პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთში ყოფნა არ ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანა, ახლობლები ფულზე გავცვალე" - "ცხვირტუოზი" მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა
"რუსეთში ყოფნა არ ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანა, ახლობლები ფულზე გავცვალე" - "ცხვირტუოზი" მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა

"ადრე თუ ერთი-ორი კვი­რით ჩა­მოვ­დი­ო­დი თბი­ლის­ში, ახლა სა­ერ­თოდ ჩა­მო­ვე­დი, ვნა­ხოთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა," - ამ­ბობს პა­რო­დის­ტი, მუ­სი­კო­სი და ზო­გა­დად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი - ლე­ვან შენ­გე­ლია, რო­მე­ლიც 2005 წლი­დან მოს­კოვ­ში საქ­მი­ა­ნობ­და.

წლე­ბის წინ პრო­ექ­ტით, "იუ­მო­რი­ნა" გა­იც­ნეს, მა­ნამ­დე კი ერთ პა­ტა­რა კლუბ­ში მა­ესტრო ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და სა­კუ­თარ პრო­ექ­ტში მი­იწ­ვია. ლე­ვან­მა არ­ნა­ხუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა: უკ­რავ­და რამ­დე­ნი­მე ინ­სტრუ­მენტზე, მღე­რო­და, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბის პა­რო­დი­ას სიმ­ღე­რით აკე­თებ­და და რაც ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო იყო, სა­ლა­მურ­ზე ცხვი­რით უკ­რავ­და... მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­შინ­ვე მი­ი­ღო და შე­იყ­ვა­რა, "ცხვირ­ტუ­ო­ზად" მო­ნათ­ლა, თუმ­ცა ლე­ვან შენ­გე­ლია მალე სა­მუ­შა­ოდ თბი­ლი­სი­დან მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და... ახლა, რო­გორც ამ­ბობს, სამ­შობ­ლოს და­უბ­რუნ­და.

- შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა, ჩა­მო­ვე­დი და ვნა­ხოთ. რუ­სეთ­ში ყოფ­ნა არ ნიშ­ნავ­და იმას, რომ ქვე­ყა­ნა, ნა­თე­სა­ვე­ბი, ან ახ­ლობ­ლე­ბი ფულ­ზე გავცვა­ლე. უბ­რა­ლოდ, სა­ნამ წა­ვი­დო­დი, სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი. მოს­კოვ­ში კი იმ­დენს მა­ინც გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ­დი, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ჩემი ოჯა­ხი მში­ე­რი არ ყო­ფი­ლი­ყო, ამას ვა­ხერ­ხებ­დი. მერე და მერე რუ­სეთ­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, მუდ­მი­ვი სა­მუ­შაო არ მქონ­და. სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დავ­დი­ო­დი, ჩემს რე­პერ­ტუ­არს ვას­რუ­ლებ­დი და უკან მოვ­დი­ო­დი...

ბო­ლოს, ერთი ში­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში, აბა­ნო­თუ­ბან­ში რეს­ტო­რა­ნი აიღო და იქ მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­საც დავ­თან­ხმდი და თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. ახლა იმ რეს­ტო­რან­ში ყო­ველ სა­ღა­მოს ჩემი პა­ტა­რა რე­პერ­ტუ­ა­რით გა­მოვ­დი­ვარ... არა­ფე­რი შე­მიც­ვლია, ისევ იმ რე­პერ­ტუ­არს წარ­მო­ვად­გენ. არც მომ­ღე­რალს ვე­ძა­ხი ჩემს თავს და არც ინ­სტრუ­მენ­ტა­ლისტს. რა­საც ვა­კე­თებ, იმას 10-იან­ზე ვა­კე­თებ. ჩემს ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას კლუბ­ში და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, დი­ჯე­ის­თან ერ­თად ვხე­დავ...

- რო­გორც ჩანს დი­რექ­ცი­ას მოს­წონს თქვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი და ამი­ტო­მაც მო­გიწ­ვი­ათ.

- კი, დი­რექ­ცი­ის­თვის მი­სა­ღე­ბია, ხალ­ხიც მო­დის, მის­მენს, რე­პერ­ტუ­ა­რი პრინ­ცი­პუ­ლად ერთი და იგი­ვეა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად სრულ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად იმპრო­ვი­ზა­ცი­აა. მოკ­ლედ, არა­ფე­რი შე­მიც­ვლია, ან რა უნდა შე­მეც­ვა­ლა? სა­ლა­მურს ცხვი­რით რომ ვუკ­რავ­დი, ახლა ყუ­რით ხომ არ და­ვუკ­რავ?!

- სწო­რედ, ცხვი­რით სა­ლა­მურ­ზე დაკ­ვრის გამო ცხვირ­ტუ­ო­ზი არ შე­გარ­ქვეს?.. თქვენ­გან, რო­გორც უჩ­ვე­უ­ლო მო­ნა­ცე­მე­ბის პატ­რო­ნის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია ისევ მსგავ­სი რამ... რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- რეს­ტო­რან­ში ვმუ­შა­ობ და ვე­ლო­დე­ბი დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბას, რომ უფრო მეტი ხალ­ხი მო­ვი­დეს. ახალ­გაზ­რდო­ბამ მნა­ხოს, აქ სცე­ნა­ზე მა­შინ ვი­დე­ქი, როცა ისი­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ, ახლა დი­დე­ბი არი­ან და რეს­ტორ­ნებ­ში, კლუ­ბებ­ში კონ­ცერ­ტებ­ზე და­დი­ან... მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი, ვნა­ხოთ, წი­ნას­წარ არა­ფე­რი და­მი­გეგ­მავს. ყვე­ფერ­ზე ფული გა­ვა­კე­თო და სუ­პერ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვიყო, ეს არ არის ჩემი მი­ზა­ნი, თუ ვინ­მე მნა­ხავს და მო­მის­მენს, ამით ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- თა­ვის დრო­ზე ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილს რომ არ ენა­ხე, რო­გორ ფიქ­რობ, რა იქ­ნე­ბო­და მა­შინ? ხალ­ხმა ხომ მა­სობ­რი­ვად "იუ­მო­რი­ნას" კონ­ცერ­ტე­ბით გა­გიც­ნო.

- ძა­ლი­ან ძნე­ლია, რა­ი­მეს თქმა, მა­შინ სხვა რამ მოხ­დე­ბო­და და იმ სხვა ფაქ­ტით ვი­ცხოვ­რებ­დი. დღეს ვცხოვ­რობ ხალ­ხის­თვის, არას­დროს და­მი­ყოვ­ნე­ბია ჩემ­თან თუნ­დაც სუ­რა­თის გა­და­სა­ღე­ბად მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ღმერ­თის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭით ხალ­ხს უნდა მო­ვე­ფე­რო, ჩა­ვე­ხუ­ტო. მად­ლო­ბე­ლი ვარ უფ­ლის, ჩემი მშობ­ლე­ბის და ბა­ტო­ნი ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლის, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვე­ცა­ნი მე და ჩემი ხე­ლოვ­ნე­ბა. ბა­ტონ ჯე­მალს პა­ტივს იმი­ტომ ვცემ, რომ არ არ­სე­ბობს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხელი ხელს ბანს, ორი­ვე - პირს. ასეც იყო... მაგ­რამ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ტა­ლან­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა. არა­და, კარ­გად იცით, მა­გა­რი მუ­სი­კო­სე­ბი ბერ­დე­ბი­ან მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელბ­ში, ქუ­ჩებ­ში და არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს.

- რო­გო­რია ქარ­თვე­ლის­თვის ცხოვ­რე­ბა მოს­კოვ­ში?

