მოდა და პოლიტიკა - ვინ იცვამს ყველაზე გემოვნებიანად ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში?!

მოდა და პოლიტიკა - ვინ იცვამს ყველაზე გემოვნებიანად ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში?!

მართალია პოლიტიკოსის პირდაპირი მოვალეობა მისი პოლიტიკური საქმიანობის შეასრულებაა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხშირად ხვდება გემოვნებიანად ჩაცმულ ადამიანთა სიაში. გადავწყვიტეთ რამდენიმე მათგანი სხვა კუთხით გაგაცნოთ.

კახა კალაძე

ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს პოლიტიკაში მოსვლამდე თავბრუსდამხვევი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რად დროსაც მოდელობასაც ახერხებდა. ის ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა მოდურ წვეულებებს და ყოველთვის გამორჩეული ჩაცმის სტილი ჰქონდა. უკვე პოლიტიკოსი კახა კალაძე მის სტილს არც ახლა ღალატობს და ოფიციალური შეხვედრების დროსაც კი, გამორჩეულად იცვამს. "გემოვნებით ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ასეა", - ამბობს ერთ-ერთი ინტერვიუში კახა კალაძე.

ხათუნა თოთლაძე

ის 2 წელია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს პოპულარობა არ იზიდავს და ცოტამ თუ იცის მისი წარმატებული კარიერის შესახებ. ის წლებია სამინისტროს თანამშრომელია და ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს. ცნობილი დიზაინერის მეუღლე ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილით. მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ხშირად მონაწილეობს შეხვედრებსა თუ მიღებებში, სადაც ძირითადად ჩაცმულობის ოფიციალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას. ის წლების წინ ხშირად მონაწილეობდა მეუღლის ჩვენებებში და პოდიუმზე მის შექმნილ ტანსაცმელს წარადგენდა.

ნიკა მელია

მამრობითი სქესის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს მოდურად ჩაცმულს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაა. მისი ყოველდღიური სტილი უფრო ოფიციალურია, თუმცა მოსახლეობასთან შეხვედრებზე ის უფრო თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას. განსაკუთრებით იმპოზანტურად კი გრძელ პალტოებსა და ყელზე შემოხვეულ შარფებში გამოიყურება.

მარიამ საჯაია და თინა ბოკუჩავა

შეიძლება ითქვას, ყოველთვის ფორმაში არიან და ელეგანტურად გამოიყურებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქალბატონები - მარიამ საჯაია და თინა ბოკუჩავა. ორი ახალგაზრდა ქალბატონის ჩაცმის სტილი ბევრში დიდ მოწონებას იწვევს.

გაგრძელება+ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი