა. ასევე, რელიგიური, მართლმადიდებლური სადღეგრძელოების მთელი სერია, როცა არავინ კითხულობს შენს სარწმუნოებას, იქნება და რა სარწმუნოების ვარ… არ დაგვავიწყდეს ნეფე-დედოფლის მშობლების სცენაზე გამოყვანა და ისე დალოცვა, მერე დედმამიშვილების ჯერიც დადგება. ვაი და რომელიმეს და არ ჰყავდეს და "უდოს" იარყილი აეკრას (პატარძალს ამას არ აკადრებენ, შესაბამისად ხუმრობის ადრესატი სიძეა ხოლმე)… ამ გაცვეთილ ხუმრობაზეც, ჩაბჟირებით სიცილ-კისკისი და "უი შენ რა ენა გაქვს", ან "ენა რომ არ გქონდეს ყვავი წაგიღებდა" კომენტარები;

7. თეთრი სკამები, თეთრი მაგიდა, ყველაფერი თეთრი, აბრეშუმის თუ ატლასის, ყველაფერი საზეიმო, ყველაფერი გადაპრანჭული, ყველაფერი ბრჭყვიალა და ბრდღვიალა…

8. ხანდახან სიძე ბატონი ჩოხით, მაგრამ პატარძალი მაინც იმ თეთრი, უზარმაზარ ბოლოიანი კაბით, როგორ უხდება ეს ორი ჩაცმულობა ერთმანეთს!

9. პატარძალ-მეჯვარეების სახე-გულ-მკერდში დაუნანებლად ჩაცლილი მბრწყინავი ნივთიერებები, რომ გადაკოცნი და მერე სახიდან ვერასდროს რომ ვერ იშორებ.

10. პატარძლის გამოცუნცულება და თაიგულის სროლის რიტუალი. აქაც დოგმა, ორჯერ "ვითომ სროლა" და ღადაობა, გათხოვებას (დაოჯახებას არა, იმენნა "გათხოვებას") მოწყურებულ გოგონებთან და რამდენიმე ბიჭთან (ვერასდროს ვხვდებოდი, რატომ დგებოდნენ ყვავილთა დამჭერის რიგებში) და მესამე და სამართალი. ჰა, ვიღაცამ დაიჭირა, უკვე მეხუთე ქორწილია ზედიზედ ეგ იჭერს, მაგრამ ვაი რომ არც პრინცი ჩანს და არც თეთრი რაში, არც ერთად და არც ცალცალკე?

11. მერე (ან მანამდე) "გორკა, გორკააა" ძახილი და წყვილის საჯარო მტლაშა-მტლუში, ენების ტრიალით, ან გარეშე.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს