რა მდგომარეობაა ბორჯომის პარკში სტიქიის შემდეგ - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

რა მდგომარეობაა ბორჯომის პარკში სტიქიის შემდეგ - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სერიოზული პრობლემები შექმნა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი.

პარკის ტერიტორიაზე წაქცეულია ასწლოვანი ხეები, ჩახერგილია ატრაქციონებთან მისასვლელი გზები. ამ დროისთვის სატყეო დეპარტამენტის 50 თანამშრომელი გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. პარკის სავალალო მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, ფეისბბუქის გვერდზე "ბორჯომის ცენტრალური - ისტორიული პარკი" ვრცელდება.

"ხეებია ჩახერგილი ტყეში. ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე გზა გახსნილია, თუმცა ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ. ამ დროისთვის, მთლიანად ბორჯომში სიტუაცია ნორმალიზებულია, მოსახლეობაც და ტურისტებიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან", - აცხადებს ბორჯომის გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი.

დაათვალიერეთ ფოტოები განადგურებული ბორჯომის პარკიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი