მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი ლევან იზორიაზე - შევეცდები უახლოეს ორი თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა
თინა ხიდაშელი ლევან იზორიაზე - შევეცდები უახლოეს ორი თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი, თავ­დაც­ვის მოქ­მე­დი მი­ნის­ტრის ლე­ვან იზო­რი­ას მიერ "ოდე­ე­რე­ბის" სა­კი­თხზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს. რო­გორც ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, ლე­ვან იზო­რი­ას მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ყვე­ლა სი­ტყვა ტყუ­ი­ლია.

ხი­და­შე­ლი მის შემ­ცვლელს, "ოდე­ე­რე­ბის" სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ფაქტსაც ახ­სე­ნებს.

"ქვეყ­ნის და საქ­მის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­ტონ ლე­ვან იზო­რი­ა­ზე, რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრზე, შე­ვეც­დე­ბი უახ­ლო­ეს 2 თვე­ში არა­ფე­რი ვთქვა, თუ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცუდი არა­ფე­რი გა­ა­კე­თა. იქა­უ­რო­ბა იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ჯა­რის პრეს­ტიჟს, სა­ხელს, პა­ტივს ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებ­ში შე­ვეც­დე­ბი ბო­ლომ­დე გა­ვუფრ­თხილ­დე და მო­ვე­ფე­რო! და­ნარ­ჩენს რაც შე­ე­ხე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია არ ვა­პი­რებ ვის­მი­ნო და გა­ვა­ტა­რო. პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფას რომ ვერ გა­ექ­ცა, ეს სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ მისი პრობ­ლე­მაა. ამას არ შე­ვე­ხე­ბი. მას­ზე პი­რა­დად პირ­ვე­ლი­ვე დღეს ვი­სა­უბ­რე "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში და ვი­საც გა­ინ­ტე­რე­სებთ ნა­ხეთ. შე­ვე­ცა­დე მხო­ლოდ კარ­გი გამ­ხსე­ნე­ბო­და.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა "ოდე­ე­რე­ბის" თე­მას. ტყუ­ი­ლია ყვე­ლა სი­ტყვა, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხზე გუ­შინ მო­ვის­მი­ნეთ ლე­ვან იზო­რი­ას­გან "პო­ლი­ტი­კა­ში"

1. ამ 4 წლის მან­ძილ­ზე ერთი დღე და ერთი ღამე არ ყო­ფი­ლა, ამ თე­მა­ზე რომ არ მე­ლა­პა­რა­კა ან მე, ან ჩემს მე­გობ­რებს.

2. მონ­სტრი შსს-დან სუს-ის გა­მო­ყო­ფა - "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით მოხ­და,

3. მოს­მე­ნე­ბის კა­ნო­ნი - "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" ალ­ტერ­ნა­ტი­ვა (სწო­რედ სუს-ს ეხე­ბო­და),

4. "ოდე­ე­რე­ბის" კა­ნო­ნი - "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" ალ­ტერ­ნა­ტი­ვა (სწო­რედ სუს-ს ეხე­ბო­და)

5. ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და სრუ­ლი უსუ­სუ­რო­ბა და უუ­ნა­რო­ბა, რო­მე­ლიც თქვენ გა­მო­ი­ჩი­ნეთ (სწო­რედ სუს-ს ეხე­ბო­და). ყვე­ლა ეს სა­კი­თხი ცხა­რე დე­ბა­ტე­ბის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სწო­რედ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" ვი­ყა­ვით ეპი­ცენ­ტრში.

6. ვი­დეო არ­ქი­ვე­ბი არ­სე­ბობს, ხმის მი­ცე­მის ის­ტო­რია პარ­ლა­მენ­ტში და ახლა, თუ მა­ინ­ცდა­მი­ანც იმას არ ვამ­ბობ­დი, რომ ჩემს ტე­ლე­ფონს უს­მენთ-მეთ­ქი მხო­ლოდ იმის ბრა­ლია, რომ ვახო გო­მე­ლა­ურს, პი­რა­დად ძა­ლი­ან დიდი პა­ტივს ვცემ და მისი ნამ­დვი­ლად მჯე­რა.

7. გუ­შინ ეთერ­ში ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი ამ­ბობ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი "ოდე­ე­რე­ბის" მხრი­დან ჩა­რე­ვა­ზე რომ სა­უბ­რობ­დნენ არა­და­მა­ჯა­რე­ბე­ლია, ვი­ნა­იდნ შე­ეძ­ლოთ ჩა­ე­წე­რათ ეს ამ­ბე­ბი და მერე პა­სუხს მოვ­თხოვ­დი­თო.

სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტო­ნო ლე­ვან, 4 წლის მან­ძილ­ზე ჩემი და შენი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ექ­რო­ბის ერთი ეპი­ზო­დი გა­მახ­სენ­და. შენი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბის და­ნის ტრი­ა­ლი ჩხო­რო­წყუ­ში, სხვა­თა შო­რის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში (მა­შინ სწო­რედ ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი გა­მოვგზავ­ნეთ ჩხო­რო­წყუ­დან და­ნე­ბის ტრი­ალ­ზე) და გე­მახ­სოვ­რე­ბა, ჩემი და შენი შესკდო­მა ამ ფაქ­ტის ხე­ლის და­ფა­რე­ბის გამო. ჩხო­რო­წყუ­ში კარ­გად ახ­სოვთ.

8. სწო­რედ "ოდე­ე­რე­ბის" სა­კი­თხზე ვი­კა­მა­თეთ მე და შენ მწვა­ვედ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე (იმე­დია ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობს მთავ­რო­ბის სხდო­მის), რო­დე­საც იმ მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლი კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით შე­მო­გ­ქონ­და დე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც სუს-ი ყვე­ლა უწყე­ბის გენ.ინ­სპექ­ცი­ის, შიდა აუ­დი­ტის, სა­ფი­ნან­სო და შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და პრო­ტო­კო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ებს ითავ­სებ­და. სწო­რედ იმი­ტომ, რომ ჩემი ხმა არ გქონ­და, ვერ გა­ვი­და იმ სხდო­მა­ზე ეს პრო­ექ­ტი მა­შინ. მერე არა­ფორ­მა­ლუ­რად და­ი­წყეთ იმის კე­თე­ბა, რაც დე­ბუ­ლე­ბით ვერ და­კა­ნონ­და, თუმ­ცა ჩემი ერთ-ერთი მივ­ლი­ნე­ბის დროს მა­ინც გა­ი­ტა­ნეთ მთავ­რო­ბა­ზე.

9. და ბო­ლოს, ეხლა უკვე გა­სა­გე­ბია რას გუ­ლის­ხმობ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დის ჰო­მო­გე­ნუ­რო­ბა­ში (ანუ წინა შე­მად­გენ­ლო­ბის არაჰო­მო­გე­ნუ­რო­ბა­ში) - სხვა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ნის­ტრის სა­ჯა­რო აქ­ტი­უ­რო­ბაა თურ­მე სა­ხელ­მწი­ფო­სა და ქვე­ყა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, თო­რემ იმა­ვე პოსტზე თა­ნა­პარ­ტი­ე­ლის იგი­ვე ქმე­დე­ბა საქ­ვეყ­ნო საქ­მეა!..

10. პარ­ტი­ის და სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის და მმარ­თვე­ლი გუნ­დის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო უსაფრ­თხო­ე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან მო­რიგ ჯერ­ზე გა­ი­გი­ვე­ბა კარ­გს კვლავ არა­ფერს მო­ი­ტანს, თო­რემ არ­ჩე­ვა­ნი თქვე­ნია... მე კი რაც არ უნდა პო­ლი­ტი­კურ პა­ექ­რო­ბა­ში ვიყო ჩარ­თუ­ლი ვინ­მეს­თან, ყო­ველ­თვის მზად ვიქ­ნე­ბი თავ­დაც­ვის სფე­რო­ში გა­სა­ტა­რე­ბე­ლი იმ რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა-და­წყე­ბა­ში და­ვუდ­გე გვერ­დში ყვე­ლას, რომ­ლე­ბიც წას­ვლის წინ პრე­მი­ე­რის­თვის, ჩემს მიერ გა­და­ცე­მულ 50-გვერ­დი­ან "ან­დერ­ძშია" მი­თი­თე­ბუ­ლი", - წერს თინა ხი­და­შე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თინა ხიდაშელი ლევან იზორიაზე - შევეცდები უახლოეს ორი თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა

თინა ხიდაშელი ლევან იზორიაზე - შევეცდები უახლოეს ორი თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, თავდაცვის მოქმედი მინისტრის ლევან იზორიას მიერ "ოდეერების" საკითხზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. როგორც ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ლევან იზორიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების ყველა სიტყვა ტყუილია.

ხიდაშელი მის შემცვლელს, "ოდეერების" საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტსაც ახსენებს.

"ქვეყნის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონ ლევან იზორიაზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე, შევეცდები უახლოეს 2 თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა. იქაურობა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს და ჯარის პრესტიჟს, სახელს, პატივს ნებისმიერ პირობებში შევეცდები ბოლომდე გავუფრთხილდე და მოვეფერო! დანარჩენს რაც შეეხება, ბუნებრივია არ ვაპირებ ვისმინო და გავატარო. პირად შეურაცხყოფას რომ ვერ გაექცა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მისი პრობლემაა. ამას არ შევეხები. მასზე პირადად პირველივე დღეს ვისაუბრე "პალიტრის" ეთერში და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ. შევეცადე მხოლოდ კარგი გამხსენებოდა.

ახლა რაც შეეხება "ოდეერების" თემას. ტყუილია ყველა სიტყვა, რომელიც ამ საკითხზე გუშინ მოვისმინეთ ლევან იზორიასგან "პოლიტიკაში"

1. ამ 4 წლის მანძილზე ერთი დღე და ერთი ღამე არ ყოფილა, ამ თემაზე რომ არ მელაპარაკა ან მე, ან ჩემს მეგობრებს.

2. მონსტრი შსს-დან სუს-ის გამოყოფა - "რესპუბლიკელების" დაჟინებული მოთხოვნით მოხდა,

3. მოსმენების კანონი - "რესპუბლიკელების" ალტერნატივა (სწორედ სუს-ს ეხებოდა),

4. "ოდეერების" კანონი - "რესპუბლიკელების" ალტერნატივა (სწორედ სუს-ს ეხებოდა)

5. ფარული ვიდეოების გავრცელება და სრული უსუსურობა და უუნარობა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ (სწორედ სუს-ს ეხებოდა). ყველა ეს საკითხი ცხარე დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა და სწორედ "რესპუბლიკელები" ვიყავით ეპიცენტრში.

6. ვიდეო არქივები არსებობს, ხმის მიცემის ისტორია პარლამენტში და ახლა, თუ მაინცდამიანც იმას არ ვამბობდი, რომ ჩემს ტელეფონს უსმენთ-მეთქი მხოლოდ იმის ბრალია, რომ ვახო გომელაურს, პირადად ძალიან დიდი პატივს ვცემ და მისი ნამდვილად მჯერა.

7. გუშინ ეთერში ბატონი მინისტრი ამბობდა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში უნივერსიტეტის სტუდენტები "ოდეერების" მხრიდან ჩარევაზე რომ საუბრობდნენ არადამაჯარებელია, ვინაიდნ შეეძლოთ ჩაეწერათ ეს ამბები და მერე პასუხს მოვთხოვდითო.

სამწუხაროდ, ბატონო ლევან, 4 წლის მანძილზე ჩემი და შენი პოლიტიკური პაექრობის ერთი ეპიზოდი გამახსენდა. შენი უახლოესი ნათესავების დანის ტრიალი ჩხოროწყუში, სხვათა შორის, "ქართული ოცნების" ოფისში (მაშინ სწორედ ვიდეო ჩანაწერი გამოვგზავნეთ ჩხოროწყუდან დანების ტრიალზე) და გემახსოვრება, ჩემი და შენი შესკდომა ამ ფაქტის ხელის დაფარების გამო. ჩხოროწყუში კარგად ახსოვთ.

8. სწორედ "ოდეერების" საკითხზე ვიკამათეთ მე და შენ მწვავედ მთავრობის სხდომაზე (იმედია ჩანაწერები არსებობს მთავრობის სხდომის), როდესაც იმ მრავალტანჯული კანონის გვერდის ავლით შემოგქონდა დებულება, სადაც სუს-ი ყველა უწყების გენ.ინსპექციის, შიდა აუდიტის, საფინანსო და შესყიდვების დეპარტამენტის, საერთაშორისო და პროტოკოლის დეპარტამენტების ფუნქციებს ითავსებდა. სწორედ იმიტომ, რომ ჩემი ხმა არ გქონდა, ვერ გავიდა იმ სხდომაზე ეს პროექტი მაშინ. მერე არაფორმალურად დაიწყეთ იმის კეთება, რაც დებულებით ვერ დაკანონდა, თუმცა ჩემი ერთ-ერთი მივლინების დროს მაინც გაიტანეთ მთავრობაზე.

9. და ბოლოს, ეხლა უკვე გასაგებია რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებული გუნდის ჰომოგენურობაში (ანუ წინა შემადგენლობის არაჰომოგენურობაში) - სხვა პარტიის წარმომადგენელი მინისტრის საჯარო აქტიურობაა თურმე სახელმწიფოსა და ქვეყანის ინტერესების საწინააღმდეგო, თორემ იმავე პოსტზე თანაპარტიელის იგივე ქმედება საქვეყნო საქმეა!..

10. პარტიის და სახელმწიფოს, სახელმწიფო უსაფრთხოების და მმართველი გუნდის სახელისუფლებო უსაფრთხოების ერთმანეთთან მორიგ ჯერზე გაიგივება კარგს კვლავ არაფერს მოიტანს, თორემ არჩევანი თქვენია... მე კი რაც არ უნდა პოლიტიკურ პაექრობაში ვიყო ჩართული ვინმესთან, ყოველთვის მზად ვიქნები თავდაცვის სფეროში გასატარებელი იმ რეფორმების გაგრძელება-დაწყებაში დავუდგე გვერდში ყველას, რომლებიც წასვლის წინ პრემიერისთვის, ჩემს მიერ გადაცემულ 50-გვერდიან "ანდერძშია" მითითებული", - წერს თინა ხიდაშელი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."