მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოსთვის... რაგბის მოედანზეც და ომშიც!
საქართველოსთვის... რაგბის მოედანზეც და ომშიც!

ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბის­თვის მო­ე­და­ნია ბრძო­ლის ველი, მაგ­რამ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს მო­რაგ­ბე­ე­ბი მზად იყ­ვნენ, ია­რა­ღი­თაც ებ­რძო­ლათ სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად! ეს ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვია... მაგ­რამ არის სხვა ამ­ბე­ბიც - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ჰავ­ბე­კის, გი­ორ­გი ბე­გა­ძის ფო­ტოს, რო­მელ­ზეც სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი მო­რაგ­ბე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ბე­გა­ძე იმ დროს რე­ზერ­ვის­ტი იყო და როცა სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად უხ­მეს, ოვა­ლუ­რი ბურ­თი ავ­ტო­მატ­ზე გაც­ვა­ლა.

რე­ზერ­ვის­ტებს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­ში ჩარ­თვა არ დას­ცალ­დათ და ბეგო ამ თე­მა­ზე ლა­პა­რაკს ამი­ტო­მაც ერი­დე­ბა - ომის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბი­აო... მაგ­რამ მისი ომი დღე­საც გრძელ­დე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ვე­ლი მატ­ჩის დროს! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კი... გი­ორ­გი ბე­გა­ძე­მაც და სა­ქარ­თვე­ლოს მთელ­მა ნაკ­რებ­მაც უკვე გა­ა­კე­თეს - მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი თა­მა­შით, კი­დევ უფრო მეტი ქო­მა­გის გული და 2019 წლის მსოფ­ლიო თა­სის საგ­ზუ­რი მო­ი­გეს!

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს "ქარ­თუ­ლი რაგ­ბის მე­ო­მარ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რამ" 2015 წელს ჩა­წე­რა:

- "მებ­რძო­ლი ომ­შიც და მო­ე­დან­ზეც!" - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ფო­ტო­სუ­რათს, რო­მელ­ზეც სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გი­ორ­გი ბე­გა­ძე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს არის აღ­ბეჭ­დი­ლი. მო­ე­დან­ზე რომ ბო­ლომ­დე იბ­რძვი, ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ ბრძო­ლამ რე­ზერ­ვის­ტო­ბის დრო­საც მო­გი­წია?

- არც კი ვიცი, ვინ გა­და­ი­ღო ან სა­ი­დან გავ­რცელ­და ეს ფოტო... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა - როცა აგ­ვის­ტოს ომი და­ი­წყო, რე­ზერ­ვის­ტი ვი­ყა­ვი, გა­მოგ­ვი­ძა­ხეს და წა­ვე­დით... რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ფოტო ვი­ღა­ცამ გა­ავ­რცე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და ამას მოჰ­ყვა ინ­ტე­რე­სი, თო­რემ ვი­მე­ო­რებ, ამ ამ­ბავ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია.

- თუმ­ცა რაგ­ბიც ხომ თა­ვი­სე­ბუ­რი ომია!

- მო­რაგ­ბის "ია­რა­ღი" თავ­და­დე­ბუ­ლი ბრძო­ლა და გა­უ­ტე­ხე­ლი ხა­სი­ა­თია! შენი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით თა­მა­შობ და ორ­მა­გად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხარ, რად­გან შენი სამ­შობ­ლოს­თვის, გვერ­დით მდგო­მი მე­გობ­რის­თვის იბ­რძვი! წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

რატი შე­ლე­გია, "კვი­რის პა­ლიტ­რა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოსთვის... რაგბის მოედანზეც და ომშიც!

საქართველოსთვის... რაგბის მოედანზეც და ომშიც!

ქართველი მორაგბისთვის მოედანია ბრძოლის ველი, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მორაგბეები მზად იყვნენ, იარაღითაც ებრძოლათ სამშობლოს დასაცავად! ეს ნამდვილი ამბავია... მაგრამ არის სხვა ამბებიც - საქართველოს ნაკრების ჰავბეკის, გიორგი ბეგაძის ფოტოს, რომელზეც სამხედრო ფორმაში ჩაცმული მორაგბე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არის გადაღებული, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბეგაძე იმ დროს რეზერვისტი იყო და როცა სამშობლოს დასაცავად უხმეს, ოვალური ბურთი ავტომატზე გაცვალა.

რეზერვისტებს საბრძოლო მოქმედებაში ჩართვა არ დასცალდათ და ბეგო ამ თემაზე ლაპარაკს ამიტომაც ერიდება - ომის დროს განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებიაო... მაგრამ მისი ომი დღესაც გრძელდება - საქართველოს ნაკრების ყოველი მატჩის დროს! განსაკუთრებული კი... გიორგი ბეგაძემაც და საქართველოს მთელმა ნაკრებმაც უკვე გააკეთეს - მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით, კიდევ უფრო მეტი ქომაგის გული და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მოიგეს!

გთავაზობთ ნაწყვეტს "ქართული რაგბის მეომართან" ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრამ" 2015 წელს ჩაწერა:

- "მებრძოლი ომშიც და მოედანზეც!" - სოციალურ ქსელში ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოსურათს, რომელზეც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გიორგი ბეგაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არის აღბეჭდილი. მოედანზე რომ ბოლომდე იბრძვი, ყველამ ვიცით, მაგრამ ბრძოლამ რეზერვისტობის დროსაც მოგიწია?

- არც კი ვიცი, ვინ გადაიღო ან საიდან გავრცელდა ეს ფოტო... განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა - როცა აგვისტოს ომი დაიწყო, რეზერვისტი ვიყავი, გამოგვიძახეს და წავედით... რამდენიმე წლის შემდეგ ფოტო ვიღაცამ გაავრცელა სოციალური ქსელით და ამას მოჰყვა ინტერესი, თორემ ვიმეორებ, ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერია.

- თუმცა რაგბიც ხომ თავისებური ომია!

- მორაგბის "იარაღი" თავდადებული ბრძოლა და გაუტეხელი ხასიათია! შენი ქვეყნის სახელით თამაშობ და ორმაგად მოტივირებული ხარ, რადგან შენი სამშობლოსთვის, გვერდით მდგომი მეგობრისთვის იბრძვი! წაიკითხეთ ვრცლად

რატი შელეგია, "კვირის პალიტრა"

"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს

გადაიყვანეს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ჩაფიძის კლინიკაში - პრეზიდენტის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

"ბიბი 2-3 კვირის იყო, შინ რომ მივიყვანე, ჩემი შვილი სიხარულისგან ტიროდა" - რას ურჩევს ცნობილი ტელეწამყვანი მათ, ვისაც ძაღლის ყოლა სურთ