საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუგეგმავი ორსულობა, აივ ინფექცია, კონტრაცეფცია... - ყველაფერი, რაც ქალმა და მამაკაცმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეს
დაუგეგმავი ორსულობა, აივ ინფექცია, კონტრაცეფცია... - ყველაფერი, რაც ქალმა და მამაკაცმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეს

ინ­ტერ­ნეტ­კონ­ფე­რენ­ცი­ის თემა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბაა. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ორ­სუ­ლო­ბის და­გეგ­მვის და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე, კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე კი­თხვებს "ჰერა XXI"-ის ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მაია პარ­კა­უ­ლი პა­სუ­ხობს.

- რა არის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა?

- თა­ვად სი­ტყვა რეპ­რო­დუქ­ცია კვლავ­წარ­მო­ე­ბას გამ­რავ­ლე­ბას ნიშ­ნავს, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცია ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის მოდ­გმის გაგ­რძე­ლე­ბას და შთა­მო­მავ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ხში­რად რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბას გამ­რავ­ლე­ბის ფუნ­ქცი­ის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას­თან აი­გი­ვე­ბენ მხო­ლოდ. თუმ­ცა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბა უფრო ფარ­თო ცნე­ბაა და ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან ერ­თად არის მენ­ტა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა.

- რო­დი­დან იწყე­ბა და სა­ნამ­დე გრძელ­დე­ბა რეპ­როდ­ქ­ცი­უ­ლი ასა­კი, ანუ რა ასაკ­ში შე­უძ­ლია ადა­მი­ანს გამ­რავ­ლე­ბა?

- დიახ, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კი არის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ადა­მი­ანს აქვს უნა­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის და გამ­რავ­ლე­ბის, ანუ რო­დე­საც ქალს და მა­მა­კაცს შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცია. ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კია 15-49 წელი, ხოლო მა­მა­კა­ცის 15 წელი და ზე­ვით.

- რეპ­რო­დუქ­ცია მარ­ტო შვი­ლის ყო­ლის უნა­რია?

რეპ­რო­დუქ­ცია არის რო­გორც შვი­ლის ყო­ლის უნა­რი, ისე არა­სა­სურ­ვე­ლი ( და­უ­გეგ­მა­ვი) ორ­სუ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა?

არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ავი­ცი­ლოთ კონ­ტრა­ცეფ­ცი­უ­ლი (ჩა­სახ­ვის­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო) სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და უსაფრ­თხო აბორ­ტის ჩა­ტა­რე­ბით.

- რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­მექ­მნეს თუ სქე­სობ­რივ აქ­ტი­ვო­ბას ადრე და­ვი­წყებ?

- მო­ზარ­დი რო­მელ­საც არა აქვს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­სი ორ­გა­ნიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­ზარ­დებ­მა არ იცან რა არის პირ­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი აქტი, რა არის სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რო­გორ უნდა და­იც­ვან თავი სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, აი­ცი­ლონ არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა და­ვორ­სულ­დეთ პირ­ვე­ლი­ვე სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დროს?

- გო­გო­ნა, რო­მელ­საც უკვე აქვს მე­ნარ­ხე (პირ­ვე­ლი მენსტრუ­ა­ცია), იგი ყო­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა და­ორ­სულ­დეს

- მარ­თა­ლია რომ კონ­ტრა­ცეფ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ასუ­ქებს და ჭარბთმი­ა­ნო­ბას იწ­ვევს?

- ეს მი­თია, ვი­ნა­ი­დან ბევ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტრა­ცეფ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჭარბთმი­ა­ნო­ბის და სიმ­სუქ­ნის სამ­კურ­ნა­ლოდ.

- მარ­თა­ლია რომ თუ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰორ­მო­ნა­ლურ აბებს დავ­ლევ მერე ვერ და­ვორ­სულ­დე­ბი?

- პი­რი­ქით, ჰორ­მო­ნუ­ლი კონ­ტრა­ცეფ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უშ­ვი­ლო­ბის თე­რა­პი­ა­ში (ე.წ. რე­ბა­უნდ- ეფექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით). ასე რომ კონ­ტრა­ცეფ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს.

- რა რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დებ­ში ორ­სუ­ლო­ბა?

