ამბობენ, რომ "ორშაბათი მძიმე დღეა". ზოგჯერ ხომ არის სიტუაციები, როცა სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია იქმნება, კოლეგები თქვენს აზრს არ ითვალისწინებენ, შეფი ცდილობს საკუთარი ნება მოგახვიოთ თავს. მოკლედ, ნეგატივი, ნეგატივი და კიდევ ერთხელ ბევრი ნეგატივია გარშემო. როგორ გინდა ასეთ სტრესულ სიტუაციაში შეინარჩუნო ოპტიმისტური განწყობა და დარჩე პოზიტიური? დღეს ჩვენ გასწავლით თავდაცვის მარტივ წესებს.
1. ნუ მიიღებთ თქვენ თავზე
დაძაბული სიტუაცია ოფისში, თანამშრომლებს შორის კონფლიქტები ხშირად მოქმედებს თქვენზეც. ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე ამ ნეგატიურ განწყობას. გამიჯნეთ მისგან თქვენი თავი. წარმოიდგინეთ, რომ უსაფრთხოების სკაფანდრით ხართ, სადაც როგორც ჭუჭყი და მტვერი, ისე ვერ აღწევს ხმაური და კონფლიქტები.
2. იყავით მადლიერი იმის გამო, რაც კარგადაა
დღეს თუ რაღაც არ გამოდის, ხომ არსებობს თემები, რომელშიც სიტუაცია მართვას ექვემდებარება და სიმშვიდე გაქვთ? გაიხსენეთ სახლში შინაურები გელიან, შვილებს ერთი სული აქვთ თქვენს დაბრუნებამდე. სამსახურის მერე შეყვარებულთან პაემანი გელით... მოკლედ, იყავით მადლიერი და ეს იქნება თქვენთვის ათვლის წერტილი.
3. გახსოვდეთ ყველას თავისი გზა აქვს
თუკი კოლეგამ დღის მანძილზე კონფლიქტში მაინც ჩაგითრიათ, შეფმა საყვედური მოგცათ, დაფიქრდით იმაზე, რომ კარმული პრინციპების მიხედვით ყველას თავისი გზა აქვს. იქნებ თქვენში კი არ არის პრობლემა იმ ადამიანშია, ვინც ცუდ ხასიათზე გაყენებთ. იქნებ თქვენი გზები ამაოდ არ გადაიკვეთა და დღევანდელმა კონფლიქტმა ის უფრო უნდა დააფიქროს რაღაცაზე? უფრო მასშტაბურად შეხედეთ მოვლენებს... განაგრძეთ კითხვა