ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას 15 წლის ქალიშვილმა საშამ, საზაფხულო სამუშაოს ფარგლებში სამსახური ზღვის პროდუქტების რესტორანში იშოვა. საშამ ნაღდი ფულის რეგისტრირება ისწავლა, ასევე მაგიდების მომსახურება და დილაობით რესტორანის გახსნისთვის მომზადებას.
საშას სამსახურში ექვსი საიდუმლო აგენტი აცილებს, რომლებიც რესტორნის გარეთ უცდიან სანამ სამუშო საათები დასრულდება. საშას 4-საათიანი სამუშაო დღე აქვს, თუმცა ეს მხოლოდ ორ კვირას გაგრძელდება, სანამ მისი მშობლები შვებულებიდან დაბრუნდებიან.
მომზადებულია bostonherald.com-ს მიხედვით.