საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი მოკლა, ბესელიამ პოლიტპატიმრად გამოუშვა..." - ვინ დაინიშნა პრეზიდენტ მარგველაშვილის კონსულტანტად?
"ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი მოკლა, ბესელიამ პოლიტპატიმრად გამოუშვა..." - ვინ დაინიშნა პრეზიდენტ მარგველაშვილის კონსულტანტად?

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში კონ­სულ­ტან­ტად პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ივა ჩიღ­ვი­ნა­ძე და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი ანა დო­ლი­ძე.

დო­ლი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ივა ჩიღ­ვი­ნა­ძე ის პი­რია, რო­მელ­მაც 26 მა­ისს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მან­ქა­ნით პო­ლი­ცი­ე­ლი, ვლა­დი­მერ მან­სუ­რაშ­ვი­ლი მოკ­ლა და შემ­დეგ პა­ტიმ­რო­ბი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

იხი­ლეთ ვი­დეო| მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა

ამის შე­სა­ხებ ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა: "მა­ინ­ტე­რე­სებს, მარ­თა­ლია თუ არა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა თა­ვის მრჩევ­ლად ივა ჩიღ­ვი­ნა­ძე და­ნიშ­ნა. ეს ის ჩიღ­ვი­ნა­ძეა, რო­მელ­მაც 26 მა­ისს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მან­ქა­ნით პო­ლი­ცი­ე­ლი, ვლა­დი­მერ მან­სუ­რაშ­ვი­ლი მოკ­ლა და რო­მე­ლიც ბე­სე­ლი­ამ პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­მო­უშ­ვა" - წერს ნა­დი­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ნა­დი­რაშ­ვილს დღეს ანა დო­ლი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"თა­ვის ჩვე­ულ სტილ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ამ­ჯე­რად მტკნა­რი სიც­რუ­ით აგ­რძე­ლებს უკვე მე­ო­რე წრე­ზე იმ ხალ­ხის დევ­ნას, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე მო­ნა­წი­ლე­ობ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში და რო­მე­ლიც უკვე ერთხელ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მსხვერ­პლი. ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უნი­ა­თო­ბის ბრა­ლი ნა­წი­ლობ­რივ. ივა ჩიღ­ვი­ნა­ძე ნამ­დვი­ლად იმუ­შა­ვებს პრე­ზი­დენ­ტის კონ­სულ­ტან­ტად და მისი უშუ­ა­ლო საქ­მე იქ­ნე­ბა სწო­რედ ის, რომ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით მოძ­რა­ო­ბა­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ და იყო პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნი­ლი, სრუ­ლად აღ­დგეს სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებ­ში", - აღ­ნიშ­ნა ანა დო­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, 2011 წლის 26 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მყოფ პირ­თა სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ივა­ნე ჩიღ­ვი­ნა­ძეს და­ნა­შა­ულ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, სა­ი­და­ნაც 4 წელი მსჯავ­რდე­ბულს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა მო­ე­ხა­და, 4 წელი ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბი­თად.

2011 წლის აგ­ვის­ტო­ში, ჩიღ­ვი­ნა­ძის საქ­მე­ზე, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია:

"2011 წლის 25 მა­ისს, ივა­ნე ჩიღ­ვი­ნა­ძე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­და თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "სა­ხალ­ხო კრე­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ სან­ქცი­ო­ნი­რე­ბუ­ლი იყო 2011 წლის 25 მა­ი­სის 24:00 სა­ა­თამ­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის გას­ვლი­სას იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­დნენ არა­სან­ქცი­ო­ნი­რე­ბულ აქ­ცი­ა­ში, მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­სუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ნახ­ვა­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წილ­მა, მათ შო­რის ივა­ნე ჩიღ­ვი­ნა­ძემ, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ პარ­ლა­მენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია.

ივა­ნე ჩიღ­ვი­ნა­ძე სხვა პი­რებ­თან ერ­თად ჩაჯ­და მისი მარ­თვის ქვეშ მყოფ თეთ­რი ფე­რის "ტო­ი­ო­ტა-ლენდკ­რუ­ი­ზე­რის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და მეტ­რო­სად­გურ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის" მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იდ­გნენ, რომ­ლებ­მაც ივა­ნე ჩიღ­ვი­ნა­ძეს ხე­ლის მოძ­რა­ო­ბით ანიშ­ნეს, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა და მათ კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და­მორ­ჩი­ლე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნე ჩიღ­ვი­ნა­ძემ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა მო­თხოვ­ნა ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა მათ, საგ­რძნობ­ლად მო­უ­მა­ტა მან­ქა­ნის სიჩ­ქა­რეს და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის კო­რი­დორ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს გი­ორ­გი და­თი­აშ­ვილს და­ე­ჯა­ხა. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, ივა­ნე ჩიღ­ვი­ნა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, ხოლო გი­ორ­გი და­თი­აშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გი­ორ­გი და­თი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი მოკლა, ბესელიამ პოლიტპატიმრად გამოუშვა..." - ვინ დაინიშნა პრეზიდენტ მარგველაშვილის კონსულტანტად?

"ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი მოკლა, ბესელიამ პოლიტპატიმრად გამოუშვა..." - ვინ დაინიშნა პრეზიდენტ მარგველაშვილის კონსულტანტად?

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტანტად პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

დოლიძე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ივა ჩიღვინაძე ის პირია, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და შემდეგ პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

იხილეთ ვიდეო| მარგველაშვილის მრჩეველის აღიარებითი ჩვენება

ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "მაინტერესებს, მართალია თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარგველაშვილმა თავის მრჩევლად ივა ჩიღვინაძე დანიშნა. ეს ის ჩიღვინაძეა, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და რომელიც ბესელიამ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა" - წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.

ნადირაშვილს დღეს ანა დოლიძე გამოეხმაურა:

"თავის ჩვეულ სტილში "ნაციონალური მოძრაობა", ამჯერად მტკნარი სიცრუით აგრძელებს უკვე მეორე წრეზე იმ ხალხის დევნას, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს სამწუხარო რეალობა არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების უნიათობის ბრალი ნაწილობრივ. ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად და მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წინააღმდეგობით მოძრაობაში, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით, ივანე ჩიღვინაძეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოეხადა, 4 წელი ჩაეთვალა პირობითად.

2011 წლის აგვისტოში, ჩიღვინაძის საქმეზე, საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია:

"2011 წლის 25 მაისს, ივანე ჩიღვინაძე მონაწილეობას ღებულობდა თბილისში, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სანქციონირებული იყო 2011 წლის 25 მაისის 24:00 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული ვადის გასვლისას იმყოფებოდნენ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და მონაწილეობას ღებულობდნენ არასანქციონირებულ აქციაში, მათი მიმართულებით წასული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვაზე აქციის მონაწილეების ნაწილმა, მათ შორის ივანე ჩიღვინაძემ, მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია.

ივანე ჩიღვინაძე სხვა პირებთან ერთად ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ თეთრი ფერის "ტოიოტა-ლენდკრუიზერის" მარკის ავტომანქანაში და მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმართულებით გაემართა. აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის თანამშრომლები იდგნენ, რომლებმაც ივანე ჩიღვინაძეს ხელის მოძრაობით ანიშნეს, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა და მათ კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჩიღვინაძემ ნათლად დაინახა პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნა ის არ დაემორჩილა მათ, საგრძნობლად მოუმატა მანქანის სიჩქარეს და ზემოაღნიშნული ავტომანქანით პოლიციელების კორიდორში მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს გიორგი დათიაშვილს დაეჯახა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ივანე ჩიღვინაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო გიორგი დათიაშვილი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ავტომანქანის შეჯახების შედეგად გიორგი დათიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."