მდინარე მტკვარზე სამხედრო ფორმიანი მოქალაქე უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააჯარიმეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობიდან აცნობეს.
დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, სამხედრო ფორმიანი პირი ანკესზე გამობმული სახლართი ბადით თევზაობდა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.