- არა­ვინ თქვას, რომ რად­გან ქარ­თვე­ლი ვარ, რამე პრობ­ლე­მე­ბი მექ­ნე­ბო­და იქ, თუმ­ცა იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა დე­პორ­ტა­ცი­ე­ბი ხდე­ბო­და, სა­ბუ­თებს მკაც­რად ამოწ­მებ­დნენ. ყო­ფი­ლა, რომ 10 დღე სახ­ლში ვმჯდარ­ვარ, არ გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი მო­ხა­რუ­ლია, რო­დე­საც ქარ­თველს აჩე­რებს, იცის, რომ ქარ­თვე­ლი ქარ­თუ­ლად გა­და­უ­წყვეტს ამ­ბავს, ამას ვერ და­უ­კარ­გავ რუ­სებს. მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი თუ დე­გე­ნარ­ტია, გინ­და ქარ­თვე­ლი იყოს და გინ­და - ნე­ბის­მი­ე­რი ერის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ის ყველ­გან და­ის­ჯე­ბა. ქარ­თველს რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ სჯი­ან, როცა და­ა­შა­ვებს? თუ არ და­ა­შა­ვებ, არც იქ არა­ფერს გე­უბ­ნე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­ში­რი და მას­ზე ფიქ­რი არ გა­მი­წყვე­ტია. დე­და­ჩემს რომ ვერ ვხე­დავ­დი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ სკა­ი­პით ვე­ლა­პარ­კე­ბო­დი, ნოს­ტალ­გია ეს იყო. რუ­სეთ­ში მი­ლი­ო­ნე­ბი რომ მე­შო­ვა, ამი­ტომ არ დავ­ჩე­ნილ­ვართ მოს­კოვ­ში, დავ­რჩი იმი­ტომ, რომ საჭ­მლის ფული მა­ინც გა­მო­მეგ­ზავ­ნა სახ­ლში, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. მა­შინ აქ არ იყო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მე­შო­ვა ის თან­ხა, რა­საც იქ ვშო­უ­ლობ­დი. თუმ­ცა, თბი­ლის­ში ნა­შოვ­ნი 2 თეთ­რი მირ­ჩევ­ნია, სა­ზღვარ­გა­რეთ მო­პო­ვე­ბულ ას მა­ნეთს. შე­ი­ძე­ბა ვი­ღა­ცამ ამა­ზე გა­ი­ცი­ნოს, მაგ­რამ ასეა...

- რო­გორ დაგ­ხვდნენ მე­გობ­რე­ბი?

- ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა იმ ძველ პე­რი­ოდსა და ბოლო პე­რი­ოდს შო­რის. ასე­ვე ით­ქმის ადა­მი­ა­ნებ­ზეც, რა­ზეც გული მწყდე­ბა. მე­გობ­რე­ბი, რომლბ­თან ერ­თა­დაც წლე­ბი ვი­ყა­ვით, მათ­გან 2-3 კაცი შე­იძ­ლე­ბა ვახ­სე­ნო, რომ­ლე­ბიც ისე­თი გუ­ლით დამ­ხვდენ, რო­გო­რი გუ­ლი­თაც დავ­ტო­ვე. თით­ქოს წლე­ბი სა­ერ­თოდ არ გა­სუ­ლა, მაგ­რამ არ და­ვა­კონ­კრე­ტებ და ზოგი სა­ერ­თოდ შე­იც­ვა­ლა, არ ვიცი, რამ შეც­ვა­ლა. გა­გირ­ბი­ან, სა­ლა­პა­რა­კოდ დიდ­ხანს არ გი­ჩერ­დე­ბი­ან, გული მტკი­ვა, მაგ­რამ მჯე­რა, რომ არა­ფე­რი შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა, ასეც უნდა იყოს, უფალ­მა ასე ინე­ბა და მო­ა­წყო. რო­გო­რე­ბიც არი­ან, ისე­თე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. ადა­მი­ა­ნი არას­დროს იც­ვლე­ბა, არის ისე­თი, რო­გო­რიც და­ი­ბა­და. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა სხვა­დას­ხვა დროს თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი სახე წარ­მო­ა­ჩი­ნოს.

თუმ­ცა კო­ლე­გებს, "იუ­მო­რი­ნას" მე­გობ­რებს, ადა­მი­ა­ნებს სხვა სფე­რო­დან არა­ვის ვა­ძა­გებ, ყვე­ლას უხა­რია, ჩემი და­ნახ­ვა, მაგ­რამ ზო­გა­დად რას ვი­ზამთ დღეს ისე­თი ცხოვ­რე­ბაა, ყვე­ლას თა­ვის პრობ­ლე­მა და საქ­მე აქვს და თა­ვის გზა­ზე გა­უ­მარ­ჯოთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"რუსეთში ყოფნა არ ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანა, ახლობლები ფულზე გავცვალე" - "ცხვირტუოზი" მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა

"რუსეთში ყოფნა არ ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანა, ახლობლები ფულზე გავცვალე" - "ცხვირტუოზი" მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა

"ადრე თუ ერთი-ორი კვირით ჩამოვდიოდი თბილისში, ახლა საერთოდ ჩამოვედი, ვნახოთ, რა და როგორ იქნება," - ამბობს პაროდისტი, მუსიკოსი და ზოგადად ნიჭიერი ადამიანი - ლევან შენგელია, რომელიც 2005 წლიდან მოსკოვში საქმიანობდა.

წლების წინ პროექტით, "იუმორინა" გაიცნეს, მანამდე კი ერთ პატარა კლუბში მაესტრო ჯემალ ბაღაშვილმა აღმოაჩინა და საკუთარ პროექტში მიიწვია. ლევანმა არნახული შესაძლებლობა და უნარები გამოავლინა: უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე, მღეროდა, ცნობილი მუსიკოსების პაროდიას სიმღერით აკეთებდა და რაც ყველაზე უჩვეულო იყო, სალამურზე ცხვირით უკრავდა... მაყურებელმა მაშინვე მიიღო და შეიყვარა, "ცხვირტუოზად" მონათლა, თუმცა ლევან შენგელია მალე სამუშაოდ თბილისიდან მოსკოვში გადავიდა... ახლა, როგორც ამბობს, სამშობლოს დაუბრუნდა.

- შემთხვევით არაფერი ხდება, ჩამოვედი და ვნახოთ. რუსეთში ყოფნა არ ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანა, ნათესავები, ან ახლობლები ფულზე გავცვალე. უბრალოდ, სანამ წავიდოდი, საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი. მოსკოვში კი იმდენს მაინც გამოვიმუშავებდი, რომ ელემენტარულად, ჩემი ოჯახი მშიერი არ ყოფილიყო, ამას ვახერხებდი. მერე და მერე რუსეთში სიტუაცია შეიცვალა, მუდმივი სამუშაო არ მქონდა. სხვადასხვა დაწესებულებაში დავდიოდი, ჩემს რეპერტუარს ვასრულებდი და უკან მოვდიოდი...

ბოლოს, ერთი შინაური ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც თბილისში, აბანოთუბანში რესტორანი აიღო და იქ მუდმივი სამსახური შემომთავაზა, რასაც დავთანხმდი და თბილისში დავბრუნდი. ახლა იმ რესტორანში ყოველ საღამოს ჩემი პატარა რეპერტუარით გამოვდივარ... არაფერი შემიცვლია, ისევ იმ რეპერტუარს წარმოვადგენ. არც მომღერალს ვეძახი ჩემს თავს და არც ინსტრუმენტალისტს. რასაც ვაკეთებ, იმას 10-იანზე ვაკეთებ. ჩემს ძირითად საქმიანობას კლუბში დასარტყამი ინსტრუმენტებით, დიჯეისთან ერთად ვხედავ...

- როგორც ჩანს დირექციას მოსწონს თქვენი რეპერტუარი და ამიტომაც მოგიწვიათ.

- კი, დირექციისთვის მისაღებია, ხალხიც მოდის, მისმენს, რეპერტუარი პრინციპულად ერთი და იგივეა, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვანაირად სრულდება, ძირითადად იმპროვიზაციაა. მოკლედ, არაფერი შემიცვლია, ან რა უნდა შემეცვალა? სალამურს ცხვირით რომ ვუკრავდი, ახლა ყურით ხომ არ დავუკრავ?!

- სწორედ, ცხვირით სალამურზე დაკვრის გამო ცხვირტუოზი არ შეგარქვეს?.. თქვენგან, როგორც უჩვეულო მონაცემების პატრონისგან მოსალოდნელია ისევ მსგავსი რამ... რა გეგმები გაქვთ?

- რესტორანში ვმუშაობ და ველოდები დასვენების პერიოდის დასრულებას, რომ უფრო მეტი ხალხი მოვიდეს. ახალგაზრდობამ მნახოს, აქ სცენაზე მაშინ ვიდექი, როცა ისინი სათამაშოებით ერთობოდნენ, ახლა დიდები არიან და რესტორნებში, კლუბებში კონცერტებზე დადიან... მომავალში რა იქნება, არ ვიცი, ვნახოთ, წინასწარ არაფერი დამიგეგმავს. ყვეფერზე ფული გავაკეთო და სუპერ პოპულარული ვიყო, ეს არ არის ჩემი მიზანი, თუ ვინმე მნახავს და მომისმენს, ამით ბედნიერი ვარ.

- თავის დროზე ჯემალ ბაღაშვილს რომ არ ენახე, როგორ ფიქრობ, რა იქნებოდა მაშინ? ხალხმა ხომ მასობრივად "იუმორინას" კონცერტებით გაგიცნო.