- ზი­ან­დე­ბა მათი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, იზ­რდე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კე­ბი. გო­გო­ნე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან ოჯა­ხის და­გეგ­მვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას (რო­გორც წესი, გო­გო­ნე­ბი ვერ იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თუ რო­დის გახ­დნენ დედა..ან რამ­დე­ნი შვი­ლის ყოლა სურთ)- ამას გა­ნა­პი­რო­ბებს, რო­გორც კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­ზღუდ­ვა, - ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

- რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მო­ზარ­დებ­ში ორ­სუ­ლო­ბას?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ზი­ან­დე­ბა მათი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი, იზ­რდე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კე­ბი.მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან ოჯა­ხის და­გეგ­მვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას . გარ­და ამი­სა ხში­რად მათ უწევთ სკო­ლის მი­ტო­ვე­ბა, ვერ იღე­ბენ შე­სა­ბა­მის გა­ნათ­ლე­ბას და ხში­რად ხდე­ბი­ან ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბიც.

- აივ ინ­ფექ­ცია/ შიდსის გარ­და არის თუ არა სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი რო­მე­ლიც სქე­სობ­რი­ვი გზით გა­და­დის?

- დღე­ი­სათ­ვის 30-მდე სხვა­დას­ხვა სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა ცნო­ბი­ლი, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია: ტრი­ქო­მო­ნი­ა­ზი, გო­ნო­რეა, ქლა­მი­დი­ო­ზი, სი­ფი­ლი­სი, ადა­მი­ა­ნის პა­პი­ლო­მა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ჰერ­პე­სი, B და C ჰე­პა­ტი­ტი, ცი­ტო­მე­გა­ლო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცია და ა.შ.

- შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იყოს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამდდე­ბი ინ­ფექ­ცი­ით, მაგ­რამ ვერ ამ­ჩნევ­დეს?

- რათ­ქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და­სა­წყის­ში უსიმპტო­მო­დაც მი­დი­ო­დეს, მაგ­რამ უჩ­ვე­უ­ლო ან სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­უღ­ლის (პარტნი­ო­რის) გაფრ­თხი­ლე­ბა, სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექიმ­თან მის­ვლა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; და­ა­ვა­დე­ბის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა ერ­თდრო­უ­ლად ორი­ვე პარტნი­ო­რის მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამდდე­ბი ინ­ფექ­ციების თვით­გან­კურ­ნე­ბა?

- არა, რათ­ქმა უნდა, უჩ­ვე­უ­ლო ან სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­უღ­ლის (პარტნი­ო­რის) გაფრ­თხი­ლე­ბა, სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექიმ­თან მის­ვლა, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბა;და­ა­ვა­დე­ბის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა ერ­თდრო­უ­ლად ორი­ვე პარტნი­ო­რის მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა.

- რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბი?

- სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი გზა არის: ყვე­ლა სა­ხის და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი (სწო­რედ ამ ნიშ­ნით ხდე­ბა ამ ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა) შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი სის­ხლის გა­დას­ხმის, არას­ტე­რი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის, ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის დროს ( ასე­თი ინ­ფექ­ცი­ე­ბია ადა­მი­ა­ნის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ვირუ­სი (აივ), B და C ჰე­პა­ტი­ტის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სი, სი­ფი­ლი­სი) ზო­გი­ერ­თი სგგი გა­და­დის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი დე­დი­დან ბავ­შვზე ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბის ან ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს. ასე­თე­ბია: ცი­ტო­მე­გა­ლო­ვირუ­სი, აივ/შიდსი, ქლა­მი­დი­უ­რი ინ­ფექ­ცია. შე­საძ­ლე­ბე­ლია ზო­გი­ერ­თი სგგი-ის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო გზით გავ­რცე­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად: ტრი­ქო­მო­ნი­ა­ზი გა­და­დის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის თეთ­რე­უ­ლის, პირ­სა­ხო­ცის გა­მო­ყე­ნე­ბით, არა­საკ­მა­რი­სად ქლო­რი­რე­ბუ­ლი წყლის აუზ­ში ცურ­ვის დროს. ხში­რია პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში, თუ იგი წევს ინ­ფი­ცი­რე­ბულ მშობ­ლებ­თან ერ­თად. გახ­სოვ­დეთ, აივ ინ­ფექ­ცია სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო კონ­ტაქ­ტე­ბით არ გა­და­ე­ცე­მა!

