სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი სწორედ გიულენია.
როგორც სააგენტო Associated Press-ი აღნიშნავს, თურქმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა გიულენი თურქულ მხარეს უნდა გადასცეს. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.