- ძალიან ძნელია, რაიმეს თქმა, მაშინ სხვა რამ მოხდებოდა და იმ სხვა ფაქტით ვიცხოვრებდი. დღეს ვცხოვრობ ხალხისთვის, არასდროს დამიყოვნებია ჩემთან თუნდაც სურათის გადასაღებად მოსული ადამიანი. ღმერთისგან ბოძებული ნიჭით ხალხს უნდა მოვეფერო, ჩავეხუტო. მადლობელი ვარ უფლის, ჩემი მშობლების და ბატონი ჯემალ ბაღაშვილის, რომ საშუალება მომეცა, საზოგადოებას გავეცანი მე და ჩემი ხელოვნება. ბატონ ჯემალს პატივს იმიტომ ვცემ, რომ არ არსებობს ნიჭიერი ადამიანი დაკარგოს. მოგეხსენებათ, ხელი ხელს ბანს, ორივე - პირს. ასეც იყო... მაგრამ მისი დამსახურებაა, რომ ტალანტი აღმოაჩინა. არადა, კარგად იცით, მაგარი მუსიკოსები ბერდებიან მიწისქვეშა გადასასვლელბში, ქუჩებში და არავინ ყურადღებას არ აქცევს.

- როგორია ქართველისთვის ცხოვრება მოსკოვში?

- არავინ თქვას, რომ რადგან ქართველი ვარ, რამე პრობლემები მექნებოდა იქ, თუმცა იყო მომენტები, როცა დეპორტაციები ხდებოდა, საბუთებს მკაცრად ამოწმებდნენ. ყოფილა, რომ 10 დღე სახლში ვმჯდარვარ, არ გამოვსულვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რუსი სამართალდამცველი მოხარულია, როდესაც ქართველს აჩერებს, იცის, რომ ქართველი ქართულად გადაუწყვეტს ამბავს, ამას ვერ დაუკარგავ რუსებს. მაგრამ ადამიანი თუ დეგენარტია, გინდა ქართველი იყოს და გინდა - ნებისმიერი ერის წარმომადგენელი, ის ყველგან დაისჯება. ქართველს რა საქართველოში არ სჯიან, როცა დააშავებს? თუ არ დააშავებ, არც იქ არაფერს გეუბნებიან.

საქართველოსთან კავშირი და მასზე ფიქრი არ გამიწყვეტია. დედაჩემს რომ ვერ ვხედავდი, წლების განმავლობაში მხოლოდ სკაიპით ველაპარკებოდი, ნოსტალგია ეს იყო. რუსეთში მილიონები რომ მეშოვა, ამიტომ არ დავჩენილვართ მოსკოვში, დავრჩი იმიტომ, რომ საჭმლის ფული მაინც გამომეგზავნა სახლში, ოჯახის წევრებისთვის. მაშინ აქ არ იყო საშუალება, რომ მეშოვა ის თანხა, რასაც იქ ვშოულობდი. თუმცა, თბილისში ნაშოვნი 2 თეთრი მირჩევნია, საზღვარგარეთ მოპოვებულ ას მანეთს. შეიძება ვიღაცამ ამაზე გაიცინოს, მაგრამ ასეა...

- როგორ დაგხვდნენ მეგობრები?

- ძალიან დიდი განსხვავებაა იმ ძველ პერიოდსა და ბოლო პერიოდს შორის. ასევე ითქმის ადამიანებზეც, რაზეც გული მწყდება. მეგობრები, რომლბთან ერთადაც წლები ვიყავით, მათგან 2-3 კაცი შეიძლება ვახსენო, რომლებიც ისეთი გულით დამხვდენ, როგორი გულითაც დავტოვე. თითქოს წლები საერთოდ არ გასულა, მაგრამ არ დავაკონკრეტებ და ზოგი საერთოდ შეიცვალა, არ ვიცი, რამ შეცვალა. გაგირბიან, სალაპარაკოდ დიდხანს არ გიჩერდებიან, გული მტკივა, მაგრამ მჯერა, რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება, ასეც უნდა იყოს, უფალმა ასე ინება და მოაწყო. როგორებიც არიან, ისეთები გამოჩნდნენ. ადამიანი არასდროს იცვლება, არის ისეთი, როგორიც დაიბადა. უბრალოდ, ყველას საშუალება ეძლევა სხვადასხვა დროს თავისი რეალური სახე წარმოაჩინოს.

თუმცა კოლეგებს, "იუმორინას" მეგობრებს, ადამიანებს სხვა სფეროდან არავის ვაძაგებ, ყველას უხარია, ჩემი დანახვა, მაგრამ ზოგადად რას ვიზამთ დღეს ისეთი ცხოვრებაა, ყველას თავის პრობლემა და საქმე აქვს და თავის გზაზე გაუმარჯოთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"არავის ვკოცნი... ჩანთაში მუდამ მიდევს სპირტი" - როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოეთში ხშირად მოგზაურობენ

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."