- იწ­ვევს თუ არა კონ­დო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ­პო­ტენ­ცი­ას (ერექ­ცი­ის არ ქონა მა­მა­კა­ცებ­ში)?

- ეს არის მითი, კონ­დო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, ერექ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მთან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის, მაგ­რამ ... მა­მა­კა­ცის კონ­დო­მის სწო­რად და ყო­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი ეფექ­ტუ­რო­ბა - კი -აივ ინ­ფექ­ცი­ის­გან დაც­ვის კუ­თხით სა­შუ­ა­ლოდ 80-95%-ია. ეს ნიშ­ნავს, რომ კონ­დო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა გვი­ცავს აივ ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან იმ შემ­თხვე­ვე­ბის 80-95%-ში, რო­დე­საც მისი არ გა­მო­ყე­ნე­ბა უცი­ლობ­ლად გა­მო­იწ­ვევ­და ინ­ფი­ცი­რე­ბას (ეს არ ნიშ­ნავს, რომ კონ­დო­მის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის 5-20% და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა აივ-ით!).

- მოქ­მე­დებს თუ არა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე?

- ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს, რო­გორც სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე, ისე ჩა­სა­ხუ­ლი ემ­ბრი­ო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ამას­ტა­ნა­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იწ­ვევს ფრი­გი­დუ­ლო­ბა­საც, ანუ სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი­სად­მი უინ­ტე­რე­სო­ბა­სა და სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის არ­ქო­ნას.

- თუ მენსტრუ­ა­ცი­უ­ლი ციკ­ლი დას­რულ­და ადრე 39 წლის ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა თუ არა და­ვორ­სულ­დე მა­ინც?

- სი­ტყვა "მე­ნო­პა­უ­ზა" მენსტრუ­ა­ცი­ის სრულ გაქ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს და ქა­ლის შვი­ლი­ე­რე­ბის (ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის) შე­წყვე­ტას ნიშ­ნავს. მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ოდს გა­ივ­ლის ყვე­ლა ქალი, რო­მელ­საც მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი აქვს. მე­ნო­პა­უ­ზის დი­აგ­ნო­ზი ის­მე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ბოლო მენსტრუ­ა­ცი­ი­დან უკვე ერთი წე­ლია გა­სუ­ლი. თუ მე­ნო­პა­უ­ზა 40 წლის ასა­კამ­დე იწყე­ბა, მას ნა­ად­რევს უწო­დე­ბენ და ის ჩვე­უ­ლებ­რივ, მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. ბუ­ნებ­რი­ვად მე­ნო­პა­უ­ზის დროს, უკვე აღარ ხდე­ბა და­ორ­სულ­დე­ბა, დამ­ხმა­რე რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი არტ- მე­თო­დე­ბის გა­რე­შე (იგუ­ლის­ხმე­ბა -ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა).

დაუგეგმავი ორსულობა, აივ ინფექცია, კონტრაცეფცია... - ყველაფერი, რაც ქალმა და მამაკაცმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეს

დაუგეგმავი ორსულობა, აივ ინფექცია, კონტრაცეფცია... - ყველაფერი, რაც ქალმა და მამაკაცმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უნდა იცოდეს

ინტერნეტკონფერენციის თემა რეპროდუქციული ჯანმრთელობაა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, ორსულობის დაგეგმვის დადებით მხარეებზე, კონტრაცეფციის გამოყენებასა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაზე კითხვებს "ჰერა XXI"-ის ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაია პარკაული პასუხობს.

- რა არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა?

- თავად სიტყვა რეპროდუქცია კვლავწარმოებას გამრავლებას ნიშნავს, რეპროდუქციული ფუნქცია ემსახურება ადამიანის მოდგმის გაგრძელებას და შთამომავლობის შენარჩუნებას. ხშირად რეპროდუქციულ ჯანმრთელობას გამრავლების ფუნქციის გამართულად მუშაობასთან აიგივებენ მხოლოდ. თუმცა რეპროდუქციული ჯანმრთელობა უფრო ფართო ცნებაა და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად არის მენტალური და სოციალური კეთილდღეობა.

