თემო მჟავია წლების წინ გაიცნო მაყურებელმა, როდესაც ის "კომედი შოუს" ერთ-ერთი მსახიობი იყო.
რატომღაც ისე მოხდა, რომ თემოს გმირებს ხშირად სცემდნენ, ან ქალის კაბა ჰქონდა მორგებული. ამბობენ, ეს ყველაფერი თემოს ერთ მშვენიერ დღეს აღარ მოეწონა და "კომედი შოუდან" წავიდაო.
მუშაობა "ბინა 18"-ში გააგრძელა. თემო და ფაქო დღემდე ამ გადაცემის წამყვანები არიან.
ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ თემოს ულამაზესი რუსი მეუღლე - ნასტია დივო ჰყავს.
ნასტია თემომ წლების წინ მეგობრის დახმარებით გაიცნო. მერე, თემო ავარიაში მოჰყვა, ნასტია მის სანახავად ჩამოვიდა და თემომ აღარ გაუშვა.
წყვილს ერთი ბიჭი, დანი ჰყავს.
"მიყვარხარ კოსმოსამდე", "ვგიჟდები შენზე", "ჩემი მეჯიქ სამყარო ხარ" - ასეთ სტატუსებს უძღვნის მეუღლე თემო მჟავიას.
ოჯახური იდილია მათ ფოტოებზეც კარგად ჩანს.