ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სერიოზული პრობლემები შექმნა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.
როგორც Allnews.ge-სთან საუბარში "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, ასეთი სტიქიური უბედურების შედეგი მხოლოდ მოსული უხვი ნალექი არ არის.
"წვიმა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა და ასეთ კატასტროფას არ უნდა იწვევდეს, ამ უბედურების მიზეზი არის ის, რომ ტყეები დეგრადირებულია, ისინი ვეღარ ასრულებენ ნიადაგდაცვით ფუნქციას. ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს როგორც დასახლებულ პუნქტში, ისე ქალაქში. შეგვიძლია გავიხსენოთ ვერეს ტრაგედიაც, მაგრამ მიზეზი შეიძლება იყოს ოდნავ ზევით, წყალშემკრებ აუზში, სადაც ძალიან სწრაფად ხდება მოსული ნალექის მოხვედრა მდინარის კალაპოტში და ვიღებთ კატასტროფულ წყალდიდობას.
ამას გარდა, მთის ტყეების უკანონო ჭრის შედეგად უკვე წლებია ეროზიაა წარმოშობილი, ძალიან დიდი ინერტული მასალა ხვდება მდინარის კალაპოტებში, მდინარეს უჭირს ამ მასალის გაწმენდა და დარღვეულია ბუნებრივი პროცესი. წყალშემკრებ აუზებში ტყეებს ორი ფუნქცია აქვს - წყალმარეგულირებელი და ნიადაგდაცვითი ფუნქცია, ორივე სრულიად მოშლილია. გავიხსენოთ რომ ეს ხდება ბორჯომში, სადაც 90-იანი წლებიდან ყველაზე უფრო მასობრივად ხდებოდა ტყეების უკანონო ჭრები და დღეს მის შედეგებს ვიმკით, ამას ემატება ყოველწლიურად საშეშე რესურსის მოპოვება, რომელიც ასევე უკანონოდ მიმდინარეობს, რადგან კანონიერად აღარ არის ამდენი ხე, რომ მოიჭრას განაგრძეთ კითხვა