- როდიდან იწყება და სანამდე გრძელდება რეპროდქციული ასაკი, ანუ რა ასაკში შეუძლია ადამიანს გამრავლება?

- დიახ, რეპროდუქციული ასაკი არის პერიოდი, როდესაც ადამიანს აქვს უნარი განაყოფიერების და გამრავლების, ანუ როდესაც ქალს და მამაკაცს შეუძლია განახორციელოს შვილოსნობის ფუნქცია. ქალის რეპროდუქციული ასაკია 15-49 წელი, ხოლო მამაკაცის 15 წელი და ზევით.

- რეპროდუქცია მარტო შვილის ყოლის უნარია?

რეპროდუქცია არის როგორც შვილის ყოლის უნარი, ისე არასასურველი ( დაუგეგმავი) ორსულობის თავიდან აცილებაც.

- როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ არასასურველი ორსულობა?

არასასურველი ორსულობა შეიძლება ავიცილოთ კონტრაცეფციული (ჩასახვისსაწინააღმდეგო) სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით და უსაფრთხო აბორტის ჩატარებით.

- რა პრობლემები შეიძლება შემექმნეს თუ სქესობრივ აქტივობას ადრე დავიწყებ?

- მოზარდი რომელსაც არა აქვს ინფორმაცია თავისი ორგანიზმის განვითარების და ფსიქოლოგიური სტატუსის შესახებ. ხშირ შემთხვევაში მოზარდებმა არ იცან რა არის პირველი სქესობრივი აქტი, რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, როგორ უნდა დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, აიცილონ არასასურველი ორსულობა.

- შეიძლება თუ არა დავორსულდეთ პირველივე სქესობრივი კავშირის დროს?

- გოგონა, რომელსაც უკვე აქვს მენარხე (პირველი მენსტრუაცია), იგი ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ შეიძლება დაორსულდეს

- მართალია რომ კონტრაცეფციული საშუალებები ასუქებს და ჭარბთმიანობას იწვევს?

- ეს მითია, ვინაიდან ბევრი თანამედროვე კონტრაცეფციული საშუალება გამოიყენება ჭარბთმიანობის და სიმსუქნის სამკურნალოდ.

- მართალია რომ თუ დიდი ხნის განმავლობაში ჰორმონალურ აბებს დავლევ მერე ვერ დავორსულდები?

- პირიქით, ჰორმონული კონტრაცეფციული საშუალებები გამოიყენება უშვილობის თერაპიაში (ე.წ. რებაუნდ- ეფექტის გათვალისწინებით). ასე რომ კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ შვილოსნობის ფუნქციის დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს.

- რა რისკებთან არის დაკავშირებული მოზარდებში ორსულობა?

- ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები, იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები. გოგონები მოკლებული არიან ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობას (როგორც წესი, გოგონები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას თუ როდის გახდნენ დედა..ან რამდენი შვილის ყოლა სურთ)- ამას განაპირობებს, როგორც კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, - ასევე, ინფორმაციის ნაკლებობა ასეთი საშუალებების შესახებ.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მოზარდებში ორსულობას?

- როგორც აღვნიშნეთ, ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები, იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები.მოკლებული არიან ოჯახის დაგეგმვის შესაძლებლობას . გარდა ამისა ხშირად მათ უწევთ სკოლის მიტოვება, ვერ იღებენ შესაბამის განათლებას და ხშირად ხდებიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლებიც.

- აივ ინფექცია/ შიდსის გარდა არის თუ არა სხვა დაავადებები რომელიც სქესობრივი გზით გადადის?

- დღეისათვის 30-მდე სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა ცნობილი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: ტრიქომონიაზი, გონორეა, ქლამიდიოზი, სიფილისი, ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, სასქესო ორგანოების ჰერპესი, B და C ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია და ა.შ.

- შეიძლება ადამიანი იყოს ინფიცირებული რომელიმე სქესობრივი გზით გადამდდები ინფექციით, მაგრამ ვერ ამჩნევდეს?

