ავტორი:

"ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, დიდი და მოსიყვარულე ოჯახია..." - როგორია "ნაირას" რეალური ცხოვრება

"ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, დიდი და მოსიყვარულე ოჯახია..." - როგორია "ნაირას" რეალური ცხოვრება

"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიები სულ უფრო დაძაბულია. ამჟამად მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი ზაზას და ქეთის ოჯახისკენ არის მიმართული. სალომე შარვაძის გმირის (ქეთის) საიდუმლო დედამთილმა გაიგო, რომელსაც როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა. სწორედ ამ სერიას მაყურებელი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით განიხილავდა.

დედამთილის, ნაირას როლს ეკა მჟავანაძე ასრულებს, რომელიც ასევე სერიალის კასტინგების მენეჯერია. როგორია მისი რეალური ცხოვრება ეკრანს მიღმა - გთავაზობთ მჟავანაძის ინტერვიუს, ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან:

- დედაჩემი, ეთერ დადიანი, ექიმი გახლავთ, საკმაოდ კარგი ექიმი. მის პროფესიონალიზმს მისი დაკავებულობიდან გამომდინარე ვსაზღვრავ. შაბათ-კვირასაც კი სულ ავადმყოფებთან იყო. რთულად ნახავდით სახლში. მე ძირითადად ბებიასთან ვიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ხშირად ლაპარაკობდნენ ამ პროფესიაზე, ექიმობა მაინც არ ავირჩიე. დედაჩემი ტრადიციული ქალი იყო და არის დღესაც. 84 წლისაა და ასე მგონია, მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, თავისი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე, ყველაფერს მას ვეკითხები. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ თანამედროვედ აზროვნებს. ყველანაირად ინფორმირებულია და საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს. რამეს რომ ვითამაშებ და ნახავს, ზუსტად მეუბნება, სად შემეშალა და რა მოეწონა.

მამაჩემი, კუკური მჟავანაძე, წლების განმავლობაში. მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ. ჰქონდა სახალხო თეატრი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. შეიძლება ითქვას, რომ მე თეატრში ვიზრდებოდი. ფაქტობრივად, მამის პროფესიას გავყევი. 18 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მარტონი ვიყავით მე და მამა სახლში, დედა არ იყო თბილისში. მარტი იყო, მამას თავისი თეატრი ჰყავდა წაყვანილი გასტროლებზე ლიტვაში - ვილნიუსში. მეც მათთან ერთად ვიყავი. რომ ჩამოვფრინდით, მეორე დილით სისხლის ჩაქცევა დაემართა. 1-2 საათი იცოცხლა. გონზე იყო. გვერდით ვეჯექი და ვტიროდი. ის კი მარიგებდა. მესამე შვილი ვიყავი, ნაბოლარა და მასთან ვცხოვრობდი. ჩემი დები გათხოვილები იყვნენ უკვე. ყველას, ვინც მომაკვდავ მამასთან შედიოდა, ეუბნებოდა, ეკას მიმიხედეთო. მაშინ უკვე პირველ კურსზე ვიყავი. ჩემი მეგობარი იყო მამა, ერთ საქმეს ვემსახურებოდით და ძალიან ადრე გამომეცალა ხელიდან, ძალიან დამაკლდა...

- როგორც უმცროს შვილს, გათამამებდნენ ოჯახში?

- ძალიან. მამაჩემისგან უფრო მახსოვს გათამამება, დედა ცოტა მკაცრი იყო. დამოუკიდებელი ვიყავი ბავშვობიდან და დღესაც ასეთი ვარ.

- ის ერთი და მთავარი, ოჯახი რომ ჰქვია, როდის მოვიდა?

- 23 წლის ვიყავი. ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა. ერთი იყო მართლაც და მთავარი. შევაბერდით ერთმანეთს. ჩემი პროფესიის არ არის ჩემი მეუღლე. ახლა არ არის ქალაქში, მაგრამ ჩემი ქმარია, ერთად ვართ და ორი შვილი მყავს მისგან. მიყვარდა და დღემდე მიყვარს. ერთხელ ვთქვი, მიყვარდა-მეთქი და მისაყვედურა, რას ჰქვია გიყვარდიო (იცინის).

- სიყვარული ხუნდებაო, რომ ამბობენ, მართალია?

- ჩემთვის არ გახუნებულა. ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად მე და ჩემმა ქმარმა და მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე გვიყვარს ერთმანეთი. ეტყობა, მე მხოლოდ ერთხელ სიყვარული შემიძლია. დიდი ბიჭები გვყავს, 22 წლის და 15-ის. საერთოდ, ვგიჟდები ოჯახზე. სიტყვა ოჯახი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, არის დიდი და მოსიყვარულე ოჯახი...წაიკითხეთ სრულად

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს