ინდოეთში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალაქ კოკრაჯჰარის ბაზრის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ასამის შტატში, სადაც ქალაქი კოკრაჯჰარი მდებარეობს, რამდენიმე ექსტრემისტული დაჯგუფება მოქმედებს.