- რათქმა უნდა, შეიძლება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დასაწყისში უსიმპტომოდაც მიდიოდეს, მაგრამ უჩვეულო ან საეჭვო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია მეუღლის (პარტნიორის) გაფრთხილება, სქესობრივი კავშირისაგან თავის არიდება, დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება; დაავადების დადგენის შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად ორივე პარტნიორის მკურნალობის დაწყება.

- შესაძლებელია თუ არა სქესობრივი გზით გადამდდები ინფექციების თვითგანკურნება?

- არა, რათქმა უნდა, უჩვეულო ან საეჭვო სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია მეუღლის (პარტნიორის) გაფრთხილება, სქესობრივი კავშირისაგან თავის არიდება, დაუყოვნებლივ ექიმთან მისვლა, ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება;დაავადების დადგენის შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად ორივე პარტნიორის მკურნალობის დაწყება.

- როგორ ავიცილოთ თავიდან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები?

- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების ძირითადი გზა არის: ყველა სახის დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (სწორედ ამ ნიშნით ხდება ამ ჯგუფში გაერთიანებული დაავადებების გაერთიანება) შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების, ნარკოტიკების ინექციური მოხმარების დროს ( ასეთი ინფექციებია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), B და C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი, სიფილისი) ზოგიერთი სგგი გადადის დაავადებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. ასეთებია: ციტომეგალოვირუსი, აივ/შიდსი, ქლამიდიური ინფექცია. შესაძლებელია ზოგიერთი სგგი-ის საყოფაცხოვრებო გზით გავრცელება. მაგალითად: ტრიქომონიაზი გადადის დაინფიცირებული ადამიანის თეთრეულის, პირსახოცის გამოყენებით, არასაკმარისად ქლორირებული წყლის აუზში ცურვის დროს. ხშირია პატარა ბავშვებში, თუ იგი წევს ინფიცირებულ მშობლებთან ერთად. გახსოვდეთ, აივ ინფექცია საყოფაცხოვრებო კონტაქტებით არ გადაეცემა!

- იწვევს თუ არა კონდომის გამოყენება იმპოტენციას (ერექციის არ ქონა მამაკაცებში)?

- ეს არის მითი, კონდომის გამოყენება, ერექციის მექანიზმთან არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ ... მამაკაცის კონდომის სწორად და ყოველი სქესობრივი აქტის დროს გამოყენების შემთხვევაში მისი ეფექტურობა - კი -აივ ინფექციისგან დაცვის კუთხით საშუალოდ 80-95%-ია. ეს ნიშნავს, რომ კონდომის გამოყენება გვიცავს აივ ინფიცირებისგან იმ შემთხვევების 80-95%-ში, როდესაც მისი არ გამოყენება უცილობლად გამოიწვევდა ინფიცირებას (ეს არ ნიშნავს, რომ კონდომის მომხმარებლების 5-20% დაინფიცირდება აივ-ით!).

- მოქმედებს თუ არა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება სექსუალურ ცხოვრებაზე?

- ნარკოტიკების გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე, ისე ჩასახული ემბრიონის ჯანმრთელობაზე. ამასტანავე ნარკოტიკების გამოყენება იწვევს ფრიგიდულობასაც, ანუ სექსუალური კონტაქტებისადმი უინტერესობასა და სქესობრივი ლტოლვის არქონას.

- თუ მენსტრუაციული ციკლი დასრულდა ადრე 39 წლის ასაკში შეიძლება თუ არა დავორსულდე მაინც?

- სიტყვა "მენოპაუზა" მენსტრუაციის სრულ გაქრობას გულისხმობს და ქალის შვილიერების (ნაყოფიერების) შეწყვეტას ნიშნავს. მენოპაუზის პერიოდს გაივლის ყველა ქალი, რომელსაც მენსტრუალური ციკლი აქვს. მენოპაუზის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც ბოლო მენსტრუაციიდან უკვე ერთი წელია გასული. თუ მენოპაუზა 40 წლის ასაკამდე იწყება, მას ნაადრევს უწოდებენ და ის ჩვეულებრივ, მკურნალობას საჭიროებს. ბუნებრივად მენოპაუზის დროს, უკვე აღარ ხდება დაორსულდება, დამხმარე რეპროდუქციული არტ- მეთოდების გარეშე (იგულისხმება -ინ ვიტრო განაყოფიერება).

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას